RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

“შავ“ პოლიტტექნოლოგებს შეცდომა მოუვიდათ?

16.03.2010  |  09:27

5570.jpegქართველი და რუსი პოლიტოლოგები აფასებენ „იმედზე" გასულ სიუჟეტს. თუკი მოსკოვში მას პროვოკაციად აღიქვამენ, თბილისში მსგავსი სცენარის განვითარება საკმაოდ სარწმუნოდ მიაჩნიათ. ერთ რამეში კი ეთანხმებიან ერთმანეთს ქართველებიც და რუსებიც - პოლიტტექნოლოგებმა ყველა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.

გასულ ზაფხულში ბევრი პოლიტოლოგი ახალ ომს ვარაუდობდა. პრესაში ედუარდ კოკოითის ლიკვიდაციის რუსულ სპეცოპერაციასაც კი განიხილავდნენ, ამაში მიხეილ სააკაშვილის ბრალდებასაც და 12-13 ივლისს რუსეთის ჯარის საქართველოში შემოჭრასაც. თუმცა გავიდა აგვისტო და ყველა ეს წინასწარმეტყველება ფუჭი აღმოჩნდა. თუმცა არა, ყველაფერი დავიწყებას როდი მიეცა. „იმედის" ეთერში ამ ვერსიამ დღის სინათლე სამოდელო გადაცემის სახით იხილა. თუმცა, დამატებული იყო ახალი დეტალებიმ მაგალითად, ხელისუფლების სადავეების ნინო ბურჯანაძის ხელში თავმოყრა.

ჩვენ ქართველ და რუს პოლიტოლოგებს ვთხოვეთ ამ „ტელეშედევრის" და ავტორების პროფესიონალიზმის შეფასება.

გია ნოდია, მშვიდობისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი: მე ვთვლი, რომ დაშვებული იყო დიდი შეცდომა, რომ არ გააკეთეს ტუტრები ინსცენირების შესახებ. თავიდან ეს იტქვა, მაგრამ სიუჟეტი ნახევარ საათს გრძელდებოდა და ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, რომ მართლაც ხდება ასეთი რამ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რომელმაც ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. რაც შეეხება თავად იდეას, მოდელირებული სცენარის გაშვება შეიძლება საკამათოც იყოს და სარისკოც, მაგრამ დაუშვებელი არ ყოფილა. თავისთავად, იქ ნათქვამი თითიდან გამოწოვილი არ ყოფილა, ეს არ არის ერთი-ორი ჟურნალისტის მიერ მოგონილი ამბავი. ასეთ სცენარს პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები სერიოზულად განიხილავენ. სამწუხაროდ, არაპროფესიონალიზმის გამო მთელი ყურადღება გადავიდა ფორმაზე, იმაზე, რომ საზოგადოებაში ოანიკა ატყდა.

-ამ სიუჟეტში იყო მწვანე ხეების კადრები. რატომ აურია ხალხმა ყველაფერი?

-ეს სწორედ ის არის, რასაც „იმედის" ჟურნალისტები ამბობენ: „ჩვენ არ გვიფიქრია, რომ ხალხი ვერ მიხვდებოდა, იქ ზაფხულია". ხალხის უმეტესობამ გაიგო, რომ ეს არასერიოზულია, მაგრამ ხალხი არ არის მიჩვეული მსგავს ექსპერიმენტებს. მთელი გადაცემა სიახლეების სტილში იყო, წამყვანიც იგივე ადამიანი იყო, რომელსაც ჩვეულებრივ მიყტავს ხოლმე სიახლეები, ამიტომაც ხალხს ყურადღება არ მიუქცევია დეტალებისთვის.

