მთავარი | ანალიტიკა | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- ღვთის წყალობით ”ხუდონი ჰესის” წინააღმდეგ 23.05.2013 13:32 საქართველო ელოდება ექსპერტების გადაწყვეტილებას, რათა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ენგურის მდინარეზე ჰესის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია დაიწყოს. ამავე დროს, მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ - სოფელ ხაიშის მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში ხატზე იფიცება, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებს.
- გიორგი მარგველაშვილი: წესიერი პრეზიდენტი სადისტის ნაცვლად 23.05.2013 13:31 სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ახლა კი მასზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და როგორ მოხდა, რომ სწორედ იგი გახდა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი?
- ქართული ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე 13.05.2013 11:06 საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყნის ბევრ მოქალაქას ეიფორია მოჰგვარა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მალე პოზიტიური ცვლილებები მოხდება. ყველა დარწმუნებული იყო, დიდი ”ქართული ოცნებიდან” მასაც რამე ერგებოდა. და ეს იმედი არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებლებს გაუჩნდათ.
- სიმართლე ქართული ღვინის შესახებ 13.05.2013 11:04 ვის შეუძლია მოგვითხროს ქართული სუფრის ტრადიცებსა და ქართულ ღვინოზე, თუ არა ისტორიისა და მართლმადიდებლური სადღეგრძელოების წარმოშობის მცოდნე ჭეშმარიტ თამადას? სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი გახლავთ არა მხოლოდ პროფესიონალი თამადა, არამედ უამრავი წიგნის ავტორი - ქართული სუფრის კულტურის, ყოფის, სხვადასხვა საუკუნეების ფილოსოფიისა და მითოლოგიის შესახებ. ასევე გამოცემული აქვს იურისპრუდენციის დამხმარე სახელმძღვანელობი და ესთეთიკის უნიკალური ენციკლოპედიები. სწორედ მან უამბო GeorgiaTimes-ს ჭეშმარიტება ქართული ღვინის შესახებ.
- სააკაშვილს ანგარიში წარუდგინეს 25.04.2013 19:03 სად ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს მიხეილ სააკაშვილი? საჩუქრები მეგობრებს, დასვენება ძვირადღირებულ კურორტებზე, თავისი შვილის სწავლის გადასახადი. ეს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. ბოლო დრომდე ამ დოკუმენტებს ედო გრიფი „საიდუმლო“. რამდენი უჯდებოდა გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის შეფ–მზარეული და როგორ იმოქმედებს ეს ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე?
- მამრაძე – საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ რეალურია 25.04.2013 19:02 შედის თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში კერძო სექტორის მითვისება? ექსპერტების აზრით, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია. პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო მოხელეების ფარული შეხვედრების შესახებ. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დანაპირების შესრულებას და ქართულ ბიზნესს სახელმწიფო კონტროლისგან გაათავისუფლებს? თუ წინა ხელისუფლების ტრადიციას გააგრძელებს?
- 40 წელი - სიცოცხლე დასრულდა? 18.04.2013 12:41 თუკი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა აქვს, ჰკითხვათ, თუ რითი გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ყველაზე ხშირი პასუხი იქნება, რომ კადრების ახალგაზრდა ასაკით. მართლაც, სააკაშვილის მმართველობის წლები გამოუცდელი ჩინოსნების გამოჩენით იყო გამორჩეული. ყველა მათგანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მინისტრის სავარძელში პირდაპირ პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტიდან დასკუპებულიყო. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ”ახალი სისხლი” სჭირდებოდა. შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდებოდა: ახლები იწვევდნენ ”თავისიანებს”, რომლებიც, უმეტესად, მათი ნათესავები იყვნენ. ასე ეწყობოდა ჯაჭვი
- სააკაშვილს ადეკვატურობაზე შეამოწმებენ 18.04.2013 12:39 აღიარა თუ არა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო? ზოგიერთმა ანალიტიკოსმა პრემიერის სიტყვები იმის თაობაზე რომ ხლისუფლების მოქმედებები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოკვეთამდე არაადექვატური იყო, აღიარებად ჩათვალა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებენ. შესაძლოა თუ არა პასუხისგებაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიეცეს?
