RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სუამი: ყოფნა არ ყოფნა?

05.02.2010  |  08:50

5256.jpegმიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში გაერთიანება სუამის წევრმა ქვეყნებმა (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდავეთი) მიიღეს გადაწყვეტილება, ერთობლივად შეემუშავებინათ განვითარების გეგმა, ამ ბოლო ხანებში ბლოკის სიცოცხლისუნარიონობას სულ უფრო ხშირად აყენებენ ეჭვ ქვეშ. მაგალითად, გუშინ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეგიონების პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, სუამის მოღვაწეობას არააქტუალური უწოდა. ორგანიზაციის პერსპექტივების შესახებ GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი გაესაუბრა რუს ექსპერტებს.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია სუამი 1997 წლის 10 ოქტობერს ჩამოყალიბდა. დასაწყისში მას სუუამი ეწოდებოდა - მასში გაერთიანებული უზბეკეთიც იყო, რომელმაც მალევე დატოვა მისი რიგები პოლიტიზირებულობის და არაეფექტურობის გამო. სუამი პოსტსაბჭოთა სივრცეში - ამ რეგიონების რუსეთის ტრადიციული გავლენისათვის, წინააღმდეგობის გასაწევად შეიქმნა.

დროთა განმავლობაში, თბილისისა და კიევის ევროპული ინტეგრაციისაკენ ლტოლვამ, მეორე პლანზე გადაწია ეს ორგანიზაცია. ახლა კი ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ სუამს რეანიმაცია ესაჭიროება. გასული წლის ნოემბერში, საქართველოში სუამის საპარლამენტო ასამბლეის სამდღიანი სესია ჩატარდა, რომლის მიმდინარეობისასაც მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება: შეიმუშაონ ორგანიზაციის განვითარების ერთობლივი გეგმა. ამის და მიუხედავად, მრავალ პოლიტიკოსსა და ექსპერტს ეჭვი ეპარება ამ გაერთიანების სიცოცხლისუნარიანობაში. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა და რეგიონების პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სუამის მოღვაწეობას - არააქტუქლური, უწოდა. მართლაც ასეა თუ არა?

ვალერი ხომიაკოვი, ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს გენერალური დირექტორი

ვფიქრობ, რომ სუამს მართლაც არ აქვს პერსპექტივები, განსაკუთრებით უკრაინაში რეჟიმის შესაძლო შეცვლის პირობებში. და ამ შემთხვევაში სულერთია ვინ გახდება პრეზიდენტი ტიმოშენკო თუ იანუკოვიჩი, იმდენად რამდენადაც სუამის მიერ დაგეგმილი ანტირუსული პოლიტიკა, ახლა უკვე აღარ არის პოპულარული უკრაინაში. ახალი პრეზიდენტი აუცილებლად გაითვალისწინებს ამ გარემოებას. მოსკოვისა და კიევის ურთიერთობებში, ახალი პერიოდი იწყება. მოლდავეთშიც ხელისუფლების სათავეში პრაგმატული ძალები მოვიდნენ, რომლებსაც ესმით, რომ ევროპაში მათ განსაკუთრებულად არავინ ელოდებათ. ამიტომაც ისინი რუსეთთან ითანამშრომლებას აპირებენ. ასე მგონია, რომ რუსეთისათვის უაზრობა იქნება ამ სტრუქტურასთან ბრძოლა, ის თავისთავად ჩუმად გაქრება და ამას ვერც ვერავინ შეამჩნევს. სუამი უკვე ავიწყდებათ კიდეც. ამიტომაც, იანუკოვიჩის განცხადება სრულიად სამართლიანია.

კონსტანტინე სივკოვი, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ნებისმიერი ორგანიზაციის ეფესტურობა, მისი არსებობის მიზანშეწონილობით განისაზღვრება. თუ კი მისი არსებობის აზრი იკარგება, მაშინ მისი მოღვაწეობაც არააქტუალური ხდება. ორგანიზაცია სუამი, დასავლეთის მიერ იქმნებოდა, როგორც თავისებური სანიტარული კორდონი, რუსეთის წინააღმდეგ. მიზანი იყო: რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანება. აშშ-ს შეხედულებით ეს ორგანიზაცია ახლაც ძალზედ აქტუალურია. თუმცა იანუკოვიჩის სიტყვები იმაზე მეტყველებენ, რომ ამერიკის შეერთბეული შატატების შესაძლებლობებმა, პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე გარკვეული მარცხი განიცადა და შეიკვეცა. რიგი ქვეყნების ხელისუფლებებმა, მათ შორის სუამის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობებმაც, აღიქვეს, რომ პოლიტიკური ელიტების უსაფრთხოების გარანტირება, მხოლოდ რუსეთის ფაქტორზე დაყრდნობითაა შესაძლებელი. ალბათ, სწორედ ამის კონსატატაცია მოახდინა ბატონმა იანუკოვიჩმა და ის აფსოლუტურად მართალიცაა. ამჟამინდელ სიტუაციაში, სუამი მართლაც სიცოცხლის უუანაროა, თუმცა სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს მისი არსებობობის საჭიროება.

პაველ დანილინი, ეფექტური პოლიტიკის ფინდის ექსპერტი

იანუკოვიჩი მართალია, იმიტომ რომ, არჩევნებზე მისი გამარჯვების შემთხვევაში, სუამის არსებობა აზრს კარგავს. უკრაინა, ამ ორგანიზაციის მთავარი შემადგენელი ნაწილია. სუამი, მოსკოვთან დაპირისპირებაზეა ორიენტირებული და თუ კი იანუკოვიჩი გახდება პრეზიდენტი, ეს ორგანიზაცია ყოველგვარ აზრს იქნება მოკლებული. თავისთავად, ეს სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოსთვის, იმიტომ რომ, სწორედ თბილის გახლდათ სუამის შექმნის მთავარი ინიციატორი. მაგრამ, ვფიქრობ რომ ეს საკითხი, ნაკლებად აწუხებს იანუკოვიჩს.

თუ კი პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, ამაზე ფიქრი მხოლოდ ტიმოშენკოს გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი. პრინციპში, სუმას საერთო ჯამში, შექმნისთანავე არ ჰქონია დიდი პერსპექტივები, ვინაიდან ანტირუსულ გაერთიანებას, - დსთ-ს ტერიტორიაზე სერიოზოული პოლიტიკური არსებობისათვის - ნაკლები შანსები აქვს.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100