RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

შესაძლებელია თუ არა 2008 წლის აგვისტოს განმეორება?

01.03.2010  |  09:44

5451.jpegრუსეთის სამხედრო უწყებაში თვლიან, რომ მომიჯნავე სახელმწიფოებზე აგრესიის განმეორების შემთხვევაში, საქართველო კიდევ უფრო სასტიკად დამარცხდება. ამი შესახებ განცხადება, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა. ამასთან ერთად გენერალი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისგან ყველაფერს შეიძლება ელოდე. იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება, GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს პოლიტოლოგებსა და სამხედრო ექსპერტებს გაესაუბრა.

არც ისე დიდი ხნის წინ GeorgiaTimes-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტმა კონსტანტინე სივაკოვმა ივარაუდა, რომ საქართველო - დასავლეთთან ერთად ოპერაციას ამზადებს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ რისთვისაც აძლიერებენ საქართველოს სამხედრო პოტენციალს. „ შესაძლოა წელს სააკაშვილი შეეცადოს, გარკვეული ნაბიჯები გადადგას აფხაზეთთან და სამხერთ ოსეთთან მიმართებაში. საზღვრისპირა კონფლიქტებით დაწყებული და დივერსიული ჯგუფების სპეცოპერაციებით დამთავრებული".- აღნიშნა ექსპერტმა. გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება კვლავ ააფეთქოს სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში, რათა რუსეთი ისევ ჩართოს ადგილობრივ გარჩევებში, შემდეგ კი სამხედრო გზით გადაჭრას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები.

კონსტანტინე სივაკოვის პროგნოზის ფონზე, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება აშშ-ს სახელმწიფო მინისტრეის ჰილარი კლინტონის ამასწინადელი განცხადება, მისი თქმით ვაშინგტონი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. „არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს ნატოს გაფართოებას და ამა თუ იმ სახელმწიფოს აუკრძალოს ალიანსის წევრობა, თუ კი ეს ქვეყანა აკმაყოფილებს მის სტანდარტებს. ნატო-რუსეთის საბჭოს ჩარჩოებში, აშშ აგრძელებს რუსეთის დარწმუნებას იმაში, რომ ნატოს გაფართოება, მის ნაციონალურ ინტერესებს არ უქმნის საფრთხეს".-თქვა კლინტონმა.

ამ გამოთქმებთან ერთად, შეგვიძლია მოვიხსენიოთ ნიკოლაი მაკაროვის სიტყვებიც, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, როგორ შევაფასოთ გენერლის ნათქვამი? იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება, GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს პოლიტიკოსებსა და სამხედრო ექსპერტებს გაესაუბრა.

სერგეი მიხეევი, ფონდი „პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე.

ამგვარი ალბათობა ძალზედ მცირეა. დღესდღეობით არავინ არ არის მზად ამგვარი კონფლიქტისათვის. ვეჭვობ, რომ სააკაშვილმა იგივე სცენარის განმეორება გაბედოს. ამის გაკეთება, ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ხოლო დასასრული კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდება. ამიტომაც, ამგვარი სცენარი არააქტუალური გახლავთ. სულ სხვა საკითხია ის, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს არმიის მოდერნიზაციას უწყობენ ხელს, რათა მან გაითვალისწინოს წინა ოპერაციებიდან შეძენილი გამოცდილება. ჯერ კი საქართველოს არმიას ის დამარცხებაც კი ვერ მოუნელებია და არ არის გამოსული მდგომარეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ერთი წელი გავიდა. ამიტომაც, ამჟამად ის ობიექტურად უფრო სუსტია, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში იყო.

ვლადიმერ ანოხინი, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ეს საქართველოზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ რუსეთს, ნატოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე. ჰილარი კლინტონის განცხადებამ, შესაძლოა პროვოკაციული როლი შეასრულოს ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესების მხრივ. შესაბამისად კი, დაიწყება „ქუჩის ხულიგნების" ტაქტიკა, როდესაც წინ ბიჭს აგზავნიან, რომელიც 15 კაპიკს ითხოვს. საქართველო, რუსეთის წინააღმდეგ დიდი სიამოვნებით იმოქმედებს, ჩინური პრინციპის მიხედვით „გსურს გააერთიანო ნაცია - იპოვნე ძლიერი გარეშე მტერი". ამიტომაც მე, პრინციპში არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ეს უახლოეს პერსპექტივაში არ არის მოსალოდნელი. თბილისმა გამანადგურებელი დარტყმა მიიღო და ჯერ კიდევ ვერ აღიდგინა ძალები. მრავალი რამ იქნება დამოკიდებული იმ სახის გარე ფაქტორებზე, როგორიცაა იარაღის მიწოდება. ადრე საქართველოს იარაღს უკრაინა აწვდიდა. ვფიქრობ, იანუკოვიჩის შემთხვევაში, იოლი აღარ იქნება ამის გაგრძელება.

ანატოლი ციგანოკი, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი.

არ ვფიქრობ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების ალბათობა არსებობდეს. რუსეთმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა გადაწყვიტა. რაც შეეხება საქართველოს წელიწად ნახევრის განმავლობაში იმ არმიის შექმნა, რომელიც კვლავ საომრად იქნება მზად, საკმაოდ პრობლემურია. უფრო მეტიც, საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობაზე, სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლამაც იმოქმედა. ამიტომაც. მოდით დაველოდოთ როდის წავა ბატონი სააკაშვილი - ახალ პრეზიდენტთან საუბარი გაცილებით უფრო იოლი იქნება.

თუ კი კონფლიქტი მაინც განმეორდება, საქართველო მიიღებს თუ არა დახმარებას მოკავშირეებისგან?

სერგეი მიხეევი

საქართველომ დახმარება პირველ შემთხვევაშიც ვერ მიიღო და ვერ მიიღებს მეორედაც. სრულიად აშკარაა, რომ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებისას, საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, მაგრამ მათ არავინ დაეხმარა. ახლა უკვე, ფაქტიურად გარკვეულია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუს-ქვო. თანაც, დასავლეთი დე-ფაქტოდ სცნობს ამ სტატუს, თუმცა დე-იურე - არა.

ვლადიმერ ანოხინი

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100