RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

10 მილიარდი აფხაზეთს „თავისუფალი ცურვისთვის“

25.03.2010  |  23:28

5660.jpegდღეს მოსკოვში, აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განიხილა რუსეთის ბიუჯეტიდან, რესპუბლიკის დაფინანსების სქემა. კრემლმა 10 მილიარდი რუბლის გამოყოფა აღუთქვა პარტნიორს - იმდენივესი, რამდენსაც სამხრეთ ოსეთი მიიღებს. გამართლებულია თუ არ აფხაზეთში ამ ოდენობის თანხის დაბანდება, ამას GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი არკვევდა.

უკვე ამ კვირაში უნდა დამტკიცდეს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კომპლექსური გეგმა, რაც დიდ თანხების ინვესტირებას ნიშნავს. რუსეთი რესპუბლიკაზე 10 მილიარდ რუბლს დახარჯავს, სამი წლის განმავლობაში.

რუსული ფულით, პრემიერ სერგეი შამბას თქმით, აფხაზები „ძალიან ბევრი რამის აშენებას" აპირებენ, 160 კილომეტრი მხოლოდ გზები აშენდება. თანხები საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზეც დაიხარჯება, სოფლის მეურნეობაზეც და სოციალურ პროგრამებზეც.

ამ უსასყიდლო დახმარების გარდა, მოსკოვი საბანკო სისტემის გავითარებისთვის 700 მილიონ რუბლს გამოყოფს, დაბალი პროცენტით 10 წლიანი კრედიტის სახით. როგორც შამბა აცხადებს, სახელმწიფოს მოსახლეობისათვის კრედიტების გამოყოფის დარეგულირებას აპირებს, მცირე პროცენტების საფასურად, მცირე ბიზნესის განსავითარებლად.

რა არხებით გამოიყოფა ეს თანხები და როგორ გააკონტროლებს რუსეთი დანახარჯებს, პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ამ დღეებში სწორედ ხსენებულ საკითხებს ათანხმებს.

წინასწარი ინფორმაციით, ისეთივე სტრუქტურა შეიქმნება, როგორც სამხრეთ ოსეთში, გადმოსცემს „აფსნიპრესი". ანუ რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანოში გამოცხადდება ტენდერები, სადაც გაირკვევა შემსრულებელების ვინაობა და მათ გადაერიცხებათ ფული.

სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, რუსეთს სოხუმის მიმართ პრეტენზიები თანხების გახარჯვასთან დაკავშირებით არასოდეს არ ქონია, აღნიშნა შამბამ. უფრო მეტიც, მისი თქმით, ეკონომიის გზით შეგროვილი თანხებით, დამატებით ხდებოდა სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენა.

რაში სჭირდება ეს რუსეთს? საქართველოში თვლიან, რომ მან თვალი დაადგა აფხაზეთის უძრავ ქონებას, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ საკურორტო პერსონალის სახით აღიქვამს. იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი, აფხაზეთის არანირ დამოუკიდებელ ქმედებებს არ დაუშვებს, „ექსპერტთა კლუბის" წევრს ირაკლი ცქიტიშვილს, მაგალითად ვლადიმერ პუტინის ამასწინადელი განცხადება მოჰყავს, ბელორუსიის მისამართით. GeorgiaTimes-ი უკვე წერდა, რომ მრავალმა ალბათ მისი სიტყვები, ყოფილი ქართული ტერიტორიების „არ აღიარების ნებართვად" მიიღო. ჩვენი გამოცემის რუსმა თანამოსაუბრეებმა უფრო მეტი ყუარდღება, კისა ვორობიანინოვის გამოთქმის მეორე ნაწილს დაუმთმეს: ამ საკითხთანდაკავშირებით ვაჭრობა დაუშვებელია.