დიმიტრი ორლოვი, პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს დირექტორი: მე სიუჟეტს მივიჩნევ პროვოკაციულად, რაც მიმართულია საზოგადოებრივი აზრის დესტაბილიზაციისკენ. შეიძლება ნებისმიერ თემაზე ხუმრობა, მაგრამ ჩვეულებრივი საინფორმაციო გადაცემის ჩარჩოებში ფანტასტიკური და პროვოკაციული რგოლის ჩასმა დაუშვებელია და ყველანაირ საზღვარს სცდება.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: პროფესიონალიზმის დონე მოცემულ შემთხვევაშიმინუსებით უნდა გაიზომოს. რაც შეეხება თავად იდეას, მისი ფაქტიური მხარეც უარყოფითად უნდა შეფასდეს. ამ მასალას არანაირი გამართლება არ აქვს.

ალექსეი ზუდინი, პოლიტიკური ტექნოლგიების ცენტრის ხელმძღვანელი: ჟურნალისტებზე აქ არ გვიწევს საუბარი, რადგანაც ამოქმედებული იყო არა ჟურნალისტური ჩვევები, არამედ პოლიტიკური ტექნოლოგიები. თავიდანვე ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს არ არის ჟურნალისტური აქცია, ეს იყო პრეზიდენტის მომხრე ხალხის მიერ დაგეგმილი აქცია.

-თქვენი აზრით, რა მიხნები ჰქონდა „იმედის" ხელმძღვანელობას ან მათ, ვინც ეს სიუჟეტი დაგეგმა?

გია ნოდია: მათ სურდათ ეთქვათ, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს და მისი განხილვა საჭიროა.

-ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაშინება სურდათ?

-მე არ ვიხმარდი სიტყვას „დაშინება", ეს მოწოდებაა, რომ უფრო სერიოზულად აღიქვამ საფრტხე. მე ვიცი, პრეზიდენტი და ბევრი დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ამას სერიოზულად აღიქვამენ და პუბლიკაც ასე უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. თუმცა, გაკეთების ხერხი იყო კონტრპროდუქტიული.

დიმიტრი ორლოვი: ალბათ, საზოგადოებრივი აზრის გაყოფა და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება.

რამაზ საყვარელიძე: მასალები რუსული აგრესიისა და ქართული ოპოზიციის დაკავშირებით გაკეთდა. ეს ლოგიკურად ითვალისწინებს, რომ ამ მასალის ფუნქცია იყო ოპოზიციისა და რუსული აგრესიის ერთმანეთთან დაკავშირება ხალხის გონებაში. ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ ოპოზიცია რუსეთის გავლენაშია მოქცეული. მსგავსი პროპაგანდისტული მომენტები საბჭოტა კავშირშიც შეიმჩნეოდა.

-შეიძლება თუ არა ეს ყოფილიყო „საინფორმაციო სივრცის მოსინჯვა" სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში?

-რას მისცვემდა მათ ეს? სხვანაირ რეაქციას ელოდა ვინმე? თანაც ისეთი ჭრილობის შემდეგ, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო? დაიწყო ქაოსი და არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას შორის, მაგრამ ადმინისტრაციულ სტრუქტურებს შორის. თუკი ვინმეს სურდა ქვეყანაში მზადყოფნის შემოწმება, მაშინ ხელისუფლებასაც შესაბამისად უნდა ემოქმედა: მოეხდინათ საზოგადოების მობილიზება. ეს არ გაკეთდა. ეს იყო იდეა, რომელმაც სიტუაციის გართულება გამოიწვია.

-აი, მაგალითად, ოლეგ პანფილოვმა თქვა: შეხედეთ, ამ სიუჟეტის შემდეგ ხალხი არ გავარდა რუსეთის ჯარის ყვავილებით შესახვედრად. ეს კი იმას მოწმობს, რომ საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ არის განწყობილი და მას მტრად აღიქვამს.

თუკი ამისთვის ეს ექსპერიმენტი იყო საჭირო, გასაკვირია. რა თქმა უნდა, საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ არის განწყობილი. არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთის ჯარი მართლაც შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე იქ დგას. რომელი ყვავილებით უნდა შეხვდეთ ასეთ ქვეყანას. ეს მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ოლეგ პანფილოვი ქართველებს კი არა, ზოგადად ადამიანებს არ იცნობს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100