RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

იანუკოვიჩმა აღიარებაზე უარი თქვა?

04.03.2010  |  09:26

5481.jpegუკრაინის ახალად არჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში. საკუთარი პოზიციის მოტივირება, მან ორმაგი სტანდარტების მიუღებლობით მოახდინა, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება იმ ტერიტორიებზე, სადაც გაყინული კონფლიქტები არსებობს. რას ნიშნავს იანუკოვიჩის ეს განცხადება, უკრაინის მომავალი კურისის თვალსაზრისით და რა პერსპექტივები აქვს კიევისა და მოსკოვის თანამშრომლობას? ამ თემაზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

ამ დღეებში იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ამჟამად კიევი არ განიხილავს ამიერკავკასიური ახალგაზრდა რესპუბლიკების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგია. „და როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა, მე ვთქვი, რომ ეს ორმაგი სტანდარტებია სერბეთთან მიმართებაში და ის უახლოეს მომავალში ძალიან ნეგატიურად აისახებოდა იმ დანარჩენ ტერიტორიებზე, სადაც გაყინული კონფლიქტები არსებობს".- თვლის იანუკოვიჩი.

პრეზიდენტის აზრით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) უნდა შეიმუშაოს ერთიანი კრიტერიუმები: კოსოვოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. „სამუდამოდ უნდა შევთანმხდეთ ერთიანი წესების გამოყენებაზე".- დაამატა მან.

იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იანუკოვიჩის განცხადება უკრაინის მომავალი კურსის თვალსაზრისითა და მოსკოვისა და კიევის თანამშრომლობის პერსპექტივების კუთხით, GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს პოლიტოლოგებს ესაუბრა.

ევგენი მინჩენკო, პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი.

ვფიქრობ, საშინელი არაფერი მომხდარა. უნდა გვესმოდეს უკრაინის შიდაპოლიტიკური კონიუქტურა. პირველ რიგში, არსებობს საკმაოდ სერიოზული საფუძველი, თავად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გასაფრთხილებლად. საკმარისია რამდენიმე ანკლავი გავიხსენოთ, რომლებსაც ჰიპოთეტურად, გარკვეულ გარემოსა და პირობებში, შესაძლოა ავტონომიის ამა თუ იმ ფორმაზე გაუჩნდეთ პრეტენზია. შესაძლებელი დამოუკიდებლობაც კი მოითხოვონ. პირველ რიგში, ეს ზაკარპატიე, გტალიჩინა და კრიმია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუმინეთსაც აქვს ტერიტორიული პრეტენზიები, უკრაინის მიმართ. ამიტომაც იმ ქვეყანისათვის, რომელსაც პოტენციური სირთულეები აქვს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, საკმაოდ პრობლემატური იქნება აღიაროს აფხაზეთი ან სანხრეთ ოსეთი.

სხვათაშორის, გარკვეულ პირობებში რესპუბლიკების აღიარება უკრაინის მხრიდან, ადრე უფრო მეტად იყო შესაძლებელი. მაგალითად, თუ კი სააკაშვილი მეორე ტურის წინ ტიმოშენკოს შესთავაზებდა მხარდაჭერას და ეგრეთ წოდებულ დამკვირვებლებთან დაკავშირებული ისტორია გარძელებას თუ ჰპოვებდა. ეს იყო გარკვეული შანსი, რომ ამგვარ ემოციურ ფონზე იანუკოვიჩი წასულიყო აღიარებაზე. მაგრამ, სააკაშვილი დროულად შეჩერდა.

მაქსიმ გრიგორიევი, დემოკრატიის პრობლემების კვლევების ფონდის დირექტორი

იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევისთანავე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება, ცალსახად მოახდენდა ახალი პრეზიდენტის პრორუსული პოზიციის დემონსტრირებას. ეს სიტუაცია, პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთულია მისთვის. ვფიქრობ იანუკოვიჩი ამ საკითხს კიდევ დაუბრუნდება, მაგრამ სხვა დროს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს იუშენკოს პოლიტიკის გაგრძელებაა?

ევგენი მინჩენკო

არა. საქმე იმაშია, რომ იუშენკოს ჰქონდა კოსოვოს აღიარების გეგმა. მისი თანამებრძოლები რატმოღაც თვლიდნენ, რომ თუ კი ამ ავტონომიას აღიარებდნენ, მაშინ უკრაინას ნატოში მიიღებდნენ. აშკარაა, რომ იანუკოვიჩის პოლიტიკა გაცილებით უფრო გააზრებული იქნება, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების აგებაზე დაფუძნდება ევროკავშირთან და რუსეთთან. და ეს პოლიტიკა ძალიან განსხვავებულია იუშენკოს პოლიტიკისგან, რომელიც ანტირუსულ ვექტორზე იყო აგებული. ახალა კიევში იმედოვნებენ, რომ მოსკოვთან და ბრიუსელთან სტრატეგიულ კავშირს დაამყარებენ. მაგრამ, ამას არაფერი აქვს საერთო ბელორუსიის პოლიტიკასთან. ეს სხვა კონცეფციაა, ვინაიდან იანუკოვიჩი არ არის დაკავებული გეოპოლიტიკური შანტაჟით.

მაქსიმ გრიგორიევი

არ ღირს იმის თქმა, რომ ეს იუშენკოს პოლიტიკის გაგრძელებაა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამად იანუკოვიჩისთვის აუცილებელია უკრაინის ინტერესების დისტანცირების დემონსტრირება რუსეთისა და დასავლეთის წინაშე. ამიტომაც მის მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები და ქმედებები, გარკვეულ წილად სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

განცხადება არაღიარების შესახებ, პრობლემებს ხომ არ გამოიწვევს რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებში?

ევგენი მინჩენკო

იანუკოვიჩს არ უთქვამს, რომ ის არ აღიარებს. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. უკრაინის პრეზიდენტს არც „ხო" უთქვამს და არც „არა". და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღიარების საკითხი არ შეიძლება კვლავ წამოიჭრას მოამავალში. ჩემის აზრით, კიევსა და მოსკოვს შორის პრობლემები არ გაჩნდება. ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი დაინტერესებული იყოს ამ რესპუბლიკების მასშტაბური აღიარებით, იმიტომ რომ, იმავე აფხაზებს საერთაშორისო ლავირების მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ. განსაკუთრებით თუ კი გავიხსენებთ ძალიან გავლენიან ჩერქეზულ სათვისტომოს, თურქეთში. რუსეთს ამჟამად გაცილებით უფრო პრაგმატული ამოცანები აქვს, რომლებიც უკრაინასთან უნდა მოაგვაროს, ვიდრე გარკვეულ წილად, პერიფერიულად მნიშვნელოვანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების გაფართოების საკითხია.

მაქსიმ გრიგორიევი

უდავოდ, რუსეთისათვის ამაში პოზიტიური არაფერია, მაგრამ ამ ეტაპზე, ასეთ პოზიციას გაგებით მოეკიდებიან.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100