RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ფერმკრთალი იმედები

15.03.2010  |  10:20

5557.jpegამ დღეებში, საქართველო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოინახულა. მან რესპუბლიკის მთავრობასთან ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა: ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგში.თბილისისა და ვარშავის ინტერესების თანხვედრაზე და ასევე პოლონეთისა და საქართველოს დიალოგის პერსპექტივებზე GeorgiaTimes-ის კორესპონენტი რუს და ქართველ პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

დონალდ ტუსკის ვიზიტმა თბილისში, თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. პრეზიდენტ მიხილ სააკაშვილთან შეხვედრისას, პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიერ ყველა დასახულ წამოწყებასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებში. „საქართველოს ძალიან ახლოსაა დასახულ მიზნებისგან. ფინიშს მხოლოდ ის გადაკვეთს, ვინც ყველა დაბრკოლების გადალახვას შესძლებს. მე მინდა გულითადად მოგილოცოთ ის დიდი მიღწევები, რასაც თქვენ მიაღწიეთ".- ტუსკის ციტირებას ახდენს „როსბალტი". პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და რესპუბლიკის წარმატებები გაიხსენა ეკონომიკისა და საბაზრო ურთიერთობების განვითარების სფეროებში. „საქართველოს საკუთარ ამბიციებში, შეუძლია პოლონეთის იმედი ჰქონდეს, რომელიც ყოველთვის დაუჭერს მხარს მას დემოკრატიისა და ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში".- განაცხადა მან.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს იმისათვის, რომ ის საქართველოს მხარს უჭერს ევროპულ სტრუქტურებში და ევროკავშირში ინტეგრირებისაკენ სწრაფვას, წერს გაზეთი „ვზგლიადი". პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთი როგორც ევროკავშირის წევრი, აქტიურად უჭერს მხარს თბილისს და ეხმარება მას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და საქართველოს ასოცირებული წევრობის შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარებაში. საქართველოს ლიდერმა, დონალდ ტუსკს საქართველოს ნაციონალური საფეხბურთო გუნდის მაისური აჩუქა, მისი თქმით: „პოლონეთი უკვე მარვალი წელია საქართველოსთან ერთ გუნდში თამაშობს და მე ვიმედოვნებ, რომ დიდ პოლიტიკაში ჩვენი ერთობლივი თამაში, გამარჯვებით დასრულდება". სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირი ავიაკავშირის დამყარების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. უფრო მეტიც, მისი თქმით ზაფხულში საქართველოში და შემოდგომაზე პოლონეთში ქართულ-პოლონური ბიზნეს ფორუმი ჩატარდება.

რას ნიშნავს ტუსკის ვიზიტი საქართველო დედაქალაქში, თბილისსა და ვარშავას შორის დიალოგის თვალსაზრისით? ამ თემაზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ქართველ და რუს პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

ვლადიმერ ანოხინი, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

დონალდ ტუსკას ვიზიტი თბილისში რამოდენიმე პოზიციიდან შეიძლება, რომ განვიხილოთ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ვარშავისა და თბილისის ურთიერთობების ყველაზე მყარი საფუძველი - ანტირუსული ასპექტია. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩემთვის რთულია ამის განსჯა, რა შეუძლია საქართველო შესათავაზოს პოლონეთს ღვინის გარდა და რას შესათავაზებს პოლონეათი, საქართველოს? აქ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმაა შესაძლებელი. არც მაღალი ტექნოლოგიები და არც მრეწველობა არ არსებობს ამ ქვეყნებში. სავარაუდოდ, ტუსკას ვიზიტისას საუბარი მიმდინარეობდა პოლონეთის მხრიდან საქართველოს ნატოში შესვლის მხარდაჭერაზე და ევროკავშირის ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობაზე. თუმცა, კი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ევროპის საქმეებში ამგვარი ჩართვა, არსებით რეზულტატს ვერ გამოიღებს. ვინაიდან, იმავე ევროპელების თვალში საქართველომ თავადვე მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია, პოლონეთი კი, ავტორიტეტს არ წარმოადგენს დასავლეთისთვის. ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლა როდესაც უკრაინის სათავეში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა, თბილისი იარაღით მომარაგების ახალი გზის პოვნითაა დაინტერესებული. ამიტომაც პოლონურ მხარესთან ამ თემის განხილვაც არაა გამორიცხული. პერსპექტივაში პოლონეთი შეეცდება საქართველოს ევროპასთან დაახლოევებას, თუმცა კი ამ ორიდან არცერთი სახელმწიფო არ არის დიდი მნიშვნელობის მქონე.

მაქსიმ გრიგორიევი, დემოკრატიის პრობლემების კვლევეითი ფონდის დირექტორი.

თუ კი პოლონეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ხარისხს განვიხილავთ, ვერ ვიტყვით, რომ ის ძალზე მაღალია. უფრო მეტიც, შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ის უახლოეს მომავალში გაღრმავდება. თუმცა კი, ამ მხრივ გარკვეული გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგალითად, ტურიზმის სფეროში, რაც არც ისე ბევრს ნიშნავს. ამიტომაც, ტუსკას ვიზტს უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. შესაძლოა, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკის დონეზე დარჩეს და არანაირი ეკონომიკური ურთიერთქმედებები არ მოჰყვეს მას. რამდენადაც მე მახსოვს, პოლონეთის პრმიერმა მაგვარი ფრაზა წარმოთქვა, რომ პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერა, საქართველოს რეპუტაციის პროპორციული იქნება. ვფიქრობ, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან სწორედ ასეთ მიდგომას უნდა ველოდეთ საქართველოს რეპუტაციიდან გამომდინარე, ამიტომაც თბილისის ყველა მისწრაფებებისა და პირადად სააკაშვილის უეჭველი მხარდაჭერა ვიწინასწარმეტყველოთ, ალბათ უსაგნო და უსაფუძვლო იქნებოდა. ის, რომ პოლონეთი ცდილობს ევროპული საზოგადოების ჩარჩოებში ყურადღება მიიქციოს და დსთ-ს სივრცეში აქტიური პოზიცია დაიკავოს, ეს ყველასთვის ცნობილია. და საუბარი იმაზე, რომ ამ ყველაფერს უფრო სერიოზული ქმედბები მოყვება, ჯერ ნაადრევად მეჩვენება.

ალექსანდრე რონდელი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის პრეზიდენტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100