ხოლო გაუგებრობები რუსეთის მოქალაქეების საკუთრებასთან დაკავშირებით მართლაც იყო და სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის ყიდვა-გაყიდვის უფლების დაკანონებასაც კი აპირებდა. თუმცა, ის ოპოზიციის პროტესტმა შეჩერა. ამის და იუხედავად ხელისუფლება პირობას დებს, რომ გადახედავს კანონმდებლობას და დაიცავს უცხოელი მყიდველების უფლებებს. „იზვესტიეს" მონაცემებით, მხოლოდ ახალად აშენებული უძრავი ქონების ყიდვის ნებართვას გასცემენ, ხოლო მიწით ვაჭრობას აფხაზეთის ხელისუფლება არ აპირებს.

მაგრამ, როგორც რუსი ექსპერტები თვლიან, საკუთრების საკითხები სოხუმთან მიმართებაში - სულაც არ არის უმთავრესი. თანამშრომლობა სულ სხვა რამეზეა დაფუძნებული - სტრატეგიულ და მორალურ-ზნეობრივ საფუძვლებზე, მიგვანიშნებს ვალერი ხომიაკოვი, ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს გენერალური დირექტორი.

- რუსეთს აფხაზეთის წინაშე ვალდებულები აქვს, ამგრამ იურიდიული კი არა, არამედ ზნეობრივი. როგორც ჩანს რუსეთს ასეთი ბედი აქვს - დაეხმაროს დაჩაგრულებს. ის პირველად არ გამოდის ამ როლში. აქ რათქმაუნდა სტრატეგიული ინტერესიც არსებობს. აფხაზეთი, რუსეთისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია კავკასიაში. ამსათან არის დაკავშირებული მისი ფინასური დახმარებაც.

- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერენ, რომ აფხაზეთი, მიუხედავად რუსეთის მხრიდან დახმარებისა, მაინც ავიწროვებს რუსების საკუთრების უფლებას აფხაზურ უძრავ ქონებაზე. ამის ახსნა „უმადურობით" ხომ არ შეიძლება?

- ჟურნალისტები და ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო აკურატულები უნდა იყვნენ. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალაა დაინტერესებული იმით, რომ რუსეთმა და აფხაზეთმა იჩხუბონ. აქ მნიშვნელოვანია გააზრებული პოლიტიკა. მე ვიცი, რომ აფხაზური ბიზნესი სიფრთხილით ეკიდება იმას, რომ რუსულ ბიზნეს მისი გასრესა შეუძლია და ეს მართლაც შეიძლება მოხდეს. ასეთი რთული საკითხების გადასაწყვეტად, მე ვფიქრობ, რომ ერთობლივი ორგანო უნდა შეიქმნას, ჩერნომირდინის კომისიის მსგავსი, რომელიც 90-იან წლებში აშშ-სა რუსეთის ურთიერთობების პრობლემებით იყო დაკავებული. ვფიქრობ ამ შემთხვევაში პარლამენტის თანხმობით და პრეზიდენტების გადაწყვეტილებით, ამგვარი კომისია უნდა შეიქნას და სწორედ იქ უნდა განიხილონ, რას აკეთებს რუსეთი, აფხაზეთისათვის „სახიფათოს".

რუსეთისათვის მნიშვნელოვანია „რბილი ძალის" ფორმა შეარჩიოს ანუ უფრო ზუტად ამ ფორმით დახმარების გაწევა, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მ დაუჭირა მხარი გერმანიასა და იაპონიას, შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის გარეშე. ჩვენ არ უნდა ჩავუძვრეთ თავში აფხაზებს და გასულმა არჩევნებმა დაგვანახა ამგვარი პოზიციის უპირატესობა. ჩვენ არ დავუშვით შეცდომა, ჩუმად ვიდექით განზე და აფხაზ ხალხს თავად მივეცით არჩევანის გაკეთები საშუალება, თუ როგორი პრეზიდენტი სჭირდებათ მათ. კიდევ 2-3 ამგვარი არჩევნების ციკლი და აფხაზეთი გამოიკეთებს საკუთარ რეპუტაციას. ისინი უკვე აღარ იქნებიან მთიდან ჩამოსული სეპარატისტები და იქნება დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ძალუძს პატიოსანი გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100