RSS
на русском en in english
24.11.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

უცხონი ევროპაში

11.02.2010  |  15:00

5315.jpegდღეს სპეცრეისით ვარშავა-თბილისი მოხდება საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია პოლინეთიდან. სახლში დაბრნდება 13 ადამიანი, რომელთა შორისაც არიან ისინიც, რომლებსაცპოლონეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა თავშესაფრის მინიჭებაზე. ახლა დეპორტაციას კიდევ რამდენიმე ქართველი ელის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელის პოლონეთიდან ქართველების მასობრივ დაბრუნებას, ახლა ქვეყანაში 4000-ზე მეტი ემიგრანტია. ამ ხალხის პრობლემებზე ჩვენი კორესპონდენტი ფაესაუბრა ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტოლოგებს.

ოფიციალური მონაცემებით, ქართველების დიდი ნაწილი ჯერ პოლონეთში ჩადის, შემდეგ კი ევროპის შუაგულში გადაინაცვლებს ხოლმ. ამასთანავე ბელარუსია-პოლონეთის სასაზღვრე გადასასვლელზე ტირასპოლში დღეში შედის დაახლოებით 100 განცხადება ქარველებისგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით. თუკი 2000-2008 წლებში ამ სურვილს წელიწადში მხოლოდ 400 ადამიანი გამოთქვამდა, წელს მათი რიცხვი 3500-მდე გაიზარდა.

პოლონეთში ქართველი არალეგალების სიტუაცია აქიურად განიხილებოდ მასმედიაში 15 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც რუსეთის მოქალაქეთა ჯგუფმა - ჩეჩნეთიდან გამოქცეულებმა - და ქართველებმა გაიტაცეს ლეგნიცის სადურში მატარებელი, რომელიც გერმანიაში მიდიოდა.

ისნი უკმაყოფილოები იყვნენ პოლონეთის ლტოლვითა ცენტრების პირობებით და აპირებდნენ ჩასულიყვნენ სტრასბურგში, რათა ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოსთვის მიემართათ. მოგვიანებით ხნობილი გახდა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 24 ქართველის დეპორტირება. აქციის კიდევ 16 მონაწილე, რომელთა შორისაც 8 ბავშვია, გადაიყვანეს დახურული რეჟიმის თავშესაფარში.

ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ჩვენ გავესაუბრეთ კომპეტენტურ პირებს.

როგორ აფასებთ მოცემულ შემთხვევაში პოლონეთის ქმედებას?

ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე:

მოცემულ შემთხვევაში რთულია რამი თქმა, იმიტომ რომ ყოველ სახელმწიფოს თავისი კანონები აქვს, რომლებსაც სხვა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ, ამიტომაც არაკორექტულად მივიჩნევ პოლონეთისთვის რაიმე პრეტენზიების წაყენებას. მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ცოტას ვმუსაობთ ჩვენს მოსახლეობასთან და არ ვუხსნით ხალხს, რა შეიძლება მოყვეს იმ ქვეყანაში ჩასვლას, რომლის კანონებიც მათ არ იხიან. მე ხშირად ვაწყდები იმას, რომ პოსტფაქტუმ მომმართავენ ხოლმე დახმატებისთვის, მაგრამ ქართულ მხარეს აღარ შეუძლია გავლენის მოხდენა, რადგანაც სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის უფლება არ გვაქვს.

არნოლდ სტეპანიანი, საზოგადოებრივი მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველო" თავმჯდომარე:

მე მქონდა ვიზიტი პოლონეთში და გვესაუბრე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ქართველი ემიგრანტების პრობლემატიკით არიან დაკავებული. შემიძლია ვთქვა, რომ პოლინეთის ქმედებების ცალსახად შეფასება ძალიან რთულია, რადგანაც ზოგი საზღვარგარეთ მიდის არაპოლიტიკური ხასიათის მიზეზების გამო, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისაც პოლიტიკური მოტივებით დევნიან. ამ მასაში მართლაც არის ხალხი, რომლებისთვისაც შეიძლება პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება. მეორეს მხრივ, პოლონეთის გაგებაც შეიძლება, რადგანაც საქართველოდან იქ უამრავი ხალხი ჩადის. როგორც მე ადგილზე ვნახე, პოლონეთი პრინციპში დღეს მზად არ არის ასეთი რაოდენობის ემიგრანტებისთვის ადამიანური პირობების შეთავაზებისთვის.

არჩილ გეგეშიძე, პოლიტოლოგი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის წევრი:

ვფიქრობ, პოლონეთი მოქმედებს თავისი სამართლებრივი და კანონიერი ნორმების ფარგლებში. ამ მხრივ არ ღირს პოლონეთის გაკიცხვა.

თბილისისა და ბრიუსელის თანამშრომლობის პირობებში, უნდა მოახდინოს თუ არა ამ სიტუაციაზე რეაგირება ევროკავშირმა?

ელენე თევდორაძე:

ალბათ, ეს საკითხი ევროკავშირისა და თბილისის ორმხრივი მოლაპარაკებების საგანი იქნება. თბილისსა და ბრიუსელს შორის ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი, ჩვენ ხშირად ვხვდები ერთმანეთს და განვიხილავთ ბევრ საკითხს. მათ შორის არის ეროვნულ უმცირესობათა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: მოცემულ შემთხვევაში ჩვენც შეიძლება მიგვითითონ, რომ მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს. საქართველოს ხალხი ტოვებს სოციალური და არა პოლიტიკური მოტივებით. ისინი ცდილობენ უმუშევრობას გაექცნენ, მაგრამ მათ მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, თუ რა ელით სხვა ქვეყანაში.

არნოლდ სტეპანიანი:

ვფიქრობ, რადგანაც პოლონეთი ევროკავშირის წევრია, ამას ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე არ გააკეთებდა, რადგანაც ემიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადადიან, დეპორტაციის შედეგად სწორედ პოლონეთში ხვდებიან. ამიტომაც აქ ჩვენ ინტეგრირებულ მიდგომას ვხევადთ.

არჩილ გეგეშიძე:

დეპორტაციის პროცესები არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე პროცესება. უფრო მეტიც, თბილისმა და ბრიუსელმა შეათანხმეს რეადმჯისიების მოლაპარაკებები. ამიტომაც, ის რაც ახლა ხდება, ამ მოლაპარაკებების ჩარჩოებში ჯდება.

შექმნილ სიტუაციაში რით შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების დახმარება?

ელენე თევდორაძე:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100