RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პიარ-ტესტი ნარკოტიკებზე

15.03.2010  |  10:27

5559.jpegსაქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მითითებით გაივლის ნარკოტიკებზე ტესტს. მიხეილ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ პირველი ჩააბარებდა თმას ექსპერტისზისთვის, როგორც ეს იუსტიციის მინისტრობის დროს გააკეთა.

ნარკოტიკებზე დამოკიდებულება არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრალდება. პირველად ეს განაცხადა 2009 წლის სექტემბერში დიმიტრი მედვედევმა, როდესაც მოიხსენია დასავლელი ჟურნალისტების ნათქვამი, რომლებმაც სააკაშვილი არაადეკვატურ ლიდერად მოიხსენიეს. "ორ საათიანი ინტერიუ ბარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პრეზიდენტისთვის საკმაოდ ბევრია",- თქვა მედვედევმა.

ქართველებმა გაამართლეს თავიანთი ლიდერი: თურმე, ნერვიულობდა და დამამშვიდებელი ჰქონდა მიღებული.

თუმცა ეს საკითხი გასული წლის ბოლოს კვლავ ამოტივტივდა, როდესაც გიორგი ხაინდრავამ სააკაშვილს შესთავაზა, რომ ერთად შეევლოთ ნარკოდისპანსერში ექსპერტიზაზე.

ამ მითქმა-მოთქმისთვის რომ ბოლო მოეღო, სააკაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის დიმიტრი ლორთქიფანიძის ჩაგონებით, გადაწყვიტა მოეწყო ნარკოლოგირი ექსპერტიზა მთელი ხელისუფლებისთვის.

"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო იდეა, რომელიც ამ ბოლო დროს მოვისმინე",- თქვა მან.

პრეზიდენტის თქმით, 10 000 ჩინოვნიკის გამოკვლევა ჩატარდება ყველაზე სრულყოფილი და ნაკლებად დამამცირებელი მეთოდით - თმის ღერით. მელოტებს სანერვიულო არაფერი აქვთ, აი გრძელთმიანებში კი ნარკოტიკის კვალი აუცილებლად გამოჩნდება, თუნდაც ერთი წლის მოხმარებულიც რომ ყოფილიყო.

სააკაშვილი თვლის, რომ ნარკომანია საქართველოს კატასტროფით ემუქრება. მისი მონაცემებით, ნარკოტიკების გავრცელებისთვის ქვეყანაში 6 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული.

ამასთანავე, სააკაშვილის თვლის, რომ დრაკონული ზომები ამ პრობლემის გადასწყვეტად არსაკმარისია.მას სურს ნარკოტიკებთან ბრძოლის დიდი პროგრამის შექმნა. ჩინოვნიკებსა და სხვა მუშაკებს შორის ნარკომანების გამოვლენა იქნება ამ პროგრამის მხოლოდ მცირე ნაწილი.

სხვათა შორის, საქართველოში სადღაც უკვე დიდი ხანია თხოულობენ სამსახურში მიღებამდე ნარკოდისპანსერიდან ცნობას. მათ შორის, დეპუტატებისგანაც და თეატრის მსახიობებისგანაც კი.

პრეზიდენტმა თქვა, რომ როგორც კი ახალი ტექნოლოგიები დანერგილი იქნება, ის პირველი ჩააბარებს ტესტს. ასეთ სითამამეს მიხეილ სააკაშვილის უკვე მეორედ იჩენს. ჯერ კიდევ 2000 წელს, როდესაც ის იუსტიციის მინისტრის პოსტზე მივიდა, მან განაცხადა, რომ უწყებაში პირველი ჩააბარებდა სისხლს ნარკოექსპერტიზისთვის. მაშინ იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი ამხილეს დაპატიმრებულებში ნარკოტიკების გავრცელებაში.

10 წლის წინ მისი სისხლის ჩაბარებას მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალყურს ტელევიზორში. ტესტის შედეგები უკვე აღარავის ახსოვს.

ახლანდელი ინიციატივაც უფრო პიარ-აქციას წააგავს. ექსპერტიზის რეზულტატებამდე დიდი ხნით ადრე ხომ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი სახელმწიფო აპარატი ყველაზე ჯანმრთელია ბოლო წლების განმავლობაში. არადა, ლორთქიფანიძის თქმით, რომ ნარკოტიკებს მომხამრებლები კონტროლის პალატაშიც და ბევრ სხვა უწყებაშიც შეიმჩნევიან.

რა თქმა უნდა, ოპოზიციონერებს ეჭვი შეეპარათ სააკაშვილის გულახდილობაში. მაგალითად, ლეიბორისტები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს დამოუკდიებელი ექსპერტების მიერ. ქართველ ექსპერტებზე სააკაშვილს გავლენის მოხდენა შეუძლია.

ჩვენი კორესპონდენტი დაინტერესდა გიორგი ხაინდარავასთან, თვლის თუ არა ის, რომ სააკაშვილმა ლორთქიფანიძის ინიციატივაზე დათანხმებით უარყო ნარკოდამოკიდებულების ბრალდებები?

-პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რაც მე ვთქვი. ფაქტიურად მან სიმართლე აღიარა. ბუნებრივია, მაშინვე მოხდა რეაგირება ლეიბოსრისტული პარტიისგან, რომ თუკი ის თანახმაა, მაშინ ექსპერტიზა ევროპელმა ექსპერტებმა უნდა ჩაატარონ და არა ქართველებმა.

-როგორ ფიქრობთ, წავა ის ამაზე?

-რა თქმა უნდა, ევროპელებზე არ დათანხმდება. ეს ცარიელი სიტყვები, რომლითაც უკვე 5 წელია გვატყუებს.

-იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრობის დროს მან პირველმა ჩააბარა სისხლი ნარკოლოგიური ექსპერტიზისთვის...

-ის ამაზე ბევრს საუბრობს, მაგრამ არასოდეს ასრულებს. საქართველოში ბევრ რამეს ამბობენ. დემოკრატიაზეც საუბრობენ, სიტყვის თავისუფლებაზეც და იმაზეც, რომ 2008 წლის ომი საქართველომ მოიგო. ასე რომ ნებისმიერი რამის თქმა შეუძლია, სისულელეებისა და ტყუილების შეთხზვა მისი პროფესიაა.

-თქვენს აზრს სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებაზე ბევრი ადამიანი იზიარებს საქართველოში?

-ეს აზრი არ არის, ეს ფაქტია. მე არ ვიცი ვინ მიჭერს მხარს, მე ეს არ მაღელვებს, მე უბრალოდ ვიცი რასაც ის აკეთებს. მე უზუსტები ინფორმაცია მაქვს, რომ ის კოკაინს მოიხმარს.

-რუსეთში ბევრს საუბრობდნენ ჰალსტუხის ღეჭვის თაობაზე და იმის თაობაზე, თუ როგორ გაურბოდა ის ბომბდამშენებს. თვლით თუ არა თქვენ, რომ ეს ყველაფერიც ნარკოტიკული ზემოქმედებით იყო გამოწვეული?

-არა, ამას ნარკოტიკებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადაიანი და პათოლოგიური მხდალი. არ მესმის, რა კავშირი აქვს ამას ნარკოტიკებთან.

საქართველოში ნარკოტიკების პრობლემის შესახებ წუხილი გამოთქვა "მწვანეთა პარტიამ". მისი ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მოითხოვდა ჩინოვნიკებისა და დეპუტატების გამოკვლევას. თუმცა, როგორც ლეიბორისტები, ისიც თვლის, რომ ამისათვის დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა არის საჭირო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100