RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ჯანმრთელია თუ არა ქართული ეკონომიკა

17.02.2010  |  14:13

5367.jpegმსოფლიო სავალუტო ფონდის მისიამ წარდგინა თავისი დეკლარაცია საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, რესპუბლიკამ დაძლია ეკონომიკური კრიზისის პირველი ტალღა. ექსპერტთა აზრით, ქვეყნის საბანკო სექტორი კვლავ მომგებიანი გახდა, თუმცა უცხოური ინვესიციების გარეშე საქართველო მაინც ვე რიარსებებს. მსოფლიო სავალუტო ფონდის შეფასებების სამართლიანობაზე ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა პოლიტოლოგებსა და ეკონომისტებს.

თლიანობაში მსოფლიო სავალუტო ფონდის დასკვნა დადებითი აღმოჩნდა - საქართველომ მიაღწია გარკვეულ წარმატებებს ეკონომიკური პროგრამების რეალიზებაში და აღადგინა ინვესტორთა ნდობა. უფრო მეტიც, წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში მოსალოდნელია ეკნომიკური ზრდა. მისიის ხელმძღვანელის ედვარდ გარდნერის აზრი , თუკი რესპუბლიკა მიყვება შემუშავებულ პროგრამას, ამ წელს საქართველოს ექნება მშპ-ს 2 პროცენტიანი ზრდა. ამასთანავე მან ურჩია საქართველოს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, რათა თავი ააცილონ სამომავლო პრობლემებს, როდესაც ქვეყანა მორჩება საერთასორისო დონორებისგან დაირებული დახმარებების მიღებას.

მაგრამ ყველაფერი მართლაც ასე პოზიტიურია ქართულ ეკონომიკაში?

სერგეი დემიდენკო, სტრატეგიული კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი:

მოცემულ შემთხვევაში მსოფლიო სავალურო ფონდი ფრთხილია ფორმულირებებში. დიახ, ფონდის დასკვნის თანახმად, არის გარკვეული გამოცოცხლება ქართულ ეკონომიკაში, თუმცა ქართული ეკონომიკა კვლავ დამოკიდებულია დსთ-სა და რუსეთის ბაზრებზე. საგარეო სავაჭრო ბრუნვა შეადგებს 40 პროცენტს. ძლიერია თურქეთის პოზიციებიც, მაგრამ ანკარასთან თანამშრომლობა თბილისს ვერ ჩაუნაცვლებს დსთ-ს. საქართველო რუსეთზეც არის დმაოკიდებული ენერგეტიკული თვალსაზრისით. ასეთ პირობებში იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად ვითარდება, ჩემი აზრით, საკმაოდ არაკორექტულია. გარკვეული გამოცოცხლება შეიძლება მოხდეს, მაგრამ დიდ წარმატებაზე საუბარი ნაადრევია. როგორც ცნობილია, გასულ წელს საქართველოში ჩავარდა პრივატიზაციის პროგრამა, ასეთი რეფორმების გარეშე კი რაიმე რეზულტატების მიღწევა რულია. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქართული ეკონომიკა ევროკავშირისა და ამერიკის დახმარებაზეც ძალიან არის დმაოკიდებული. სხვათა შორის, ვაშინგტონმა სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანას მილიარდი დოლარი გადაურიცხა.

ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ქართულ ეკონომიკაში არაფერი იცვლება. ხოლო რადგანაც არაფერი იცვლება, წინსვლაზეც ვერ ვისაუბრებთ. გარკვეული გამოცოცხლება არის, მაგრამ ის ყოველთვის შეიმჩნევა ხოლმე კრიზისის შემდეგ. სახვა საქემა, რომ, ალბათ, ქართული პროპაგანდა როგორღაც იყენებს ამ ციფრებს თავისი ინტერესებისთვის და ცდილობს სიტუაციის შელამაზებას.

გიორგი ხუხაშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

გარკვეულწილად შეფასებები სამართლიანია - დღესდღეობით ქვეყანაში ოპერატიული რისკეი აღარ შეიმჩნევა. საქართველოს უფრო მეტად ხანგრძლივი და სისტემური პრობლემა აქვს. ვფიქრობ, ფონდის დასკვნა მაინც ოპტიმისტურად გადამეტებულია, რადგანაც კარგად ჩანს ჩინოვნიკების ხელი. ის, რომ მსოფლიოს სავალურო ფონდის პროგრამა გრძელდება საქართველოსთვის, კარგია. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ მისია უფრო კრიტიკულად მიდგომოდა ქართული ეკონომიკის იმ პრობლემებს, რომლებიც ხელისუფლების გამო მოხდა.

კრიზისი სერიოზულად შეეხო საქართველოს, თუმცა გლობალურ კრიზისთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების წილი არც ისე დიდია. ჩვენს პრობლემებში დამნაშავე არის ის სისტემური შეცდომები, რომლებიც ხელისუფლაბ დაუშვა, ასევე 2008 წლის ომი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაში პოლიტიკური რისკები გაზარდა.

როგორია საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები ასეთ პირობებში?

სერგეი დემიდენკო:

პერსპექტივები არის, მაგრამ ქართული ეკონომიკა კვლავ დმაოკიდებულია დსთ-ს ბაზარზე. ნედლეული და ენერგეტიკაც კი იქიდან შედის. თუკი დსთ-ს ქვეყნების უმეტესობაში ეკონომიკა განვითარებას დაიწყებს, მაშინ ეს ქართულ ეკონომიკასაც წინსვლას მოუტანს.

გიორგი ხუხაშვილი:

ძალიან რთულია მათზე საუბარი უამრავი სუბიექტური ფაქტორის გამო. ახლანდელ სიტუაციაში ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დმაოკიდებლი, რადგანაც საქართველოს ეკონომიკა ექვემდებარება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იდეალურ გარემოში ნაკარნახევი უნდა იყოს ეკონომიკის მიერ და უნდა შექმნას ჯანმრთელი კონკურენცია. ხელისუფლებისგან რაიმე წინაპირობა არსად ჩანს. ობიექტურად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები არ არის, ყველაფერი ერთ კაბინეტში წყდება.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100