RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

შეძლებს თუ ვერა ნოღაიდელი რუსეთისა და საქართველოს დაახლოვებას?

28.01.2010  |  13:31

5194.jpegამ დღეებში ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მოსკოვში თებერვალში გასამართი ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება "ერთიან რუსეთთან" თანამშრომლობის ხელმოწერა. მისი თქმით, დროა შეწყდეს უაზრო კონფრონტაცია რუსეთთან და დამყარდეს მეგობრული თუ არა, ნორმალური ურთიერთობები მაინც, რის გარეშეც ვერანაირად ვერ გადაწყვეტს ურთიერთობებს თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან. ორი პარტიის პერსპექტივებზე ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს და ექსპერტებს.

სერგეი მარკოვი, ფრაქცია "ერთიანი რუსეთის" წევრი, პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი:

ეს აუცილებელი თანამშრომლობაა. ჩვენ უნდა დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს კავშირი ავანტიურისტებმა გააფუჭეს, რომლებიც იქცნენ ფაშისტებად. ჩვენს ისტორიაში არის მშვენიერი საერთო წარსული, ამიტომაც ყველა სიძნელე უნდა გადავლახოთ. მოსკოვსა და თბილისს ახლა მთავარი კონფლიქტი არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა. მიუხედავად ამისა, ამ რესპუბლიკებთან დაკავშირებით მოვლენებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

მაგრამ არსებობს სხვა პრობლემებიც, არა კონფლიქტური: გადაადგილების თავისუფლბამ ერთობლივი ეკონომიკური და კულტურული პროექტები, ერთობლივი წინსვლა ევროკავშირის მიმართულბით. სწორედ ისინი შეიძლება განხორციელდებს თანამშრომლობის ფარგლებში. რუსეთი კვლავ ეცდება საქართველოსთან ურთიერთობები აღდგენას, მაგრამ იმ პირობით, რომ აფხაზებისა და ოსების ინტერესები არ გახდება ვაჭრობის საგანი, რადგანაც ამ ხალხს აქვს საკუთარი ბედის გადაწყვეტის უფლება. საქართველომ კი თავიდან უნდა გაიაზროს ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობა.

არაკონფლიქტურ სიტუაციაში თბილისი და მოსკოვი შეძლებენ წინ წავიდნენ, ამაში შედის სავიზო რეჟიმის გამარტივებაც და საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნაც.

ამ შეთანხმებით მოგებული უფრო თბილისი იქნება. რუსეთი საქართველოსთვის ახლა, უდავოდ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო რუსეთისთვის. პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილის პოლიტიკამ საქართველო მოკვეთა რუსეთის ბაზრიდან, რუსეთის კულტურიდან, ხალხი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ვლადიმერ ანოხინი, გეოპოლიტიკური პრობლემების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი:

მე ვთვლი, რომ საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და რუსეთის წამყვანი პარტიების თანამშრომლობა ყოველთვის არსებობდა. ახლა ეს უბრალოდ იურიდიულად ფორმდება. თავად იურიდიული გაფორმების ფაქტი პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ოპოზიცია ძლიერდება ხელისუფლებასთან მიმართებით და თავად ხელისუფლებას აღარ შეუძლია ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის კონტროლი. ის, რომ "ერთიანი რუსეთი" როგორც ხელისუფლების პარტია ითანამშრომლებს ნოღაიდელის პარტიას, ნიშნავს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ქართული ოპოზიციისა და ხელისუფლების შეცვლის ღია მხარდაჭერას. ასეთი კავშირები პირველ რიგში პოლიტიკური გავლენის მომასწავებელია, ოპოზიციას კი, პირველ რიგში, სურს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება, რადგანაც "ერთიანი რუსეთი" არის მთლიანი სახელმწიფო ორგანო. არ გამოვრიცხავ, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოში გრანდიოზული სკანდალი ატყდეს.

ამ შეთანხმებით მოგებული უფრო თბილისი დარჩება. მე არ მახსოვს, რომ დასავლეთში ყოფილიყო განცხადებები, რომელთა თანახმადაც ერთი ქვეყნის სახელისუფლებო პარტია აქტიურად უჭერს მხარს სხვა ქვეყნის ოპოზიციურ პარტიას. საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ ეს უაზრობაა.

სოსო ცინცაძე, ქართული დიპლომატიური აკადემიის პრეზიდენტი:

მოაწეროს ხელი, მაგრამ მე ნოღაიდელის ადგილზე მე თავს შევიკავებდი ამისგან. საქმე ისაა, რომ "ერთიანი რუსეთო" არის მმართველი პარტია, რომლის ხელმძღვანელებსაც თბილისში სულაც არ მიიჩნევენ საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილებად. რაში შეუძლიათ მათ თანამშრომლობა? თანამშრომლობა ურთიერთდახმარებაა. თუკი "ერთიანი რუსეთი" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ითანამშრომლებენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ამას ყველა მიესალმება. მაგრამ ასეთი ვარიანტი გამორიცხულია.

ვფიქრობ, თანამშრომლობის მიზნების შესახებ საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ დოკუმენტთან გაცნობის შემდეგ. ამ მომენტისათვის მე ასეთ მცდელობას ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგანაც მოსკოვსა და თბილისს შორის ძალიან ბევრი პრობლემაა. თანაც ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დევნილების დაბრუნება.

რაც შეეხება ნიღაიდელს, მას არ აქვს გავლენა საქართველოში. მას დიდი სიყვარულით მაშინაც კი არ ექცეოდნენ, როდესაც ის იყო ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრო. შეიძლება, მას იმედი აქვს, რომ მსგავსი ნაბიჯით გარკვეულ პოლიტიკურ ქულებს მოიპოვებს. თუკი ეს საქართველოს სარგებლობას მოუტანს, არავინ იქნება წინააღმდეგი, მაგრამ ამჟამად ამის არავის სჯერა. თუ "ერთიან რუსეთში" თვლიან, რომ ისინი ნოღაიდელის სახით იპოვნიან თბილისის რჩეულს, ეს ილუზიაა - საპრეზიდენტო არჩევნებზე საეჭვოა, რომ მან ხმების საკმარისი რაოდენობა დააგროვოს.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100