RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

არძინბას - ეპიტაფიის ნაცვლად

08.03.2010  |  23:36

5509.jpegმოსკოვის საავადმყოფოში აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ აძინბა გარდაიცვალა. ის 64 წლის იყო. მისი ცხოვრების გზა პედაგოგების ოჯახში დაიწყო, ბოლოს კი საქართველოსთვის დიდი გაკვეთილით დასრულდა. ისტორიიის პროფესორი, მისი ხალხისთვის მძიმე პერიოდში ჩაუდგა სათავეში ქვეყანას, ცხოვრების ბოლოს კი, მისი ოცნების ასრულებასაც მოესწრო: აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღირძინებას. უახლეს ისტორიაში ამ ადამიანის როლი შეაფასეს GeorgiaTimes-ის თანამოსაუბრეებმა.

ვლადისლავ არძინბას გარდაცვალება, აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაბადების დღეს დაემთხვა. ამიერიდან ყოველ 4 მარტს ის თავის წინამორბედს გაიხსენებს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მომავალ დამოუკიდებლობას.

„აფხაზი ხალხი ტრაგედიას განიცდის. გარდაიცვალა ნაციონალური გმირი, განსაკუთრებული პიროვნება, აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა. მწუხარებაა ყველა ოჯახში".- ნათქვამია ხელისუფლების ოფიციალურ საიტიზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ერთ-ერთი მისი კოლეგა, რესპუბლიკის მინიტრთა საბჭოს ექს-თავმჯდომარე გენადი გაგულია, რომელიც ამჟამად სავაჭრო- სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობს, თვლის რომ არძინბას როლი შეუფასებელია მისი ქვეყნისთვის.

- შესაძლოა არც კი არსებობდეს ის სიტყვები, რომლებითაც მას დავახასიათებდი. სახელწიფოს ისტორიაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ გმირებად რჩებიან. ის სწორედ გმირების რიცხვს მიეკუთვნება და მე ვფიქრობ, რომ ის ჩვენი ხალხის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. იმიტომ რომ, დღეს აფხაზეთის თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა, ის რომ განადგურებას გადაურჩა - ყველაფერი რაც ლამაზ სიტყვას „აფხაზეთს" უკავშირდება - ეს ყველაფერი მის სახელთანაა დაკავშირებული.- გაუზიარა საკუთარი აზრი GeorgiaTimes-ს გაგულიამ.

- ის არა მარტო პოლიტიკოსი იყო, არამედ მეცნიერიც. ეს იგრძნობოდა მასთან ურთიერთობის დროს?

- ის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი გახლდათ, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, პრიმაკოვის ხელმძღვანელობით. ეს უკვე რაღაცაზე მეტყველებს, არა? და მისი მიდგომა მრავალი პოლიტიკური საკითხისადმი, პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტისას მისი ინტუიცია, ზოგჯერ აუხსნელიც კი იყო. არ ვიცი ეს იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ის მეცნიერი იყო თუ ის რომ, ბუნებრივი ნიჭი გახლდათ დაჯილდოვებული. მაგრამ, მას ყოველთვის მკაფიოდ შეეძლო გარკვეული პოლიტიკური სიტუაციის პროგნოზირება, იცოდა მათი პერსპექტივები და მრავალ საკითხში, არ ცდებოდა კიდეც. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დასტურდებოდა.

- თქვნეთვის იოლი იყო მასთან მუშაობა?

- ჩემთვის ადვილი იყო მასთან მუშაობა, იმიტომ რომ ის არასოდეს ცდილობდა, იმ ადამიანის გადარწმუნებას, რომელიც მართალი იყო და სამართლიანი. მას ყოველთვის შეეძლო მოთმინებით მოსმენა. ის მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებებს. არ იყო ავტორიტარული რეჟიმის მსგავსი რამ, რომ „ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ", არასოდეს ყოფილა სეთი. ის ძალიან უბრალო იყო ადამიანებთან ურთიერთობისას. მას შეეძლო ყველა ყაიდის ადამიანთან ურთიერთობა და არსოდეს იფასებდა თავს.

- საქართველოში მას ნეგატიურად ახასიათებენ, თვლიან, რომ მას აწევს 1992-1993 წლების ომის გაჩაღების ბრალი. როგორია აფხაზების დამოკიდებულება იმ მოვლენებისადმი?

- როგორი განწყობა აქვთ მის მიმართ ქართველებს - ეს მათი უფლებაა. ისინი არაფერს კარგს არ დაწერენ, იმიტომ რომ ყველსათვის ცნობილია: ისინი მოვიდნენ აქ, ჩვენ საქართველოში არ შევსულვართ. არძინბა სოხუმში იჯდა, როდესაც ქართული ტანკები ქალაქს მოუახლოვდნენ. ხო და ვინ ვის დაესხა თავს? სიცრუე უკვე იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, რომ 15 წლის წინანდელი ისტორიიდან გამომდინარე კი არა, შარშანდელი ან შარშანწინდელი სამხრეთ ოსეთის მოვლენებიდანაც გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი დაესხა მათ თავს. შემდეგ კი გამოდგა რომ რუსეთი კი არა, საქართველო წავიდა შეტევაზე. ევროპულმა კომისიამაც დაადასტურა ეს. მათ უარყვეს ის ცრუ ინსინუაცია, რომელსაც ისნი არამხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში იყენებდნენ, არამედ რუსეთთანაც. მე არ მსურს მათზე დღეს საუბარი, არც ცუდად და არც კარგად. დღეს ჩვენ ისნი უკვე აღარ გვაინტერესებს. მე მესმის თუ რა აწუხებთ დღეს მათ: ისინი თავიანთი სულელური პოლიტიკის გამო დამარცხდნენ, საკუთარი არაადამიანური საქციალებისა და ვიწრო მოსფმხედველობის გამო. ახლა კი სინი ცდილობენ გარშემო ყველას ჩირქი მოსცხონ. ეს მათი დამოკიდებულებაა და ჩვენ ეს აღარ გვაწუხებს. თუ ასეთ პოლიტიკას გააგრძელებენ, საქართველოსგან მალე აღარაფერი დარჩება. საქართველოში სხვა ნაციები და რაიონებიც არსებობს, სადაც სხვადასხვა სახის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას. ეს ყველაფერი მათი ნაციონალისტური მიდგომის ბრალია.

- იყო თუ არა არძინბას მმართველობის დროს მომენტები, როდესაც ის საქართველოსთან გაერთიანებაზე ფიქრობდა, თუ მისი კურსი მხოლოდ დამოუკიდებლობისაკენ იყო მიმართული?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100