RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

თბილისმა სოხუმისათვის არასაფრენი ამინდი შეუკვეთა

26.03.2010  |  10:04

5662.jpegრუსეთმა სოხუმის ბაბუშერას აეროპორტს ახალი კოდი მიანიჭა და მალე ის ამოქმედდება კიდეც, იტყობინება აფხაზეთის ხელისუფლება. საქართველო დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამის უფლება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს აქვს, სადაც აპირებს კიდეც ჩივილს. ამასობაში, ავიაკავშირი აფხაზეთის ეკონომიკას ბრწყინვალე პერსპექტივებს უქადის.

რუსეთს, სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მისანიჭებლად არ გააჩნია უფლებამოსილება. ამის შესახებ თავიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გნაცხადა, შემდეგ კი პარლამენტმა. ეს ინფორმაცია GeorgiaTimes-ს დაუდასტურა რუსეთის ფედერაციის ავიადისპეჩერთა პროფკავშირების უფროსმა სერგეი კოვალიოვმა. თუმცა მან დააზუსტა, რომ რუსეთს შეეძლო თავდებობა აეღო ICAO-ში აფხაზეთზე და ამგვარად მიეღო საჭირო კოდი.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-ეპიკერი პაატა დავითაია დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველოს ხელსიუფლებამ სასწრაფოდ მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO). აუცილებელია, მათ ვთხოვოთ აკრძალონ სოხუმიდან ფრენა და გამოიყენონ ავიკომაპნია-დამრღვევების მიმართ სანქციები, აცხადებს დეპუტატი.

სოხუმის აეროპორტი დღესაც შეიძლება იპოვნო მონაცემთა ბაზაში ქართული კოდით UGSS- Babusheri. ამ კოდით ის 1993 წლამდე მუშაობდა, როდესაც სამოქალაქო ომის შედეგად დაიკეტა. აფხაზები მას პერიოდულად იყენებდნენ, მაგრამ როგორც პილოტები აცხადებენ აუცილებელი ტექნიკის უქონლობის გამო, ინტუიციის იმედზე ჯდებოდნენ.

„ჩვენ თანამედროვე სანავიგაციო სისტემა გვესაჭიროება და სხვა ინფრასტრუქტურული უზრუნველყიფა, რაც სამწუხაროდ, სოხუმის აეროპორტს დღესდღეობით არ გააჩნია",- ამბობს აფხაზეთის პრემიერი სერგეი შამბა. მაგრამ, იმაში რომ ეს ყველაფერი იქნება, ეჭვი არ ეპარება. მოსკოვი დაეხმარებათ, როგორც ფულით, ასევე სპეციალისტებითაც.

იანვარში, ამ ორმა ქვეყანამ ავიაკავშირის შესახებ შეთახმებას მოაწერა ხელი. მათ მოილაპარაკეს, თავთავიანთ ტერიტორიებზე აუცილებელი პირობები შექმნან, საჰაერო ხომალდები ფრენების განსახორციელებლად და ამთი სანავიგაციო, ტექნიკური და სააეროპორტო მომსახურებისთვის.

საუბრები აეროპორტოს აღდგენაზე 2008 წლის ომის შემდეგ გააქტიურდა, რის შედეგადაც აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მიიღო. საქართველომ, არ აღიარა რესპუბლიკის გამოყოფა და უმალ გააპროტესტა რუსეთის წინადადება საფრენი ბილიკების გახსნის შესახებ. თუმცა, როგორც აფხაზეთის ნაპირებთან რუსული ხომალდების დასწრება და ფიჭური კავშირის რუსული ოპერატორების მუშაობა, განსაკუთრებული პრობლემები საქართველოს განცხადებებმა, აფხაზებს ჯერჯერობით ვერ შეუქმნა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ ჯერ კიდევ შარშანწინ დაუშვა, რომ სოხუმიდან ფრენები შეიძლება განახლებულიყო, საქართველოს თანხმობის გარეშეც. მაგრამ, მისი აზრით, იქ მხოლოდ რუსული თვითმფრინავები იფრენდნენ, ვინაიდან ნიკარაგუას ეს არ სჭირდება. არც ვენესუელასა და ნაურუს, რომელბმაც ცოტა მოგვიანებით აღიარეს აფხაზეთი. დანარჩენი ქვეყნები კი არ დაარღვევენ საქართველოს კანონებს.