- სააკაშვილმა საქართველო ღვინის გარეშე დატოვა? 15.04.2013 17:55 საქართველოს ხსნებაზე, თუ ყველას არა, ყოველ მეორეს მაინც მაშინვე ღვინო და ვაზი ახსენდება. ყურძნის მოყვანის და ღვინის დამზადების ტექნოლოგია აქ იმდენად ძველია, რომ ვერავინ დანანმდვილებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის ჩაისახა. ქართულ კულტურაში სახალხო პოეზიის შედევრები არსებობს, რომელშიც ვაზს უმღერიან და მის მოვლას საყვარელი ბავშვის აღზრდას ადრიან. სოფლებში ადამიანი, რომელსაც მოვლილი ვაზი ჰქონდა, განსაკუთრებული პატივისხემით სარგებლობდა. ასე იყო ყოველთვის. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვენახების ტერიტორიები მკვეთრად შემცირდა - 156 ათასიდან - 69 ათას ჰექტრამდე.
- საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა არასახრბიელოა 09.04.2013 12:09 პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე პენსიონრები, რომლებიც აქამდე 110 ლარს იღებდნენ, აპრილის თვიდან 125 ლარს მიიღებენ. ამავე ნიშნულს გაუტოლდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. ეს პენსიის ეტაპობრივი მომატების პროგრამის ნაწილია, რომელიც ახალმა მთავრობამ დააწესა. როგორია რეალობა და როგორ ცხოვრობენ პენსიონრები საქართველოში?
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
რა ელის ნაბუკოს?
29.01.2010 | 09:08ამ დღეებში ვენაში გაიხსნა გზის კონფერენციის ყოველწლიური ევროპული სესია. ავსტრიული ნავთობისა და გაზის კონცერნის მმართველობის წევრის ვერნერ აულის თქმით, აზერბაიჯანული და ირანული გაზი ნაბუკოს პროექტისთვის, რომელიც უნდა გახდეს ევროპაში გაზის მიწოდებირ რუსული გაზსადენის ალტერნაიბა, ნებისმიერ შემთხვევაში გახდის მას რენტაბელურს. ნაბუკოს პერსპექტივებზე ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა რუს პოლიტოლოგებს.
ნაბუკოს გაზსადენი მშენებლობის დაწყება იგეგმება 2011 წელს, პირველი გაშვება კი 2014 წელს მოხდება. პირველ ეტაპზე იგეგმება წელიწადში 15 მილიარდი კუბომეტრი გაზის ტრანსპორტირება. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე კი 21 მილიარდი კუბომეტრი საწვავის გადაქაჩვას გაუძლებს.
გაზსადენის საერთო სიგრძე იქნება 3282 კმ, საიდანაც 1998 კმ თურქეთზე გაივლის. ამას გარდა, ნაბუკო გაივლის საქართველოსა და ირანზე. პროექტის მტავარი მიზანია კასპიური და ახლო აზიური გაზის ტრანსპორტიება ავსტრიაში, შემდეგ კი სხვა მყიდველებთანაც. როგორი პერქპექტივები აქვს ამ პროექტს?
ალექსადრე პასოჩნიკი, ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ანალიტიკური მმართველობის ხელმძღვანელი:
ამ გაზსადენის ეკონომიკური მართებულობის საკითხი საკმაოდ საეჭვოა. საკითხავი ის არის, მოიხმარს თუ არა ევროპა უახლოეს 5-10 წელიწადში იმ რაოდენობის გაზს, რომლის მიწოდებაც ნაბუკოს შეუძლია, თანაც იგება უამრავი კონკურენტი გაზსადენიც. მაგალითად «სამხრეთის ნაკადს» უფრო მეტი შანსები აქვს, რადგანაც გადაწყვეტილია რესურსების ბაზის საკითხი მაშინ, როდესაც ნაბუკო ამ მომენტს ჯერ კიდევ ამუშავებს და, როგორც ჩანს, დიდი სირთულეებიც წინ არის.
