RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული გადმოსახედიდან, სოხუმისა და ცხინვალის შესახებ

16.02.2010  |  09:39

5351.jpegდანიური დელეგაციის ვიზიტით ისარგებლა თბილისმა, საკუთარი იდეა-ფიქსის განსახორციელებლად. მისი არსია, საერთაშორისო დოკუმენტებში „ოკუპანციისა" და „ეთნოწმენდის" დაფიქსირება. მიიღებს თუ არა დასავლეთი, მოვლენების შეფასების ქართულ ინტერპრეტაცია? GeorgiaTimes-ი რუსი დეპუტეტბის აზრით დაინტერესდა.

მდგომარეობა აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში, რუსი სამხედროების შესვლასთან ერთად დასტაბილურდა. ეს საქართველოს ხელისუფლებისადმი სიმპათიით განწყობილმა, ევროპელმა დამკვირვებლებმაც აღნიშნეს. მაგრამ თბილისს ამგვარი შეფასება არ აწყობს, ეს ხომ საერთაშორისო საზოგადოებას ამშვიდებს, საქართველოს კი აუცილებლად სჭირდება, რომ რუსეათის ქმედები მუდმივად იწვევდეს აღშფოთებას.

გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ, სკანდალი ააგორა გალის რაიონის სოფლ ნაბაკევთან ქართველებით სავსე სამარშრუტო ტაქსის დაკავების გამო, რომელიც ზუგდიდში მიემართებოდა. ისინი გალის რაიონის მილიციაში გადაიყვანეს და აიძულეს ჯარიმა გადაეხადათ. ინციდენტის დროს ერთერთი ქართველი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჰოსპიტალიზირებული იქნა.

თბილისში აცხადებენ, რომ ამგვარი მეთოდებით „რუსეთი ტოტალურ ტერორს თესავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ადამიანებზე ნადირობა აქვთ გაჩაღებული". საქართველოს გარეპოლიტიკური უწყება ამტკიცებს, რომ „უკანონობა კრემლის პოლიტიკის ნორმად იქცა" და რომ მოსკოვი შეგნებულად ამწვავებს სიტუაციას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

უნდა აღინიშნოს, რომ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი აფხაზეთის მთავრობის მიერაა დადგენილი და ფულად მოსაკრებელს ითვალისწინებს საზღვარზე. გალის რაიონში მცხოვრები ქართველები, დიდ ხანია ინფორმიერბულნი არიან ამის შესახებ, თუმცა ისინი შეგნებულად არღვევენ წესებს, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების კარნახითაც.

ოფიციალურ თბილისს აწყობს დესტაბილიზაცია, იმიტომ რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დაკარგული რეგიონებისადმი. რუს სამხედროებთან ინციდენტები დაადასტურებდა თბილისის საყვარელ ტერმინს „რუსული ოკუპაცია", ხოლო გალელი ქართველების შევიწროებას - „ეთნიკურ წმენდას" უწოდებდნენ.

ეს ორიოდე სიტყვა - საქართველოსთვის დაუძლეველი ამოცანის ამოხსნის გასაღებია, თუ როგორ აიძულოს რუსეთის ჯარები დატოვონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ეს სახელმწიფოები მოსკოვის მფარველობას მოწყვიტოს.

ევროპელებისათვის მოვლენების განმარტების საკუთარ ვერსიის შთაგონებას, საქართველო სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. მან საჩივარი შეიტანა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, ქვეყანა დაინტერესებულია „სასამართლოს მიერ დამტკიცებული ლეგალური და კონკრეტული დოკუმენტის არსებობით, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ საქართველოში განხორციელდა ეთნიკური წმენდა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოხდა". გააგელმა პროკურორმა უკვე მოინიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენება, რომელიც დევნილთა მონათხრობზეა დაფუძნებული. . დღეს, კალანდაძე კვლავ ალაპარაკდა სურვილზე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირდეს და საერთაშორისო არენაზე დაინერგოს ისეთი ტერმინები როგორებიცაა, „ოკუპაცია" და „ეთნოწმენდა".

ამჯერად, ზემოქმედების მოხდენა საქართველოში ჩამოსული - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დანიური დელეგაციის მეშვეობით სცადეს. საქართველოსთვის საჭირო და სასურველი ტერმინოლოგია აქტიურად იქნება გამოყენებული ხავალც, ეუთოს ყაზახი თავმჯდომარის ვიზიტისას.

დაეთანხმება თუ არა საქართველო დასავლეთი? რუსი დეპუტატები თვლიან, რომ არა. „არავინ არ მოისურვებს რუსეთთან ურთიერთობების ასე დაძაბვას, რომელთანაც ჯერ კიდევ არის ისეთი საკითხები გადასაწყვეტი, როგორიცაა ირანი. ამას შესაძლოა მხარი დაუჭირონ სადღაც კულუარებში და რომელიმე არც თუ ისე მნიშვნელოვანი რეზოლუციის დადებისას". - განუცხადა GeorgiaTimes რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების კომიეტეტის თავმჯდომარემ გენადი გუდკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველო იყო დამნაშავე და ეს ყველას ახსოვს, ამიტომაც შეეცდებიან თავი „საჭვო სიტუაციაში" არ ჩაიგდონ.

„მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ფიარ-აქციაა, რომლსაც მიზნად აქვს დასახული ამ თემისადმი ინტერესი განაახლოს, ვინაიდან ის მოსფლიოსთვის აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც აქამდე იყო. ანუ გასაგებია, რომ ეს საკითხი ნელნელა მეორე, მესამე და მეხუთე ფლანგზე გადაინაცვლებს, მნიშვნელოვნების ხარისხის მიხედვით. ამიტომაც საქართველო მუდმივად ცდილობს ამოატივტივოს ეს თემა. სწორედ ამიტომაც ტარდება ახლა ხსენებული კომპანია: მოდით მივიღოთ, დავდაღოთ და ა.შ".- განმარტა მან.

პოლიტოლოგმა და დეპუტატმა სერგეი მარკოვმა არაერთგვაროვანი პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, დასავლეთის გადაწყვეტილება დიდწილად თეთრი სახლის განწყობილებებზეა დამოკიდებული. „ერთის მხრივ დასავლელმა პოლიტიკოსებმა იციან, რომ სამხრეთ ოსეთში მოხდარ ომში 90 პროცენტით სააკაშვილია დამნაშავე. და ამ მიმართულებით მათ სულაც არ სურთ მისი წაქეზება ან წახალისება".

მან ასევე შეგვახსენა, რომ სამხრეთ ოსი ხალხი „ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაშიც კი იბრძოდა საქართველოსგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ის თავის ისტორიის დიდი მონაკვეთის განმავლობაში იყო დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილი".. „ესეც მშვენივრად ესმის იმ ადამიანების უმეტეს ნაწილს, ვინც გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ".- აღნიშნა მარკოვმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100