RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სამხრეთ ოსეთს რევოლუცია ელის?

22.03.2010  |  10:28

5615.jpegცხინვალის მერიამ, საკუთარ მოქალაქეებს მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოების უკიდურესად ნელი ტემპებით. თუმცა, აქციის ორგანიზატორები მაინც აპირებენ ხალხის ქუჩაში გამოყვანას და მოსალოდნელია, რომ ედუარდ კოკოითის გადადგომასაც მოითხოვენ. ხელისუფლებამ უკვე აგრძნობინა მათ, რომ არ დაუშვებს არეულობას და ოპოზიციას ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში დასდეს ბრალი. ორივე მხარე კატეგორიულადაა განწყობილი, ასე რომ 21 მარტს ყველაფერია მოსალოდნელი. დაპირისპირების მიზეზების გარკვევა GeorgiaTimes-მა საცადა.

ცხინვალელი დაზრალებულები პირველად არ აპირებენ საპროტესტო მიტინგის მოწყობას, მშენებლობის ნელი ტემპებისა და „რესპუბლიკის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის" წინააღმდეგ. მეორე მოთხოვნაზე ალბათ ღირს უფრო დაწვრილებით შეჩერება.

ოპოზიციური ბანაკიდან გადაბარგებული ალან ჯიკაევის მონაცემებით, მიტინგის ჭეშმარიტი ორგანიზატორები, მოსკოვში სხედან და მათ ედუარდ კოკოითის გადასადგომად რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა სურთ, კონსტიტუციით აპელირების საშუალებით. ამასთან ერთად, თავად „მთავარ კანონში" ნათლადაა გაწრილი, რომ ეს საკითხი არ შეიძლება პლებისციტზე იქნეს გატანილი. ანუ, ამ მოთხოვნას დასაწყისშივე პროვოკაციული ხასიათი აქვს და ოპოზიციის „რუხი კარდინალები" უბრალოდ იმედოვნებენ, რომ მიტინგს დაარბევენ და სიხლი დაიღვრება, რაც საბოლოო ჯამში პრეზიდენტის განდევნას გამოიწვევს.

ჯიკაევი, უნდა ვიფიქროთ რომ პოლიტექნოლოგების კარნახით, ამბობს, რომ ეს ამჯერად თბილისიდან დაგეგმილი, ახალი „ფერადი რევოლუცია" იქნება.

ამის დაჯერება არც ისე ადვილი, თუ კი იმას გავითვალისწინებთ, რომ კოკოითის მთვარი ოპონენტი - კომპანია „სტროიპროგრესის" თაკაცი ალბერტ ჯუსოევია, რომელიც „ძურიკაუ-ცხინვალის" გაზსადენს აშენებს და მოსკოვში ცხოვრობს. ამ დღეებში მან მართლაც მოუწოდა რესპუბლიკის მოსახლეობას, პრეზიდენტის გადადგოა მოითხოვონ.

ჯუსოევის აზრით, კოკოითის გუნდმა არარაციონალურად გამოიყენა, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავდასხმის შემდეგ, რუსეთის მიერ რესპუბლიკის აღორძინებისათვის გამოყოფილი სახსერები. ეს მთვარი ბრალდებაა, რასაც - წამყვან პოსტებზე ედუარდ ჯაბეევიჩის, ნათესავების და დახლოებული პირების დანიშვნა, ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ოპოზიიციისა და ხალხის პროტესტის ჩახშობა ემატებ.

ცხინვლის მერია, თითქოს და სპეციალურად ადასტურებს ბრალდების უკანასკნელ პუნქტს, დაზარალებულთა მიტინგის აკრძალვით, რომელთა სახელითაც გამოდის გრიგორი ძასოხოვი. საბაბად აფოსლუტური ფორმალობა დასახელდა - მიტინგის ორგანიზატორის სრული მოაცემების და მისამართის უქონლობა. თუმცა, მას სხვა ვარიანტი შესთავზეს - მიტინგის მაგივრად ქალაქის ადმინიტრაციის დიდ დარბაზში კრება ჩაატაროს.

