RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რაში სჭირდება აშშ-ს საქართველო?

02.02.2010  |  09:42

5218.jpegგასული კვირის ბოლოს, აშშ-ს სახელმწიფო მინისტრმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოუწოდებს მოსკოვს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩარჩოებში აღებულ ვალებულებებს და უარი განაცხადოს აფხაზითისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებულ არგუმენტებზე. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონის ნათქვამი, აშშ-ს უცვლელ პოზიციად და მხრდაჭერად აღიქვა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კავკასიურ დაპირისპირებაში, აშშ კვლავ საქართველოზე აკეთებს ფსონს? ამის თაობაზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

ევგენი მინჩენკო, პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი

გასაგებია, რომ აშშ-სთვის იმავე აეროდრომების თვალსაზრისით სტრატეგიული ტერიტორიაა საქართველო, რაც ამერიკელებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეგრეთ წოდებული, გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე საფრენად. მაგრამ, ვერ ვიტყოდი რომ აშშ ფსონს საქართველოზე დებს, ვინაიდან რუსეთის გარეშემო სანიტარული კორდონის შექმნის არაკონსერვატიული მოდელი გაკოტრდა და ობამამ, ეგრეთწოდებული „გადატვირთვის:" ჩარჩოებში, ამ სტრატეგიაზე უარი განაცხადა. ამიტომაც აღნიშნული ფაქტი, ჩემის აზრით - მორიგი რიტუალური განცხადებაა. თუმცა, ამრიკელებს სხვა აღარც არაფერი დარჩენიათ, მათ 2008 წლის ზაფხულში წამოიწყეს საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მგარამ ერთი საქმეა - ლაპარაკი და სულ სხვაა - პრაქტიკული ქმედებები. ხოლო ვაშინგტონი რაიმე სახის კონკრეტულ ნაბიჯებს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად არ გადადგამს.

ამგვარი პოზიცია, რუსეთის ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს აწყობს, იმიტომ რომ ახლა რომ დაიწყოს ოსეთისა და აფხაზეთის მასშტაბური საერთაშორისო აღიარება, მაშინ ამ გეგმის მომდევნო ეტაპი, შესაძლოა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის შეცვლა და რუსეთის მიმართ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არამეგობრულ ქვეყნებად გადაქცევის მცდელობა ყოფილიყო, და თუ კი ამის გაკეთება რთულია სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, აფხაზეთის შემთხვევაში ჰიპოთეტურად ამგვარი მცდელობების განხორციელება შესაძლებელია. ამ თვსლსაზრისი , რუსეთის ელიტის ნაწილს ხელს აძლევს ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის პოლიტიკის ფარვატერში მოძრაობდეს.

სერგეი მიხეევი, ფონდის „პოლიტიკურ ტექნოლოგიათა ცენტრი", გენერალური დირექტორის მოადგილე.

კლინტონის სიტყვების სვადასხვაგვარად აღქმაა შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ აამერიკელებმა უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი პოზიცია სოხუმისა და ცხინვალის მიმართ და ეს პირველ რიგში თავიანთი ქართველი პარტნიორებისთვის გააკეთეს. ჩემის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია შემდეგია: დე-ფაქტო ისინი სცნობენ არსებულ ვითარებას და შექმნილი რეალიებიდან გამომდინარე აღიქვამენ, მაგრამ დე-იურე ამერიკელები უკანასკნელები იქნებიან მათ შორის, ვინც აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს ბუნებრივიცაა, თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება ვაშინგტონთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ახალგაზრდა რესპუბლიკების ხელმძღვანელობა, ამასთან დაკავშირებით არანაირი ილუზიები არ უნდა გვქონდეს.

არტიომ მალგინი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის დოცენტი

ეს არ არის უბრალოდ რიგითი განცხადება და ამ განცხადებაში არაფერია ახალი, ამერიკული პოლიტიკის თვალსაზრისით. ვფიქრო, დამატებითი აქცენტებია გაკეტებული სააკაშვილის მხარდასაჭერად.

პაველ პოდლესნი, აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი

ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივად გაისმის ამგვარი განცხადებები. დიახ, ნაკლებად ლაპარაკობს ამ საკითხთან დაკავშირებით ობამა, რომელიც პოლიტკორექტულობას იჩენს, მაგრამ ჯო ბაიდენიცა და ჰილარი კლინტონიც, მუდმივად საუბრობენ საქართველოს მხარდაჭერაზე. საერთო ჯამში თეთრი სახლის პოზიციების შეცვლას, თბილისთან მიმართებაში არ უნდა ველოდეთ.

აღიარების რა პერსპექტივები აქვს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს? ევგენი მინჩენკო

ვფიქრობ, რომ კარგი. ეს სწრაფად არ მოხდება, მაგრამ თანდათანობით გაიზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, ვინც აღიარებს მათ დამოუკიდებლობას. არ გამოვრიცხავ, რომ ასე თუ ისე, ბელორუსიის მხრიდან მოხდეს აღიარებული მათი დამოუკიდებლობა, ალბათ რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუ კი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გარშემო ატეხილი სკანდალი გაგრძელდება, ვითომც და დამკვირვებლების სახით საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებული ისტორია, შესაძლოა ამან კიევის მხრიდან აღიარების პროვოცირებაც მოახდინოს.

სერგეი მიხეევი

აღიარების პერსპექტივები რთულია. როგორც ჩანს, სია გაფართოვდება, მაგრამ უკიდურესად ნელა და მძიმედ. არსი იმაშია, რომ ჩემის აზრით ამ რესპუბლიკების აღიარება არ უნდა იქცეს იდეა-ფიქსად. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო პოლიტიკაში უამრავი სახელმწიფოა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ აღიარებულნი, ზოგიერთ მათგანს ახლაც აქვს ამასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ ნორმალურ არსებობას. შეგახსენებთ, რომ მრავალი ქვეყანა, რომელიც ამჟამად აღიარებულია, დიდი ხნის განმავლონაში, ათწლეულების მანძილზე არსებობდნენ სტატუსის გარეშე.

არტიომ მალგინი

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100