RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსეთ-საქართველოს პარტიული თანამშრომლობა - 10.02.2010

10.02.2010  |  10:27

5297.jpegდღეს, მოსკოვში „ედინაია როსიამ" ხელი მოაწერა შეთანხმებას, ოპოზიციურ პარტიასთან „მოძრაობა სამართლიანის საქართველოსთვის", რომელსაც ხელმძღვანელობს ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტიული მშენებლობის გამცდილების გაცვლას. მოსალოდნელია, რომ ამ შეთანხმებას კონკრტეტული ოქმები მოჰყვება, რომელთა საშუალებითაც მიმდინარე წლის განმავლობაში, რელაური ნაბიჯები იქნება განხილული. იმის შესახებ, თუ რას მისცემ ეს დოკუმენტი მოსკოვსა და თბილისს და ასევე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი გაესაუბრა „ედინაია როსიას" და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლებს.

შეთანხმების ხელომწერის შემდეგ, „ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და სახელმწიფო დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი - ნამდვილად არ არის სპონტანური გადაწყვეტილების შედეგი. „ის წამებითაა მოპოვებული. - განაცხადა გრიზლოვმა. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ჯანსაღი ძალები უნდა ვეძებოთ საქართველოში". მასთან ერთად სპიკერმა დაამატა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში მყარდებოდა. გრიზლოვის სიტყვებით, შეთანხმება პარტიული ურთიერთქმედების დაწყებას ითვალისწინებს: ურთიერთ კონსულტაციებს და ინფორმაციის გაცვლა.

თავის მხრივ, ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობა. „ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ძალიან დაბალ დონეზეა, - მის ციტირებას ახდენს „ედინაია როსიას" საიტი.- ამიტომაც, მოეწერა დღეს ხელი, ჩვენს პარტიებს შორის შეთანხმებას. - ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დოკუმენტია, რომელიც ხვალინდელი დღის საფუძველს ჩაყრის, როდესაც რუსულ-ქართული ურთიერთობები თანდათანობით გამოკეთდება, როდესაც მტრობა მეგობრობითა და პარტნიორული ურთიერთობებით შეიცვლება.

რაც შეეხება ამგვარი თანამშრომლობის პერსპექტივებს, ჯერ კიდევ შეთანხმების ხელომწერამდე „ედინაია როსიას" ფრაქციის წევრმა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა სერგეი მაკაროვმა GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: ეს აბოსლუტურად აუცილებელი თანამშრომლობაა. ჩვენ უნდა დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელბიც ავანტიურისტებმა და სამხედრო დამნაშვაბეებმა მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა გააფუჭეს. ჩვენს იტორიაში იყო შესანიშნავი ერთობლივი წარსული, ამიტომაც ყოველგვარი სირთულის გადალახვაა შესაძლებელი. დღეისათვის მოსკოვსა და თბილისს შორის არსებული კონფლიქტრის ძირითადი მიზეზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემაა. ამ ყველაფრის და მიუხედავად, ამ რესპუბლიკებში განვითარებული მოვლენები შეუქცევადი ხასიათისა. მაგრამ, არსებობს სხვა სახის პრობლემებიც: გადაადგილების თავისუფლება, ეკონომიკურ- კულტურული ერთობლივი პროექტები, ევროკავშირის მიმართულებით შეთანხმებული მოძრაობა. სწორედ ეს საკითხები შეიძლება იქნეს რეალიზებული, ამგვარი თანამშრომლობის ჩარჩოებში. რუსეთი, მომავალშიც ეცდება გააუმჯობესოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესები ვაჭრობის საგანი არ გახდება, იმიტომ რომ, ამ ხალხებს აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება. საქართველომ კი, ახლებურად უნდა გდააფასოს ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობები. არაკონფლიქტურ გარემოებებთან დაკავშირებით, თბილისი და მოსკოვი შესაძლოა საკმაოდ ღრმად შევიდნენ არამარტო უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხში, არამედ უვიზო საერთო ეკონომიკური სივრცის ფორმიერბაშიც.

უკვე დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მოსკოვმაც და თბილისმაც ერთსულოვნების დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერა სავალდებულო იყო. პეტრე მამრაძე, „მოძრაობა სამართლიანის საქართველოსთვი" ერთ-ერთი ლიდერი.

მე ამ ხელმოწერას დადებითად ვაფასებ. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე, ცნობილი საომარ-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, ჩვენ საკუთარი პროგრამა გამოვაქვეყნეთ. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება, ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე. ეს საქართველოსთვის იყო საჭირო, მისი ნაციონალური უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ამ ყოველივეს თანამიმდევრულად განვახორციელებთ. ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კი, ეს წინადადებაც საკმაოდ სტანდარტულია. ჩვენ განვავითარებთ ჩვენს მოღვაწეობას ამ მიმართულებით.

თუ კი პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, ამ თანამშრომლობას სრულიად მკაფიო პოზიტიური პერსპექტივები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი და რუსი ხალხის ჭეშმარიტი ინტერესები, სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. და როგორც არ უნდა დაამახინჯონ ეს ფაქტი ზოგიერთმა ვაი პოლიტიკოსებმა, ეს ძალაში რჩება. ამის საუკეთესო მტკიცებულებაა - ქართველ ხალხში ანტირუსული განწყობილებების არარსებობა. რამდენიც არ უნდა ცადოს ისტერიკის მოწყობა სააკაშვილის მმართველმა დაჯგუფებამ, ეს მათ არაფრისდიდებით არ გამოსდით. საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებთან ჩვენი შეხვედრების დროს კი, ჩვენ სრულ მხარდაჭერა ვხვდებით. სწორედ ეს გახლავთ საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც თანამშრომლობის ამგვარი პერსპექტივა, ჩვენ პირად კონტაქტებზე გასვლის და რუსეთთან რეალური ურთიერთობების აწყობის საშუალება მოგვცემს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელობანია.

ევგენი გერასიმოვი,"ედინაია როსიას" ფრაქციის წევრი, მოსკოვის სახელმწიფო დუმის კულტურისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კომისიის თავმჯდომარე.

ვიმედოვნებ, რომ ეს დოკუმენტი სიკეთეს მოუტანს რუს და ქართველ ხალხებს. ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნებისმიერი შეთანხმება - ეს სიკეთის, ურთიერთგაგების და პატივისცემის ნიშანია.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100