RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოს პროფკავშირებმა ხმა ამოიღეს

03.03.2010  |  09:25

5469.jpegპროფკავშირების აქციამ თბილისში რეზონანსის გარეშე ჩაიარა. მომუშავეთა ეკონომიკური მოთხოვნები ბევრად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ოპოზიციის წინასაარჩევნო კონფიგურაციის შეცვლა. თუ რა როლს ასრულებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში პროფკავშირები მოსალოდნელი ადგილობრივი არჩევნების ფონზე არის ის საკითხი, რის გარკვევასაც ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა.

კვირის დასაწყისი თბილისში ცნობილი გახდა იმით, რომ პროფკავშირების აქტივისტებმა ვარდების რევოლუციის მოედნიდან პარლამენატმე მსვლელობა მოაწყვეს. აქციაში დაახლოებით 8000-მა ადამიანმა მიიღო მონაქილეობა.

მოთხოვნები იგივე იყო, რაც ერთი წლის წინ მსგავს ღონისძიებაზე.

პედაგოგები ხელფასების მომატებას მოითხოვდნენ, დევნილი მასწავლებლები კომპენსაციის გადახდას, ხოლო რაც ყველაზე მთავარია - სააკაშვილის მოგონილი აუცილებელი სერთიფიკაცია იყო მთავარი პრობლემა.

ექიმები სამედიცინო სფეროში გატარეული რეფორმებით იყვნენ უკმაყოფილო: უფასო მომსახურებით დაწყებული, ყველა სამედიცინო დაწესებულების გაუქმებით დამთავრებული. „ყველაფერი უკან მიდის. ხელფასები დაბალია, თვეობით ვერ ვიღებთ",- წუხდნენ ისინი.

სტუდენტებისთვის კი პროფკავშირები გადასახადების შემცირებას და დასაქმების რეალურ პროგრამებს მოითხოვდნენ. პენსიონერებისთვის - სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაპირებულ 100 დოლარიან პენსიებს. ქვეყანაში ხომ საარსებო მინიმუმი 128 ლარს შეადგენს, პენსია კი - 85-ს. ვერც 10 ლარიანი მატება, რომელიც სულ ახლახან დაიწყო, დაეხმარება მოხუც ხალხს.

საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში აღნიშნავენ, რომ სოციალური ფონი დღითი-დღე უარესდება: იზრდება უმუშევრობის დონე, ირღვევა დასაქმების უფლებები, იზრდება გადასახადები კომუნალურ მომსახურებებზე.

როგორც მიტინგე პროფკავშორებით თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, პარლამენტმა ათი დღის ვადაში უნდა დაიწყოს მუშაობა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფკავშირები გაფიცვას მოაწყობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჯერჯერობით ამ მოძრაობას არ გამოუვლენია თავი რაიმე რადიკალური ქმედებით. შესწორებები ჯერ კიდევ გასულ წელს იყო გამზადებული, მაგრამ მეწარმეებმა დაბლოკეს ისინი. ჩვენ გავესაუბრეთ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების უფროს ანალიტიკოსს ნოდარ კოკიაშვილს. -დამსაქმებლები თვლიან, რომ თუკი გაუმჯობესდება სამუშაო პირობები კარდინალურად, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს. პრინციპში, ისინი თანახმა არიან, რომ კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე თავს იკავებენ ამ სიახლისგან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს შეზღუდავს დამსაქმებელთა უფლებებს, ბიზნესის წარმოებას გაართულებს. საერტოდ ისინი ასე მსჯელობენ: სადაც უფრო იაფი მუსახელია, სადაც მეტი თავისუფლებაა მეწარმისთვის, იქ უნდა წავიდე ინვესტიციები. გადაწყვეტილია, რომ მუშაობა 2010 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

-კანონის შეცვლის რეკომენდაციები ხომ დასავლეთმა ჯერ კიდევ გასულ წელს გასცა...

-დიახ, ჩვენი კოდექსის ევროპულ კანონმდებლობასთან შეუთავსებლობა სპეციალურ გზავნილებში იყო აღნიშნული, ევროკომისია ამის შესახებ წერდა და ეს იყო ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის 2008 წლის მოხსენებაში.

-თქვენ შეეგუეთ დამსაქმებელთა აზრს და კვლავ ხელსაყრელ მომენტს ელოდებით ცვლილებებისთვის?

-არა, აქ ხომ არ შეიძლება ვინმეს ნათქვამი ეგრევე დამტკიცდეს. არ იყო მიღწეული ყველა მხარის თანხმობა და საკითხს მომავალ შეხვედრაზე გადაიტანენ. მით უმეტეს, რომ გასული წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამმხრივი კომისია, ახლა ხდება მოლაპარაკების სტრუქტურების ფორმირება. პარიტეტულ დასაწყისში მონაწილეობას მივიღებთ სხდომებში და ვეცდებით ყველა მხარის თანხმობის მიღწევას.

-გასული წლის განმავლობაში შესრულდა თუ არა პროფკავშირების რომელიმე მოთხოვნა გარდა იმისა, რომ ახლა მიმდინარეობს მუშაობა შრომის კოდექსის შეცვლაზე?

-ჩვენთან ბევრი მოთხოვნა პირდაპირ არის დაკავშირებული შრომის კოდექსთან,მაგრამ იყო ასევე სხვა საკითხებიც, რომლებიც ჯერ არ განიხილება. ეს ყველა რთული სკაითხია. მაგალითად, რუსეთშიც მეწარმეები მოითხოვენ ფულადი კომპენსაციების გაცემის აუცილებლობის გაუქმებას, იმიტომ რომ ეს სამუშაო ძალებზე ხარჯების გაწევას უკავშირდება. ყველგან ირღვევა მომუშავეთა უფლებები.

ოპოზიციისთვის ცოდვაა ახლა არ ისარგებლოს პროფკავშირების აქტიურობით და საზოგადოების უკმაყოფილებით. თუმცა, როგორც გაირკვა, ჯერჯერობით პოლიტიკური პარტიები პროფკავშირებთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ სურვილს არ გამოთქვამენ.

-ისინი თავიანთი პარტიული საქმეებით არიან დაკავებულები.

-ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დასაქმებულთა ვითარება არ აინტერესებთ?

-არა, მათ აინტერესებთ, მაგრამ მათ სოციალურო ფონის თავიანთთვის გამოყენება სურთ. ხანდახან პარტიები ჩვენს მოთხოვნებს წამოაყენებენ ხოლმე, ამგვარად ქულებს იწერენ.

-ანუ, პარტიები თქვენთან არ თანამშრომლობენ?

-ერთი პარტია თანამშრომლობს - ქრისტიან-დემოკრატიული, რომელსაც პარლამენტში თავისი ადგილები აქვს. ისინი ჩვენთან ერთად ცდილობენ რაიმე წარმატების მიღწევას. ისინიც ამას თავიანთ სასიკეთოს აკეთებენ. ყოველ პოლიტიკოსს თავისი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება სურს.

ეკონომისტი გიორგი ხუხაშვილი ოპოზიციის გულგრილობას მისი სისუსტით ხსნის.

-ეს მოძრაობა საქართველოში ფორმირების პროცესშია. აქამდე პროფკავშირების აქტიურობა არ შეინიშნებოდა. ეს საცდელი ნაბიჯია.

-საერთოდ ახლა რამდენად რეალიზებადია საქართველოში პროფკავშირების მოთხოვნები?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100