RSS
на русском en in english
31.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

”თავისუფლების ქარტია” ჯაშუშებისა და კომუნისტების წინააღმდეგ

24.03.2010  |  16:28

5645.jpegქართული პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს კანონპროექტს "თავისუფლების ქარტია", რომელიც შეიცავს "კანონს ლუსტრაციის შესახებ" და "პატრიოტულ აქტს". პირველმა უნდა გამოამჟღავნოს საბჭოთა აგენტები და კომუნიზმის მომხრეები, მეორემ კი უნდა გააძლიეროს სპეცსამსახურების კონტროლი სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით. ჩვენი თანამოსაუბრეები განიხილავენ კანონპროექტის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს.

ქვეყნის პარლამენტმა განსახილველად მიიღო "თავისუფლების ქარტია", რომლის ინიციატორიც იყო დეპუტატი ფრაქციიდან "ძლიერი საქართველო" გია თორთლაძე. ავტორმა დიდი ხნის წარუდგინა კოლეგებს დოკუმენტი, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებილა. როგორ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი იყო ზოგიერთი დეპუტატის მივლინება.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკრიტიკებული ორი კანონის ერთი სახელის ქვეშ გაერთიანება თორთლაძეს გასული წლის დეკემბერში მოუვიდა აზრად.

"პატრიორული აქტი" ითვალისწინებს ღონისძიებებს, რომლითაც საქართველომ უნდა დაიცვას თავი ტერორისტებისგან. დოკუმენტი აკოპირებს ბევრ ამერიკის კანონის მსგავს წინადადებას, რაც მიღებული იყო 2001 წლის 11 სექტემბერს ტყუპებზე თავდასხმის შემდეგ. ის, მაგალითად, ითვალისწინებს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ 10 000 ლარზე მეტი ოდენობის საბანკო გადარიცხვების კონტროლს. ოპოზიციას, რომელიც ხშირად ფულს უცხოეთიდან იღებს, ეს აშფოთებს.

კანონპროექტის თანახმად, შსს-ს უნდა დადგას სათვალთვალო კამერები აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, რკინიგზის სადგურებში, მეტროებში, სტრატეგიულ ხიდებზე, ელექტროსადგურებზე და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. ეს ასევე აძლიერებს სახელმწიფოს კონტროლს საკუთარ მოქალაქეებზე.

"კანონი ლუსტრაციის შესახებ", თავის მხრივ, ადგენს იმ თანამდებობების სიას, სადაც ვეღარ დაინიშნება ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდა კომპარტიის ლიდერად, კომკავშირში ან სსრკ-ს უსაფრთხოების სამსახურში. პირველ რიგში ეს არის მაღალი პოსტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტი აპარატში და ხელისუფლებაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში, სტატისტიკის დეპარტმანეტში და სახელმწიფო არხებსა და რადიოებში.

მსგავსი პროექტის პირველი ვარიანტი შეიმუშავეს ჯერ კიდევ 2005 წელს წინა მოწვევის პარლამენტში. ინიციატივა მოდიოდა რესპუბლიკური პარტიისა და კონსერვატორებისგან, რომლებთან ერთადაც მაშინ გამოდიოდა გია თორთლაძე. ავტორები იყნებენდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ჩეხეთისა და ლატვიის გამოცდილებას.

ამ ორი კანონპროექტის გაერთიანება სახელში "თავისუფლების ქარტია" გამოიყურება როგორც სიმართლის სამინისტროზე გამოკიდებული აბრა: "ომი - ეს მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა, არცოდნა - ძალა". უცნაურია, რომ საქართველოს მოქალაქეების ტავისუფლების შემზღუდავ დოკუმენტს ასევე უწოდეს ისე, როგორც აფრიკული ტომების დეკლარაცია, რომლებიც კოლონიური მონობისგან გათვაისუფლდნენ. მოკლედ, თავად გია თორთლაძე ამაში ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავს.

-კანონს აკრიტიკებენ, თუმცა ის ჯერ არავის წაუკითხავს. მე ვთვლი, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ფორმა, რომ ქვეყანა დაცული იყოს გარეშე მტრისგან. ეს დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვან საკიტხებთან,- განაცხადა დეპუტატმა ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში.

-ზოგიერთი ექსპერტი, მაგალითად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, თვლის, რომ კანონმა ლუსტრაციის შესახებ დაიგვიანა რამდენიმე წლით და ბალტიის ქვეყნებმა ის 90-ანი წლების დასაწყისში მიიღეს.

-დიახ, მე ვეთანხმები, რომ კანონმა დაიგვიანა, უფრო ადრე იყო საჭირო მისი მიღება, სწორედ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მენაღარიშვილი იყო. თუმცა მაშინ ქვეყანას სათავეში ედგა შევარდნაძე - ადამიანი სწორედ იმ კგბ-ს ორგანოებიდან. მე კი პარლამენტში შესვლის პირველივე დღიდან ამ ინიციატივით გამოვდიოდი.

-იქნება თუ არა ეფექტიანი კანონი ახლა? ნუთუ ბევრი ადამიანი დარჩა საბჭოთა სპეცსასამხურებიდან და კომპარტიიდან ხელისუფლებაში? მოუნდებათ კი მათ ნებაყოფლობით ამისი აღიარება?

-ისინი არ არიან ხელისუფლებაში, თუმცა, შეიძლება, ერთი-ორი იყოს გამორეული. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანები ვეღარასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში. კანონის მიხედვით ეს იქნება ნებაყოფლობითი აღიარება და თანამდებობის დაკავებაზე უარი. მაშინ სახელები საიდუმლოდ დარჩება. მაგრამ თუკი ადამიანი უარს იტყვის სპეციალურ კომისიასთან თანამშრომლობაზე, მისი გვარი გაჟღერდება და გამოქვეყნდება სიები. ეს ეხება კომპარტიისა და კომკავშირის ყველა ლიდერს. მათ შეეძლებათ არჩევნებში კენჭის ყრა, მაგრამ ამომრჩევლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ეს ფაქტები მათი ბიოგრაფიიდან.

-ოპოზიციას ეშინია, რომ "პატრიოტის აქტი" მოქალაქეებზე თვალთვალისთვის იქნება გამოყენებული.

- არა, არ იქნება. ამ ხალხს არ წაუკითხავს კანონპროექტი. იქ არ არის საუაბრი სატელეფონო მოსმენებსა და ინტერნეტ-მიმოწერზე.

-აბა, რა იქნება?

-იქნება ფულადი გადარიცხვების კონტროლი, გაძლიერდება კონტროლი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებზე. იქ უნდა იდგეს ხალხი და ამოწმოს ყველა. ძალიან ბევრი აფეთქება მოხდა მოსაზღვრე რეგიონებში. ტერაქტების აღმოფხვრის მიზნით ასეთი კონტროლი აუცილებელია.

-კანონპროექტი გულისხმობს შეზღუდვებს, მას კი "თავისუფლების ქარტია" ეწოდება, ეს არ ეწინააღმდეგება მის არსს?

-თავისუფლება არ ნიშნავს ანარქიას. თავისუფალ ქვეყანაში ბოროტმოქმედი ციხეში უნდა იჯდეს. არ შეიძლება ადამიანების ტერორიზება თავისუფალ ქვეყნებში. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა იყენებს შეზღუდვებს თავისი მოქალაქეების თავისუფლებისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100