RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო „გამწვანდა“ სოჭი-2014-ის გამო

18.02.2010  |  09:16

5376.jpeg2014 წლის ოლიმპიადას, ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. ველური სამყაროს მსოფლიო ფონდის (WWF), შეხედულებით - სოჭის მშნებლობა „მწვანეების" კონტროლიდან გამოვიდა. ეკოლოგებს საქართველომაც დაუჭირა მხარი, რომელსაც საკუთარი ანგარიშები აქვს რუსეთის მთავრობასთან. რითი დამთავრდება მორიგი დაპირისპირება? - ამას ექსპერტები პროგნოზირებენ.

სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ სპეცგანცხადება გააკეთა, მათ მხარი აუბეს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)-ის რუსეთის წარმომადგენლობის შეშფოთებას.

ფონდის სპეციალისტებმა უარი განაცხადეს, სახელმწიფო კორპორაციის „ოლიმპსტროის" ეგერთ წოდებულ „ეკოლოგიურ თანხლებაზე", ვინაიდან უაზრობად მიჩნიათ ეს. ამ დროისთვის, ბუნებას უკვე მიყენებული აქვს „აუნაზღაურებელი ზარალი", მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შანსი - სამომავლოდ მაინც მოხდეს ნეგატიური ზეგავლენის მინიმუმადე დაყვანა", ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში. თუმცა, თანამიმდევრულად ხდება ეკოლოგების შენიშვნებისა და წინადადებების იგნორირება, ხოლო თავად ბუნების დამცველებს მშენებლობებთან არ უშვებენ, მათ აპატიმრებენ და აჯარიმებენ.

როგორც, სპეციალისტები ამბობენ, (WWF)-მა საკუთარი უარით, თავიდან აიცილა ოლიმპიური მშენებლობის მიმდინარეობისას ჩადენილ ეკოლოგიურ დანაშაულებზე პასუხიმგებლობა.

ამგვარად, ქართველებსა და ეკოლოგებს საერთო მიზანი გაუჩნდათ - ხელი შეუშალონ მშენებლობას.

„უაზრობა" უწოდა ამ განცხადებებს რუსმა მოციგურავემ, ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა ილია ავერბუხმა „ეკოლოგები, ყოველთვის პოულობენ პროტესტის საფუძველს, ხოლო საქართველოსთვის კი, რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლაა , მთავარი".- განაცხადა მან GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა, საქართველოში ირწმუნებიან, რომ ეკოლოგიური დარღევევბის გამო, შეშფოთებისთვის საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს . „საქართველოს მწვანეების" ოპოზიციური პარტიის ჩათვლით, განსაკუთრებული აღშფოთების მიზეზი:, სოჭის მშენებლობისას აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების გამოყენებაა, რასაც თბილისი თავის საკუთრებად მიიჩნევს.

„ჩვენ ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინააღმდეგი ვართ, იმიტომ რომ, მშენებლობისათვის საქართველოს ტერიტორიიდან წაღებული რესურსები გამოიყენება. ისინი აფხაზეთის ბუნებას ანადგურებენ"- GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა და ოპოზიციონერმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„ჩვენ ისიც, გვაღელევებს, რომ ეს მშენებარე ობიექტები, არღევევენ სოჭის უნიკალურ ნაციონალურ პარკს და კავკასიურ ნაკრძალს, რომლებიც განსაკუთრებულად ღირებული და მსოფლიოში დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორიების სიაშია. სწორედ ამიტომა, უნდა განვაცხადოთ, რომ რუსეთის ხელისუფლება , არღვევს ოლიმპიადის ქარტიას, კერძოდ მე-13 პუნქტს. ირღვევა ყველა ეკოლოგიური ნორმა და ამ შემთხვევაში ვთვლით, რომ ოლიმპიადა არ უნდა ჩატარედს".- ამბობს გაჩეჩილაძე.

ქართველი ოპოზიციონერის შეხედულებით, ჯერ კიდევ არ არის გვიან და ოლიმპიური მშენებლობის შეჩერება, შესაძლებელია. „მიმდინარეობს ბრძოლა. ვფიქრობ, ევროპულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ევროპისა და საქართველოს მწვანეთა პარტიებმა და ასე მგონია, რომ აფხაზეთის არასამთავრობო ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმაც - ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ: არ ჩატარდეს ოლიმპიადა, რომელიც ეკოლოგიურ ბალანსს აღვევს არამარტო რუსეთის, არამედ საქართველოს ტერიტორიაზეც. დაე, რუსეთში სხვა ადგილი აარჩიონ".- რჩევას იძლევა გაჩეჩილაძე, რომლის აზრითაც დარჩენილი ოთხი წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ შესაძლებელია ოლიმპიური მშენებლობის პროექტების შეცვლა.

ქართველი პოლიტიკოსებისა და ეკოლოგებისგან განსხვავებით, რუსეთის ეკოლოგიურ მოძრაობას ესმის, რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარების გადაწყვეტილება - პოლიტიკურია. ამიტომაც ისინი, მხოლოდ ეკოლოგიური ზარალის მინიმუმადე დაყვანას ითხოვენ.

„ოლიმპიური ობიექტების გარკვეული ნაწილი უკვე აშენებულია, ამასთან ერთად სერიოზულადაა დარღვეული სოჭის ნაციონალური პარკის ბუნებრივი კომპლექსი - კრასნაია პოლიანას რაიონში, სადაც „გაზპრომის" ობიექტები აშენდა. უკვე ძალიან დიდი ზარალი მიაყენა ბუნებას, წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე უკანონო მშენებლობამ, რომელის საშუალებითაც უნდა გაერთიანდეს კრასნაია პოლიანა- ადლერის გზები: იქ სერიოზულად დააზიანეს მდინარე. ასევე მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია, სპორტული და ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე მშენებლობებმა იმერეთის დაბლობში". - GeorgiaTimes.-სთან საუბრისას - სიტუაცია აღწერა, ჩრდილოეთ კავკასიის ეკოლოგიური ვახტის კოორდინატორის მოადგილე დიმიტრი კაპცოვმა.

მან განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან გზების გაერთიანების მშნებლობის შეჩერება. „ეს ობიექტი ბიუჯეტის და მშენებლობის მოცულობის მხრივ, ყველაზე მსხვილია და მართალი რომ ვთქვათ, ის ყველაზე სახიფათოა სოჭის ნაციონალური პარკის ბუნებისთვის. პრინციპში თამაშებისთვისაც, იმიტომ რომ, ის ერთერთი მთავარი მდინარის მზიმტის გასწვრივ შენდება, ქალაქის ნახევარზე მეტი, სწორედ ამ წყლით მარაგდება. სოჭისთვის დიდი სოციალურ-ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე იქმნება".- განმარტა ეკოლოგმა.

შეკითხვაზე, მწვანეების მიერ შემოთავაზებული რა ალტერნატივები არსებობს? - კაპცოვმა გვიპასუხა, რომ შესაძლებელია უბრალოდ გააფართოვონ მდინარის მარჯვენა მხარეს არსებული გზა, რაც ზარალს მნიშვნელოვნად შეამცირებს და გზაც დათქმული ვადისთვის აშენდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100