RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გაუხდება თუ არა სანანებელი ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობა?

04.02.2010  |  09:54

5245.jpegგასუ ლკვირას პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტში ევრაზიის ახალგაზრდობის კავშირმა შეიტანა განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თხოვნით. ეს უკანასკნელი არის რუსეთის მოქალაქე. ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, ვაშაძემ დაუშვა გამონათქვამები და იმოქმედა ისე, რომ ჩაიდინა დანაშაული, რომელიც ივალისწინება პასუხისგებას «ღირსებიც შეურაცხყოფის» და «ეროვნებათშორისი განხეთქილების ჩამოგდების» მუხლებით. პროკურატურაში განაცხადი განსახილველად მიიღეს, მაგრამ მივა თუ არა საქმე ვაშაძის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებამდე?

გრიგილ ვაშაძემ რუსეთის პასპორტი სსრკ-ს დაშლის შემდეგ მიღო. ის მუშაობს და ცხოვრობს საქართველოში 2000 წლიდან, 2007 წელს კი, სააკაშვილის ბრძანების თანახმად, მან მიიღო ქართული მოქალაქეობაც. ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის თებერვალში, ვაშაძე სათავეში ჩაუდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თავისი მოღვაწეობის დრო მან რუსეთი არაერთხელ მოიხსენია ოკუპანტად და მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის «მარიონეტული რეჟიმების» წარმმართავი უწოდა.

გასული წლის ბოლოს ფრაქცია «სამართლიანი რუსეთის წევრმა სიმიონ ბაგდასაროვმა წამოაყენა ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის წინადადება. პარლამენტარის თქმით, ვაშაძე სარგებლობს რუსეთის მოქალაქეობით და იმავრდოულად ცდილობს ანტირუსული ხასიათის ქარტიის ფორმირებას. მიუხედავად ამისა, მაშინ დუმამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სამართალდარღვევისთვის ადამიანს მოქალეობას ვერ ჩამოართმევ, ის პასუხისგებას უნდა გადაეცეს.

საინტერესოა, რომ სულ მალევე ვაშაძემ თავად გაუგზავნა პასპორტი დიმიტრი მედვედევს და რუსეთის მოქალაქეობის გაუქმება სთხოვა. თუმცა ჯერჯერობით არ განიხილება მისი განაცხადი, ამიტმაც ჯერჯერობით ის კვლავ რუსეთის მოქალაქეა და თეორიულად შეიძლება სასჯელიც კი მიანიჭონ.

თავად ვაშაძემ უკვე მოახდინა რეაგირება მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე. მისი თქმით, საგარეო სამინისტროც და მინისტრიც ამ თემის იგნორირებას ეცდებიან. ამიტომაც ასეთ პიკანტურ სიტუაციაში გასარკვევად ჩვენი კორესპონდენტი დაუკავშირდა ექსპერტებდა და პოლიტოლოგებს.

ვალერი კოროვინი ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის ლიდერი:

ახლა ჩვენს განაცხადზე მუშაობს პროკურატურის უფროსი გამომძიებელი.ვფიქრობ, რომ საქმე აღიძვრება ვაშაძის წინააღმდეგ, იმედი მაქვს, რომ ეს სასამართლომდეც მივა და მას შესაბამის განაჩენს გამოუტანენ. ჩვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეთანხმებით ატარებს ანტიქართულ პოლიტიკას. მიუხედავად ასეთი საქმიანობისა, მიხეილ სააკაშვილს დღემდე უჭირავს პრეზიდენტის პოსტი. ამიტომაც ჩვენი განაცხადი ითხოვს მისი ქმედებებისთვის კიდევ ერთხელ ყურადღების მიქცევას, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ამის შესახებ ივიწყებენ ხოლმე. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მოცემულ მომენტში მან დიდი შეცდომა დაუშვა, მან გააგრძელა სააკაშვილთან მუშაობა და რუსული პასპრტიც შეინარჩუნა. ჩვენ ვთვლით, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩადგომა საღ აზრს ეწინააღმდეგება. მართალიამ მან შეიტანა განაცხადი რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ განუხილავთ. მაგრამ ვაშაძეს რომც ჩამოართვან მოქალაქეობა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხსნის მას პასუხისმგებლობას. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ დიდი პატივისცემით ვეპყრობით ქართველ ხალხს და გვახსოვს საქართველოსა და რუსეთის საერთო ისტორია, ჩვენი განაცხადი კი მიმართულია სააკაშვილის წინააღმდეგ.

ვლადიმერ გაგლოევი, ადვოკატთა მოსკოვური კოლეგიის «ანტიკრიზისული ცენტრი» პრეზიდენტი:

მე ვფიქრობ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს პერსპექტივები გააჩნია, რადგანაც ვაშაძე, რუსეთზე საუბრისას, როდესაც ის ჯერ კიდევ მისი მოქალაქე იყო, იყენებდა დაცვას და, ამასთან დაკავშირებით, მას აქვს გარკვეული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც უნდა დაიცვას. ინტერესთა დაცვის ეს ნორმა მიღებულია ყველა სხვა ნაციონალურ კანონმდებლობაშიც, ამიტომაც ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ ზებუნებრივს. რაც შეეხება ვაშაძის განაცხადს მოქალაქეობის გაუქმების შესახებ, მეს ასეთი საქციელის წინააღმდეგი ვარ, რადგანაც მოქალაქეობის ქონა საშუალება მოგვცემს უფრო აქტიურად ჩავრთოთ ის სისხლის სამარლის საქმეში.

ვლადიმერ ანოხინი, გეოპოლიტიკურ პრობლემათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი:

მოცემულ ეტაპზე საუბარია არა სააკაშვილზე. ახლა საუბარია ელემენტარულ პიარზე, რითიც სურთ ყურადღების მიქცევა არა საქმის არსით, არამედ პირადი პერსონებით. მე არ მომწონს, როდესაც ეს ხდება მსგავსი ხერხით. შეიძლებოდა მოძებნილიყო უფრო სერიოზული მიზეზი იმისთვის, რომ შექმნილიყო პოლიტიკური ფონი, განსაკუთრებით, თუკი ეს სააკაშვილს ეხება, ბუნებრივია პროკურატურაში ამ დონემდე არ მივა საქმე. რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად ვაშაძეს საქართველოსიც ჰქონდა და ის ქვეყნის ხელისუფლები მითითებებით მოქმედებდა.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100