უნდა ითქვას, რომ ბაზის საკითხი ნაბუკოსთვის ძალიან მძიმეა. უფრო მეტიც. ევროკავშირის ქვეყნები სკეპტიკურად უდგებიან ამ პროექტს ფინანსური თვალსაზრისით - არავინ ჩქარობს დააბანდოს მასში გაურკვევლობების გამო. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ის კი არის «სამხრეთის ნაკადზე» იაფი, მაგრამ სახსრები მაინც სერიოზულია, განსაკუთრებით კრიზისის დრო. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ნაბუკოს გაცილებით ნაკლები შანსები აქვს.
თანაც ბოლო კონფერენციებზე საუბარი იყო იმაზე, რომ პროექტი შეიძლება აშენდეს, მაგრამ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პროექტის არარენტაბელურობის გამო ვადები შეიძლება 2013, 2015 და ა.შ. გადაიდოს. როგორც ცნობილია, თურქმენეთი ახლა გაზის დიდ მარაგს აწვდის ჩინეთს, მას მოუწევს გაზის მარაგები გადანახვა ნაბუკოსთვისაც და ეს საკითხი საკმაოდ საეჭვოდ ჟღერს. ირანული გაზი ძალიან მაღალკ პოლიტიკურ რისკებსაც ნიშნავს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ეს ქვეყანა მუშაობს რუსეთთან, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ იყიდოს რესპუბლიკის მთელი გაზი.
ამიტომაც ევროპის მხრიდან ნაბუკოს მწვავე აუცილებლობას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რომ არის მაღალტექნოლოგიური ყატარის გაზი. ასე რომ პროექტის შანსები სულ უფრო მცირდება.
სერგეი დემიდენკო, სტრატეგიული შეფასებებისა და ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი:
ეს პროექტი არავინ იცის როდის იქცევა რეალობად. პირველ რიგში, იმის გამო, რომ არავინ იცის საიდან მოიტანონს გაზი. თავიდან პროექტი ირანს გულისხმობდა, მაგრამ გარკვეული გეოპოლიტიკური ვითარებების გამო ახლა იმის თქმა, რომ ირანი მიაწოდეს ნაბუკოს გაზს, არ შეიძლება. ეკონომიკური თვალსაზრისით ირანს კი აქვს გაზის ძალიან დიდი მარაგი, მაგრამ ის დაუმუშავებელია. გაუგებელია ნედლეულის ტრანსპორტირების მარშრუტიც და პოტენციური რაოდენობაც. ამიტომაც ეს ყველაფერი ჯერჯერობით თეორიაა და საუბარი იმაზე, რომ ნაბუკო რეალობად იქცევა, არ ღირს. ჯერჯერბი ამ პროექტს იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით, როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტს. ეს საქაღალდე პროექტია.
თუ ვისაუბრებთ პროექტის პერსპექტივებზე, ბევრი «თუ»-ს თქმა მოგვიწევს. თუკი ირანი შეუერთდება ნაბუკოს, თუკი ირანი შეცვლის თავის პოლიიკურ ორიენტაციას და იქ ინესტიციები შევა, თუკი ირანი განავითარებს თავის გაზის სექტორს საკმარის დონემდე. ამ «თე»-ებით ჩვენ მითს ვიღებთ. სხვა წყაროები კი ნაბუკოს ასამუშავებლად არ არსებობს. აზერბაიჯანის წინადადება კი იმას არ ეყოფა, რომ ნახევრად აივსოს გაზსადენი. ასე რომ პერსპექტივების საკითხი უფრო მეტად გეოპოლიტიკურ მოდელირებაში დევს, ვოდრე რეალიების სიბრტყეზე.
სტანისლავ ბელკოვსკი, ნაციონალური სტრატეგიების ინსტიტუტის პრეზიდენტი:
ნაბუკო პოლიტიკური პროექტია. გაზის ომის დროს ევროპისთვის პოლიტიკურად აუცილებელია ცენტრალურ-აზიური გაზის ტრანსპორტიების ალტერნატიული გზები და ახალი წყაროების შექმნა, ამ შემთხვევაში ირანული გაზის. თუმცა ეს პროექტი რეალიზებული მალე ვერ იქნება, მიუხედავად რენტაბელურობისა. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ნაბუკოს შემმუშავებლებს შეუძლიათ, არის პოლიტიკური დივიდენდები და ისიც მხოლოდ პროექტის წარმატების შემთხვევაში.
ჩიგოევი რუსლან
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info