RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პუტინთან შეხვედრები, როგორც კეთილგანწყობის მანიშნებელი ჟესტი

08.03.2010  |  23:29

5506.jpegმეორე ქართველი პოლიტიკოსს დასდეს მოსკოვში მიღების პატივი. ყოფილი „ვარდების რევოლუციონერი" ნინო ბურჯანაძე „ედინაია როსიას" ლიდერს, პრემიერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებები პირისპირ ჩატარდა, რამაც რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის გაგრძელების იმედი ჩაუსახა სტუმარს. კრემლისა და საქართველოს ოპოზიციის თანამშრომლობის არსის შესახებ, გაესაუბრა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი თბილისელ და მოსკოველ რესპოდენტებს.

„ედინაია როსიას" თავმჯდომარის ვალდიმერ პუტინის შეხვდერა, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან უფრო „ინტიმური" იყო, ვიდრე დეკემბერში „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან. შესაძლოა საქმე სახელებების დამთხვევაში იყო, შესაძლოა პირად სიმპათიაში - შეხვედრის დასაწყისშივე პრემიერმა აღნიშნა, რომ მოხარულია სტუმართან შეხვედრის, ვინაიდან დიდი ხანია მას იცნობს და კარგა ხანია აღარ შეხვედრიან ერთმანეთს.

პუტინმა სინანულით აღნიშნა, რომ საქართველო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსკოვმა „ვერ შეძლო ურთიერთობების აწყობა". მათგან განსხვავებით ბურჯანაძე, როგორც ჩანს მოლაპარაკებების წარმოების უნარის მქონე პოლიტიკოსად ჩათვალეს.

შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი კურსი არ გამხდარა პრორუსული. უბრალოდ საქართველოს ინტერესებშია - მეზობელი ზესახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება. „მის აზრს ამერიკელებიც ითვალისწინებენ, ევროპელებიც, ჩინებელებიც და ავსტრალიელებიც",- აღნიშნა მან „რადიო თავისუფლების"-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ვიზიტის მთავარი შედეგია იმაში დარწმუნება, რომ რუსეთთან მოლაპარეკები შესაძლებელია. „ყველაფერი რაც, მე მოსკოვში შეხვედრებისას მოვისმინე - ის რომ არ არსებობს დახურული თემები და ის რომ, აუცილებელი საჭორო გზების პოვნა ურთიერთმოგებისა და ურთიერთ პატივისცემის საფუძველზე, - ვთვლი რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია".- აღნიშნა მან.

საქართველოში საკმაოდ ნეგატიური რეაქცია მოჰყვა მის გამგზავრებას. თავისთავად, ასეთივე გმირობის ჩამდენმა ნოღაიდელმა, მხარი დაუჭირა მას. აი, ლეიბორისტებმა კი რომლებიც თავადაც არ არიან რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრის წინააღმდეგები, განაცხადეს რომ თავად ბურჯანაძისაგან განსახვავებით, ამ შეხვედრისას აუცილებლად დააყენებდნენ ქვეყნის დეოკუპაციის საკითხს. საპარლამენტი უმრავლესობამ ერთმნიშვნელოვნად განსაჯა ბურჯანაძე და ნებისმიერი სახის არჩევნებზე კრახი უწინასწარმეტყველა, „სამშობლოს მოღალატეების" არაპოულარობის გამო.

რუსეთთან ამგვარი სახის კონტაქტებზე, ნეგატიურ აზრს იზიარებს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელიც.

- როდესაც ქვეყანა, ომის შემდგომ კონფრონტაციაში იმყოფება, როდესაც არაფერი არ არის დარეგულირებული, მაშინ ქვეყანამ ერთი ხმით უნდა ილაპარაკოს - ხელისუფლების ხმით. კრემლის მცდელობები, თავიდან მოიშოროს არსებული ხელისუფლება, რომელიც მათ არ აწყობთ, ჩვენთვის მიუღებელია. - ბგანაცხადა მან GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. - ხოლო ზოგიერთი არ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური „გვამეის", მაგრამ ისეთი პოლიტიკოსების, რომლებიც არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობენ ქვეყანაში, მათი მცდელობები მეფესთან ჩავიდნენ ქედის მოსადრეკად და დახმარება სთხოვონ, რათა საკუთარი საქმეები გამოსაწორონ, საკმაოდ ნეგატიურ აღიქმებიან. საქართველოს და რუსეთს არ შეუძლიათ ერთმანეთისგან წასვლა. რუსეთი - ეს მოცემულობაა რომელიც არსებობს და იარსებებს. რათქმაუნდა, საჭიროა ურთიერთობების განვითარება, რათქმაუნდა საჭიროა მეგობრობა, რათქმაუნდა ურთიერთობები უნდა იყოს ნორმალური, მაგრამ ეს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არსებობს. ამიტომაც ბურჯანაძის ვიზიტი - ეს მისი პირადი საქმეა. ძველებურად, ამას ღალატი ჰქვია, დემოკრატიული გაფორმებით კი, ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას უწოდებენ.

- თქვენის აზრით რა არის ოპოზიციის მოსკოვთან მოლაპარაკებების აზრი?

- რუსეთი ამგვარად ცდილობს დასავლეთს დაანახოს, რომ ჩვენთან ნორმალური ურთიერთობები აქვს და პრობლემებიც არ არსებობს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ამ ხელისუფლების თავიდან მოცილების მცდელობაა, რომლესაც არ სურს მოსკოვის ჭკუაზე სიარული.

- თქვენის აზრით, რატომ დაიწყო თანამშრომლობა ნოღაიდელით ანუ უპერსპექტივო პოლიტიკოსით?

- ნოღაიდელს დასაკარგი არაფერი ქონდა, ის ვა-ბანკზე წავიდა. მოსკოვისთვის კი ის მომგებიანი ადამიანია, იმიტომ რომ, ყოფილი პრემიერია, ყველას იცნობს და ყველაფერი იცის. სულაც არ არის ცუდი ასეთი ადამიანი უფასოდ ან მცირეოდენი ფულის საფასურად ჩაიგდო ხელში. ბურჯანაძე - ნაკლებად საინტერესო თევზია. შესაძლოა ის უკეთესად ჟღერს, მაგრამ ხალხში ორივე არც თუ ისე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. მას მერე რაც პუტინმა „აკურთხა", ისინი, შესაძლოა უფრო პოპულარულები გახდნენ? მათ ამის იმედი აქვთ.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კრემლი ფსონს ბურჯანაძეზე დებს და მას დაუჭერს მხარს 2013 წლის არჩევნებზე?

- არ ვიცი, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ოღონდაც სააკაშვილი მოიცილონ თავიდან და ყველაზე დადებენ ფსონს.

- კასტინგი ჩატარდება?

- ვფიქრობ ყველას მიღება არ შეიძლება. ეს ორნი ცნობილი მაინც არის, დანარჩენები კი უბრალოდ ოდიოზურები გახლავთ. ეს კრემლს ქულებს ვერ შემატებს.

- ლეიბორისტებს, რომლებიც ასე ილტვიან. მიიღებენ მოსკოვში?

- არ ვიცი, მე არ მივიღებდი. მათ სტაბილური მარგინალი ელექტორატი ჰყავთ 7-8 პროცენტი, მეტი არა. ყველა ნაციას ჰყავს ასეთი ხალხი, რომლებიც ყოველთვის ყველაფრის წინაღმდეგნი არიან, ყოველთვის რაღაც არ მოწონთ და ყოველთვის ამაში სხვები არიან დამნაშავენი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100