ამის და მიუხედავად, ახლახანს აფხაზეთის პრემიერმა სერგეი შამბამ შეტყობინება გააკეთა, არამარტო ახალი კოდის მინიჭებაზე, არამედ იორდანიის, თურქეთის და რუსეთის კომპანიების სურვილზეც, იფრინონ სოხუმში. მისი თქმით, ისინი დაინტერესებულნი არიან როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავიო გადაზიდვებით. სხვათაშორის, თურქული ხომალდები დღემდე ცურავენ აფხაეთის ნაპირებთან, მიუხედავად შარშანდელი ინციდენტისა, როდესაც საქართველოს სასაზღვრო კატერებმა თურქული გემი დააკავეს.

აეროპორტმა შესაძლოა ახალი სული ჩაბეროს ადგილობრივ ტურიზმს. შარშან მათ უკვე შეძლეს ტურისტების რაოდენობა გაეზარდა, იმასთან შედარებით ვიდრე ეს რესპუბლიკის აღიარებამდე იყო. როდესაც ახალი კონფიქტის შესაძლებლობა არსებობდა. საკუთარი წვლილი რეკრეაციულ სფეროში რუსულმა ინვესტიციებმაც ითამაშა. შარშან რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რესპუბლიკის სანატორიუმებსა და პანსიონატებს, გაგრაში საბავშო აკვაპარკი ამუშავდა.

ოლიმპიადისათვის ინფრასტრუქტურის შექმნის გათვალისწინებით, ტურისტების ნაკადი უახლოეს მომავალში გაიზრდება და ავიაკავშირი ძალიან დროული იქნება.

საქართველომ, როგორც ცნობილი გახდა, თავადაც განაცხდა სურვილი ხელი შეუწყოს რესპუბლიკის განვითარებას, რაც ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს გულისხმობს. ამ ყველაფერზე საუბარია ახალ სტრატეგიაშია „გაერთიანება თანამშრომლობის გზით". თუმცა დოკუმენტმა რამოდენიმე წლით დააგვიანა, რომელთა განმავლობაშიც არამარტო დახმარების დაპირება იყო შესაძლებელი, არამედ რეალური ინვესტირებაც რესპუბლიკის განსავითარებლად, და არა პირიქით, უკიდურესი გაჭირვების შექმნა ბლოკადის საშუალებით.

მაგრამ, ახლა საქმეზე, შემოწმებისას გამოდის, რომ საქართველო, მიხედავად საუკეთესო განზრახვებისა, აპროტესტებს აფხაზეთისათვის იმდენად მნიშვნელოვანი კომუნიკაციის არხის გახსნას, როგორიც ავიაკავშირია. საქართველოს პოზიციის განსამარტად, გამოცემამ დეპუტატ დავით დარჩიაშვილს მიმართა.

- ის რომ საქართველო წინააღმდეგია, მემგონი ბუნებრივია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომელიც ფრენებს არეგულირებს, ყოველი ქვეყანა აგებს პასუხს საკუთარ საჰაერო სივრცეზე. ამ შემთხვევაში აეროპორტი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს არ შეუძლია მასზე პასუხისმგებლობის აღება.

- ანუ თქვენ წინააღმდეგი ხართ არამარტო კოდის, არამედ ავიამიმოსვლისაც?

- დიახ პროტესტი კოდთანაც არის დაკავშირებული და ყველა სხვა ქმედებასთან რაც აეროპორტს ეხება. საქმე ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშაა, რაც მათ საერთაშორისო სამართლით ეკისრებათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100