RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

უკვე აღარ არიან მოძმეები ბრძოლაში?

11.03.2010  |  10:09

5532.jpegროგორც ჩანს, თბილისისა და კიევის მჭიდრო მეგობრობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება ახალი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩისგან ელიან ანტირუსული კურსის შეცვლას. ყველაზე დიდ დარტყმას ამის გამო მიიღებს საქართველოს თავდაცვის სისტემა. მასმედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც "უკრსპეცექსტპორტის" დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად განიხილავენ რეგიონების პარტიის წევრის ვალერი კონოვალიუკის კანდიდატირას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო.

როგორც ცნობილია, ვალერი კონოვალიუკი სათავეში ედგა უკრაინისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამომძიებელ კომისიას უმაღლეს რადაში და ვიქტორ იუშჩენკოს საქართველოსთვის იარაღის უაკნონოდ მიყიდვაში ადანაშაულებდა.

მისი კომისიის მონაცემებით, თბილისის ვალმა უკრაინისადმი მიაღწია დაახლოებით 200 მილიონ დოლარს. ამასთანავე ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მიეწოდა 2,5 მილიარდი დოლარის იარაღი. საქართველო გაიგზავნა 60 ბტრ, 40 ტანკი, 14 სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი და სხვა შეიარაღება, რომლებიც მოიხსნა უკრანული ნაწილების ყარაულობიდან. "უკრაინა დღეს საქართველოს ძირითადი მიმწოდებელია იარაღისა,- აცხადებდა კონოვალიუკი.- საქართველოსთვის იარაღი მიწოდება ხდება უკრაინული არმიის თავიდან შეიარაღების ხარჯზე, პრატქიკულად უახლესი მოდელები იხსნება და ყიდიან უფასურად".

რაც შეეხება "უკრსპეცექსპრტს", ამ ბოლო დრომდე კომპანია კვლავ დებდა კონტრაქტებს საქართველოსთან, უფრო მეტიც, გასულ წელს მისმა დირექტორმა სერგეი ბანდარჩუკმა განაცხადა, რომ კიევი თბილისს შეაიარაღებს მანამ, სანამ თავის სიტყვას არ იყუვის გაეროს უსაფრთხოების საბჭო.

როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლასტან ერთად თბილისისა და კიევის კავშირები სიმყარეს დაჯარგაცს. პრესაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "უკრსპეცექსპორტის" დირექტორის თანამდებობას ვალერი კონოვალიუკი დაიკავებს.

ამასთან დაკავაშირებით ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა რუს პოლიტოლოგებს და სამხედრო ექსპერტებს კიევისა და თბილისის სამომავლო სამხედრო პერსპექტივების თაობაზე.

ფელიქს სტანევსკი, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე:

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იანუკოვიჩის მოსვლა აისახება საქართველოსა და უკრაინის სამხედრპ თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, რომ აღარ იქნება ისეთი დონის ურთიერთობები, როგორიც იუშჩენკოს დროს იყო. დარწმუნებული ვარ, გამოხმაურებას აუცილებლად ჰპოვებს საქართველოს მიერ არჩევნების პირველ ტურში ჩადენილი საქციელი და ეს აუცილებლად დატოვებს კვალს სამომავლო ურთიერთობებზე. მე იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დალაგების პროცესში, საქართველოს იარაღს აღარ მიაწოდებენ. ამ მიწოდებამ თავისი ნეგატიური როლი ითამაშა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. საერთოდ, მსგავსი სახის თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინას შორის შეიძლება შორს მიმავალი შედეგები ჰქონოდა: კიევისა და მოსკოვის ურთიერთობების გართულება, ასევე ქართულ-რუსულ საზღვარზე სიტუაციის გაუარესება. ასე რომ ჩვენ უფლება გვაქვს უფრო გაწონასწორებული პოლიტიკის იმედი გვქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის არ არის ურთიერთობები დალაგებული, ხოლო ქართული ხელისუფლების მხრიდან აშკარა მტრული პოლიტიკა მოდის.

ანატოლი ციგანოკი, სამხედრო პროგნოზირების ინსტიტუტის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი:

რამდენადაც მე მესმი, ეს მიწოდება შემცირდება. უნდა ვაღიაროთ, რომ იუშჩენკო და სააკაშვილის ეს თითქმის საოჯახო ორგანიზაციაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ ტექნიკისთვის, რომელსაც უკრაინა საქართველოს აწვდიდა, იხდიდა ამერიკა. თუმცა შეიცვალა თავას სიტუაცია, რადგანაც იუშჩენკოსა და სააკაშვილს აღარ ჰყავს მეგობარი ბუში, ახლანდლეი პრეზიდენტი ობამა კი ასეთ გარიგებებს არ დათანხმდება.

კონსტანტინ სივკოვი, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი:

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მიწოდების მოცულობა შემცირდება. თუნდაც იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად წესიერი იმიჯი შენარჩუნდეს. მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით უნდა დაფიქსირდეს, რომ ქვეყანაში იარაღის შეტანა მაინც იგივე რაოდენობით მოხდება სხვა ქვეყნების ხარჯზე. ახლა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს ამერიკისთვის კავკასიაში და მას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს რეგიონის პოტენციურ სამხედრო კონფლიქტში. ამიტომაც გაგრძელდება საქართველოს შეიარაღება და მისი სამხედრო ზალების გაზრდა.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100