RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სიცოცხლსიუნარიანია თუ არა ქართული სტრატეგია?

23.03.2010  |  10:23

5630.jpegრუსეთმა, ეუთოში გააკრიტიკა - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობების ქართული სტრატეგია. რუსი დიპლომატების შეხედულებით, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის კონფრონტაციის წლების განმავლობაში დაკარგული ნდობის აღდგენა, საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიებითა და გეგმებით კი არ უნდა დაიწყოს, არამედ წარსული შეცდომებიდან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებითა და სამხრეთ კავკასიაში ახალი სამართლებრივ-პოლიტიკური რეალიების აღიარებით. დაუჭერს თუ არა მხარს ორგანიზაცია ქართულ სტრატეგიას და გაითვალისწინებენ თუ არა მოსკოვის კრიტიკას თბილისში, ამის გარკვევას GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი პოლიტოლოგებთან შეეცადა.

19 მარტს საქართველომ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ახალი სტრატეგია წარუდგინა ეუთოს. ოფოციალურ თბილისს, დოკუმენტის რეალიზებაში ორგანიზაციის ხელშეწყობის იმედი აქვს. როგორც ცნობილია, სტრატეგია საქართველოს ხელისუფლების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობასთან ურთიერთობებს შეეხება და ისეთ საკითხებს შეიცავს როგორებიცაა განათლების, კულტურული კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარება. ოფიციალურ პირთა განცხადებების მიხედვით, დასახული ნაბიჯები რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხების დაახლოებისათვისაა აუცილებელი. ის ასევე ითვალისწინებს ეკონომიკურ ურთიერთქმედებებს და უსაფრთხოდ საზღვრის გადაკვეთის საკითხს, როგორც საქართველო-აფხაზეთს, ასევე საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის.

თუმცა, მიუხედავად ტერიტორიული პრობლემების მხოლოდ დიალოგის გზით მოგვარების დაპირებისა, ახალგაზრდა ამიერკავკასიური რესპუბლიკები დოკუმენტის ქართულ დამატებაში „მარიონეტული რეჟიმების მიერ" კონტროლირებად „ოკუპირებულ ტერიტორიებადაა" მოხსენიებული.

საკითხის ამგვარი ფორმულირება არ აწყობს არც რუსეთს, არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს. სმოლენსკის მოედანზე თვლიან, რომ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებამ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის კაარდინალური ცვლილება გამოიწვია, ამიტომაც, რაც უფრო სწრაფად აღიქვამს საქართველო ახალ რეალიებს, მით უფრო სწრაფად დაისადგურებს რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის ატმოსფერო.

ვენაში სტრატეგიის განხილვის მიმდინარეობისას, ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა დოკუმენტს, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის „მორიგი პროპაგანდისტული აქცია" უწოდა. დიპლომატის თქმით, ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ეჭვი აღარ რჩება, რომ ქართველი პოლიტიკოსების ამგვარი აქცია, იმის საცდელადაა მოწოდებული, რომ „როგორღაც მოხადინონ რეგიონაში გატარებული თავიანთი პოლიტიკის დამანგრეველი შედეგების ამორტიზება, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ". აზიმოვი ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს აფხზებისა და სამხრეთ ოსების შეხედულებების იგნორირებას, იმის მაგივრად, რომ ღიად ითხოვოს პატიება „ჩადენილი ბოროტმოქმედებებისათვის".

მზად არიან თბილისში მოსკოვის კრიტიკის გასათვალისწინებლად და მხარს დაუჭერს თუ არა ეუთო ქართულ სტრატეგიას, ამის შესახებ GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ქართველ და რუს პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

სერგეი დემიდენკო, სტრატეგიული შეფასებებისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ გაითვალისწინებს რუსეთის კრიტიკას. სააკაშვილი არ აპირებს რესპუბლიკის, როგორც საგარეო ასევე შიდა პოლიტიკური ვექტორის შეცვლას, რაც გარეშე მტრის ხატის ექსპლუატაციაზეა დაფუძნებული, როგორიც ამაჟამად მათთვის რუსეთია. და უნდა ითქვას, რომ ტელეკომპანია „იმედის" სიუჟეტში განვითარებული მოვლენები, სწორედ ამას მოწმობს. რუსეთი, საქართველოს მიერ კვლავ მტრად აღიქმება, ამიტომაც ყველა მისი ინიციატივა დასაწყისშივე ნეგატიურად იქნება მიღებული.

ახლა ეუთოში ხანგრძლივი დისკუსიების პერიოდია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ორგანიზაცია არ დაუჭერს ქართულ სტრატეგიას მხარს. უფრო მეტიც, ჩემის აზრით, ახალს არაფერს შეიცავს საქართველოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი. ამიტომაც ამ შემთხვევაში თავის როლს აქ, რუსეთის პოზიცია ითამაშებს. ამასთან ერთად, ევროპაში უკვე ჩამოუყალიბდათ გარკვეული დამოკიდებულება არა საქართველოს, არამედ სააკაშვილის მიმართ. ეს 2008 წლის აგვისტოსთანაა დაკავშირებული და იმასთან რაც თავად ევროპელებმა დაამოწმეს ტალიავინის მოხსენებაში: სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ინიციატივა, სააკაშვილისგან მოდიოდა.

ევგენი მინჩენკო, პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი.

ვფიქრობ, რომ რუსეთის კრიტიკას საქართველო არ გაითვალისწინებს. თუნდაც იმ მიზეზით, რომ საქართველო ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მათ რეინტეგრაციას ისახავს მიზნად. რუსეთი კი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს სახელმწიფოებად თვლის, რომლებიც უკვე გახდნენ დამოუკიდებლები. და თუ კი, თავად სტრატეგია არასწორადაა მიზნობრივად გათვლილი და ის არ ემთხვევა გეოპოლიტიკურ რეალიებს, რაღა აზრი აქვს მის ჩასწორებას.

ის არ გახლავთ ანტირუსული. დოკუმენტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ევროკავშირის პოზიციას ემთხვევა. რაც შეეხება პერსპექტივებს, ეუთო როგორც ვიცით კოლექტიური ორგანოა, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება შუალედური იქნება „არც თქვენებს და არც ჩვენებს" ანუ ქართული სტრატეგია განხილვის დონეზე გაიყინება.

ივლიანე ხაინდრავა, „რესპუბლიკური პარტიის" წევრი, პოლიტოლოგი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100