RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილი მოსკოვის გულისკენ ეძებს გზას

11.03.2010  |  10:01

5530.jpegროგორც საქართვერლოს ოპოზიცია ირწმუნება, მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ცდილობს კერმლთან კონატაქტის დამაყრებას. მოსკოვში, პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასამნიას წარუმატებელი ვიზიტების შემდეგ, შუამავლის მისია სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს დაეკისრა. სომხური დიპლომატისს პერსპექტივებზე ისაუბრეს GeorgiaTimes-ის რესპოდენტებმა.

სანამ თბილისელი ჩინოვნიკები გაცხარებით ამტკიცებენ პრორუსულად ორიენტირებული პოლიტიკოსების ღალატს, ქართული ოპოზიცია პრეზიდენტს ადანაშაულებს კრემლის ელიტის შემორიგებისა და დაინტერესების „მაძიებლობაში".

მოსკოვში გამგზავრების წინ „დემოკრატიული მოძარაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი „რუსეთის ხელისუფლებას ემისარს ემისარზე უგზავნის".

ახლა კი, ეს ინფორმაცია ლეიბორისტული პარტიის თავკაცმა შალვა ნათელაშვილმაც დაადასტურა გაზეთ „ასავალ-დასავალი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ახლახანს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გაეროს გავლენიანი თანამშრომელი პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია იყო მიბრძანებული.

ოპოზიციონერ თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით - ალასანია უკვე შეხვდა რუსეთის ქართველთა კავშირის თავკაც მიხეილ ხუბუიტის და ევგენი პრიმაკოვს, რომელსაც თითქის და თავად ვლადიმერ პუტინმა დაავალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი.

ადრე „ბიძის" დადანაშაულებას სამშობლოს ინტერესების ღალატში, აშშ-ს მხრიდან ფინანსირებადი „თანასწორობის ინსტიტუტი ცდილობდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ალასანია რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოსთან (ГРУ) არის კავშირში და ასევე ახლო მეგობრული ურთიერთობები აქვს ცნობილ იარაღით მოვაჭრე ერიკ გუდისთან. როგორც ჩანს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურებს. დიდი სურვილი ჰქონდათ პრეზიდენტზე „ბიძის საკმაოდ წონადი" გავლენა შეესუსტებინათ.

თუმცა, თემურ ალასანიას მოსკოვში ვიზიტების რეზულტატი, დიმიტრი მედვედევის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება გახდა.

შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამიტომ გამოძებნა ახალი გზა რუსეთის გულის მოსაბრუნებლად. ნათელაშვილის თქმით, სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს სთხოვა შუამდგომლობა, რომლიც ახლახანს კერძო ვიზიტით იყო ჩაბრძანებული ბათუმში, რუსეთ-საქართველო საზღვარზე „ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის გახსნის წინა დღეებში., იტყობინება გაზეთი ვზგლიადი.

ლეიბორისტი დარწმუნებულია, რომ „საქართველოს გაერთიანების და ქვეყნის გადარჩენის გასაღები მოსკოვის ხელშია", პრეზიდენტი კი „გიჟს გავს, იმის გამო რომ, მოსკოვს მისი მიღება არ სურს".

სომხეთისათავის დახმარების თხოვნას აქვს აზრი, ვინაიდან ის ყველაზე მეტადდაა დაინტერესებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულიერბით. გამოცემა „ირავუნი" იტყობინება, რომ „ზოგიერთი ინფორმირებული წყაროს" მონაცემებით, რუსეთ- საქართველოს საზღვრიდან ტრანზიტული დერეფნის „ზემო ლარსის" გამშვები პონქტის გახსნა სომხეთის საზრვრამდე - „მხოლოდ პირველი ნაბიჯია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში". რუსი მომლაპარაკებლებმა სხვა საკითხებიც წამოჭრეს, მაგალითად ისეთი როგორც „აფხაზეთის რკინიგზის გაშვებაა", რაც სომხეთისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია.

წარმატებული იქნება სომხური დიპლომატია? რუსი პოლიტოლოგი, პორტალ „კრემლ.ორგ"-ის შეფ-დირექტორი პაველ დანილინი - დარწმუნებულია, რომ არა.

- ნებისმიერი შუამდგომლობა კარგად აღიქმება დიპლომატიურ დონეზე, ამიტომაც, სომხეთი რათქმაუნდა დაინტერესებულია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამდგომლის როლით - აღნიშნა ექსპერტმა GeorgiaTimes.-ისთვის მიცემულ ინტერვიუში,- სულ სხვა საკითხია ის, რომ სააკაშვილს არანაირი შანსი არ აქვს იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მასთან რაიმე სახის საუბარი აწარმოოს. ის რუსეთისთვის პერსონა ნონ-გრატაა და მასთან ყოველგვარი მოლაპარაკებები გამორიცხულია. ეს ადამიანი დამნაშავეა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა სიკვდილშია, მან ომი წამოიწყო სამხრეთ ოსეთში, ამიტომაც შეუძლებელია მასთან ყოველგვარი მოლაპარაკებები და შეთანხმებები. თუ კი სომხეთი ხელს მოკიდებს ამგვარ შუამდგომლობას, ეს კარფს არაფერს მოიტანს.

- რაში სჭირდება სააკაშვილს კრემლისათვის ხმის მიწვდენა, თუ კი მას არაერთხელ უთხრეს უარი ამაზე?

-სააკაშვილი შეშლილია და ამით ყველაფერი ნათქვამია.- დაასკვნა პოლიტოლოგმა.

საწინააღმდეგო შეფასება მისცა სააკაშვილის რუსეთთან კონტაქტების აღდგენის მცდელობას კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, სომეხმა ექსპერტმა ალექსანდრე ისკანდარიანმა. მისი თქმით, სრულიად ლოგიკურია ამ წინადადებით სარგსიანისთვის მიმართვა.

- სომხეთი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაწყვეტის დღიდან ასრულებს შუამდგომლის როლს , ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ სააკაშვილს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება თუ არა, კლიმატის გაუმჯობესება მაინც სურს. გარკვეული პოზიტიური ძვრები სახეზეა. მხედველობაში მაქვს საკონტროლო გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის" გახსნა და საუბრები იმაზე, რომ აღდგება მუდმივი ავია-კავშირი. ამგვარად, სრულიად ლოგიკურია, რომ ამგვარმა თხოვნამ გაიჟღერა სომხეთის მისამართით.- განაცხადა პოლიტოლოგმა GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინყერვიუში.

-რამდენადაა დაინტერესებული სომხეთი ამგვარ შუამდგომლობაში?

რატომაც არა. სომხეთს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთანაც და საქართველოსთანაც და სრულიად ლოგიკური იქნება თუ კი სომხეთი შეეცდება ამ კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს ქართულ მხარეს.

- ცნობილია, რომ სააკაშვილს არარერთხელ უთხრა უარი მოსკოვმა, აქვს კი აზრი კიდევ ერთ მცდელობას?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100