სს „რეს" ჟურნალსიტებმა ძასოხოვი მოინახულეს, რომელიც წელიწადნახევარზე მეტია ექვს ბინიანი დამწვარი სახლის გვერდით, კარავში ცხოვრობს. გაირკვა, რომ დაზრალებული თავად ამბობს უარს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ აღდგენის გეგმაზე. მას სთავაზობენ ამ ადგილას ახალი სახლის აშენებას, რომელშიც როგორც ძველში ისევე - ხუთი ბინა სახელწიფოს საკუთრება იქნება, ხოლო მეექვსე, ძასოხოვის. თუმცა, ის მთელ სახლს თავის საკუთრებად თვლის, იმის საფუძველზე, რომ 1940 წლამდე სახლი მის ბაბუას ეკუთვნოდა და მისი აღდგენაც მას თავად სურს.

ქალაქის მერი გერასიმ ხუგაევი თვლის, რომ ძასოხოვის მიერ დაგეგმილი მიტინგი - მხოლოდ საბაბია, მდგომარების დასტაბილიზაციისათვის და ყოველივე ამის უკან, კვლავ საქართველოს სპეცსამსახურები და დასავლური ფონდების ფული დგას.

მიუხედავად აკრძალივისა, მიტინგის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გამოვიდნენ ქალაქის სადგურის-პირა მოედანზე 21 მარტს. ამის შესახებ GeorgiaTimes-ს საინფორმაციო სააგენტო რეგნუმის რესპუბლიკა ჩრდილო ოსეთის სპეციალურმა კორესპონდენტმა - ალან მურატ გაბროევმა შეატყობინა.

- თუ კი კანონით მიტინგი ჩატარების უფელბა არ გასცეს, თანაც ეს პიკეტი არ არის და ამიტომაც სავალდებულოა ნებართვა, ორგანიზატორების წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს გაატარებენ, ვინაიდან ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა იქნება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მაინც გამოვლენ და საკუთარ პრეტენზიებს წამოაყენებენ. ეს ომის დროს სახლებდამწვარი ხალხია, რომლებიც უკმაყოფილონი არიან აღდგენითი სამუშაოების უკიდურესად ნელი ტემპით სამხრეთ ოსეთში.

-რამდენად სამართლიან მათი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ?

- არსებობს ობიექტური მიზეზები - ამ დრომდე ზოგიერთი მოქალაქე კვლავ კარავში ცხოვრობს. რამდენად სამართლიანი ეს - ალბათ თვად დაზარალებულებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელთაც ხელისუფლებამ დახმარება აღუთქვა. მაგრამ, ახლახანს მე ვიყავი იქ და ვნახე, რომ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მიკრორაიონში „მოსკოვსკი კერძო სახლები შენდება. მართლია, ჯერ მხოლოდ გაზაფხულის დასაწყისია, მაგრამ სამშნებლო სამუშაობეი ცხინვალში მიმდინარეობს.

-იქ შეიძლება რაიმე არეულობა მოხდეს?

მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება არ გამოიყენებს ძალისმიერ მეათოდებს, მიტინგის მონაეწილეების წინააღმდეგ. ახლა სამხრეთ ოსეთში სიტუაცია რთულია,იმიტომ რომ ძლიერი თოვლის გამო მათ დაუწყდათ ელექტროგადამცემი ხაზები, გზები თოვლის ქვეშ არის და საეჭვოა რაიონებიდან ხახლმა ჩამოსვლა შეძლოს. ასე რომ თუ კი მიტინგი შედგება, ის მცირერიცხოვანი იქნება. ადამიანები სახლში დარჩენას მჯობინებენ. დღეს-დღეობით ცხინვალში ნორმალური მდგომარეობაა.

ოსეთის ხელისუფლების მიმართ პრეტენზები, სახსრების არაეფექტურად გამოყენების გამო, ადრე რუსმა ჩინოვნიკებმაც წამოაყენეს. ამის შესახებ GeorgiaTimes-ს პოლიტიკური კონიუქტურის წამყვანმა ექსპერტმა დიმიტრი აბზალოვმა შეახსენა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100