RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ავტონომია ჯავახეთს?

02.03.2010  |  09:18

5460.jpegახალი ინიციატივით გამოვიდა ქართველი სომხების დიასპორა. სომების პრობლემების მოგვარების გზად ისინი ჯავახეთის ავტონომიის აღიარებას მიიჩნევენ. რამდენად აქტუალურია ეს საკითხი საქართველოს ეროვნული უმცირესობისთვის და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს მსგავსმა მოთხოვნებმა, არკვევდა ჩვენი კორსპონდენტი.

ჯავახეთის დიასპორა რუსეთში მიიჩნევს, რომ სომხური უმცირესობის დისკრიმინაციის შეწყვეტისთვის საქართველოში აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება. ისინი ჩამოთვლილია სპეციალურ პეტიციაში, რომელიც მიმართულია საქართველოს და სომხეთის ხელისუფლებებისკენ, ასევე ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტისკენ.

მათი ყველაზე „ფეთქებადსაშიში" მოთხოვნაა სამცხე-ჯავახეთის რაიონის ავტონომიის აღიარება. პეტიციის დანარჩენ პუნქტებს კი ნაკლებად „რევოლუციური" ხასიათი აქვს: წალკის მუნიციპალიტეტის ჯავახეთის რეგიონში ჩართვა, სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭება, სამართლებრივი სტატუსის მინიჭება სომხური აპოსტოლის ეკლესიისთვის საქართველოში და სომხური ტაძრების, სიწმინდეების და ისტორიული ძგლების დაბრუნება, ასევე სომეხი აქტივისტების დევნის შეწყვეტა, სომხეთის საზღვარზე გადასვლის გამარტივება და სომხური ტოპონიმების აღდგენა.

როგორც ჩვენ ჯავახეთის დიასპორაში აგვიხსნენ, ეს პეტიცია მიეძღვნა სერჟ სარქისიანის საქართველოში ვიზიტს. ის ბათუმში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიწვევით. „ჩვენი პეტიციით გვსურდა მისი ყურადღება მიგვეპყრო ჯავახეთში მცხოვრები სომხების პრობლემებზე",- აცხადებენ მიმართვის ავტორები.

ამას გარდა, ეს დოკუმენტი გახდა ერთგვარი დამატება პეტიციია, რომელიც ახლახან სომხეთში საკოორდინაციო საბჭომ შექმნა ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებების დასაცავად. მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების გარდა სომხებმა კიდევ ორი პუნქტი დაამატეს.

-ეს არის პუნქტი ცალკეული ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ სახელწოდებით „ჯავახეთის ავტონომიური ოლქი". ასვე ჩვენ შევიტანეთ ამ მხარეში წალკის მუნიციპალიტეტის შეყვანის პუნქტიც, რომელიც ჯავახეთს მოგლიჯეს,- გამნარტეს დიასპორაში.

-როდის მოხდა ეს?

-საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ყველა დანაწევრება შეთანხმებულიიყო. სამცხე მესხეთი იყო, წალკის რაიონი კი ცალკე იყო, მაგრამ მაღალმთიანი რაიონების პრობლემები ერთად წყდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის და გამახურდიას მოსვლის შემდეგ გადახედეს ტერიტორიულ მოწყობას. წალკის რაიონი ქვემო ქართლს მიამაგრეს - აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონს. ამით მათ, პირველ რიგში, შეამცირეს სომხების პროცენტული წილი ჯავახეთში. ახლა კი საკითხების გადასაწყვეტად სომხებმა უნდა მიმართონ ტერიტორიული წარმონაქმების ხელმძღვანელებს, არადა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ხომ დიდი სიძულვილია მთიანი ყარაბახის გამო.

ჯავახეთის დიასპორაში ამტკიცებენ, რომ ყველა ეს მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს ან საქართველოს კონსტიტუციას."ეს ძირეული ერის სუვერენული უფლებაა, რომ შესთავაზოს სახელმწიფო მოწყობის თავისებური ფორმები. მიეცით ნება ხალხს თავად გადაწყვიტონ პრობლემები, განაგონ დოტაციები და შემოსავლები ბიუჯეტში. ეს არ აის პოლიტიკური მოთხოვნები",- ხაზი გაუსვა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

რაც შეეხება სომხეთის საზღვრის გადაკვეთას, ეს პრობლემა მწვავედ დადგა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. საქართველომ გაამკაცრა ბავრის გამშვებ პუნქტზე გადაადგილება. ახლა ჯავახეთის მცხოვრებლები, რომლებიც საზღვარს ახლობლების სანახავად კვეთენ, საგულდაგულო გაჩხრეკას ექვემდებარებიან. შემოტანილია ბევრი შეზღუდვა. მაგალითად, არ შეიძლება სომხური ლიტერატურის გადატანა, რადგანაც მაშინვე უჩნდება ხელისუფლებას ეჭვი, რომ ის ტერორისტულმიხნებს მოემსახურება.

საქართველოში თვლიან, რომ სომხური ენისთვის რეგიონული სტატუტის მინიჭება სეპარატიმია. მაგრამ ეს სავსებით სამართლიანი უფლება ძირძველი ერისთვი. ქართული ხელისუფლება კი მათ თანდათან ართმევს ამ უფლებას. უფრო მეტიც, ხდება სომხური სახელებისა და ტოპონიმების გაქართულება.

რადგანაც არ არსებობს ქართულში ასო «я», მას ცვლიან ასოთა შეთავსებით „ია". ეს მაშინვე ცვლის სომხური გვარების უმეტესობას, რომლებიც ბოლოვდება მარცვალზე „ян".ამას გარდა, ქართული ენის წესების მიხედვით თანხმოვანზე დაბოლოვებულ სახელს ყოველთვის ერთვის „ი". შედეგად, მაგალითად, გვარი ჯიგარხანიან გადაიქცევა ქართული გვარის მსგავსად : ჯიგარხანიანი.

იგივე ხდება სოფლებისა და ქალაქების სახელწოდებებზე. ახალქალაქ, რომელიც რევოლუციამდელ დოკუმენტებში ყოველთვის სომხურ სახელს ატარებდა, ახლა გახდა ახალქალაქი. ბუნებრივია, ეს ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას აშფოთებს, მათმა წინაპრებმა დააარსეს ოდესღაც ეს დასახლებული პუნქტები.

ჯავახეთის დიასპორაში ხაზს უსვამენ, რომ მათი წინადადების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ქართულ პარტიას, რომელიც მაისში გადის არჩევნებზე. სომხების ხმები მათ გარანტირებული ექნებოდათ.

ჩვენ ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება გიორგი ჩხეიძეს, საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს. მას ჯერ არ უნახავს ეს პეტიცია, მაგრამ აღნიშნა, რომ სწორედ ახლა იხილავს საქართველოს საკონსტიტუვიო კომისია საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესაძლებლობას. ჯერჯერობით კი, მისი აზრით, ჯავახეთში მცხოვრები სომხების პრობლემები უნდა გადაიჭრას ადამიანთა უფლებების დაცვის გათვალიწინებით საქართველოში არსებული კანონების ჩარჩოში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100