RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო: საომრად მოხუცები ემზადებიან

03.02.2010  |  10:52

5233.jpegდღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქცია "სოციალური უსამართლობისა და ჩაგვრის" წინააღმდეგ. მისი ორგანიზატორია ჯონდი ბაღათურია, მონაწილეები კი - პენსიონერები. პარლამენტარი ხელისუფლებისგან პენსიების გაზრდას მოოითხოვს, მინიმალურ 159 ლარამდე. დაუდგეს თუ არა ყურს ბაღათურიას ხელისუფლება?

საქართველოში პენსიის მაქმიმალური ოდენობა 80 ლარია, მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი 150 ლარს აღწევს. ამასთანავე საპენსიო ასაკი ქალებისთვის არის 60 წელი, მამაკაცებისთვის კი - 65. ბოლო მატება პენსიაში მოხდა გასული წლის ნოემბერში და მან ხუთი ლარი შეადგინა. შეზღუდული შესაძლებლობიეს პირებისთვის, ვისაც ინვალიდობის მოწმობა აქვს, მინიმალური პენსია ასევე 75-დან 80 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ასეთი სტატუსის არმქონე შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის კი 65-დან 70-მდე. სტანდარტულ პენსიას ასევე ემატება სტაჟის ღირებულება, ნამუშევარი წლების მიხედვის. ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, 2009 წლის ოქტომბრისთვის საქართველოში დაფიქსირებული იყო 641 ათასი პენსიონერი და 100 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების პირი.

ჯონდი ბაღათურია თვლის, რომ მისი ინიციატივა შიმშილით სიკვდილს გამორიცხავს ქვეყნის 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის. მან პირველად თქვა თავისი ჩანაფიქრის შესახებ ნოემბერში. პარლამენტარებმა პენსიების გაზრდის საკუთარი სქემა შეიმუშავეს. ბაღათურიამ კი თავის პროექტში შესთავაზე პენსიების გაზრდის სამი ეტაპი, თითოეულ მათგანზე პენსია 25 ლარით გაიზრდება.

გავიდა ორი თვე, მაგრამ ბაღათურიას არავინ მოუსმინა. მიუხედავად ამისა, პარლამენტარი დანებებას არ აპირებს, მისმა პარტიამ უკვე გააგზავნა წინადადება ქვეყნის პარლამენტში. მოსალოდნელია, რომ დეპუტატები მას ერთი თვის განმავლობაში განიხილავენ საგაზაფხულო სესიის დროს, რომელიც გუშინ გაიხსნა.

უფრო მეტიც, ბაღათურიამ ჩაატარა კონსულტაციები ქრისტიან-დემოკრატებთან ინიციატივის გარშემო გაერთიანების მიზნით და დადებითი პასუხი მიიღო. გიორგი თარგამაძის თქმით, მისი მოძრაობა დაუჭერს მხარს ამ პაკეტს, რადგანაც პენსიონერები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. "სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ პენსიონერების დაზღვევაზე და ხელისუფლებაც არ ზრუნავს მათზე,- განაცხადა თარგამაძემ.- ეს საკითხები ვიქრო პარტიული ინტერესებიდან ძალიან შორს დგასმ რადგანაც ათასობით ადამიანის ბედს ეხება".

ქართველ პენსიონერებს იმედი აქვთ, რომ ჯონდი ბაღათურია მოწოდებებს ვინმე გაიგებს. "ხელისუფლებამ ჩვენ უნდა გამოგვიყორ პირველ რიგში ყურადღება. ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს, სამედიცინო დაზღვევა უნდა გვქონდეს",- ხაზი გაუსვა თბილისელმა პენსიონერმა. კიდვ ერთმა მოხუცმა აღიარა, რომ ამ პენსიაზე წამლების ყიდვაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგანაც პენსიის მატების პარალელურად წამლებიც გაძვირდა.

ამგვარად,საქართველოს საპენსიო სფეროში მართლაც რთული სიტუაციაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება მოხუცების პრობლემების გადაჭრას გვერდს უვლის.ამ დარგში საბჭოოთა და შევარდნაძის დროიდან მოყოლებული არაფერი გაკეთებულა.

 

არჩილ ქორიძე

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100