RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ნატო-საქართველო: დაშვებაზე უარია?

30.03.2010  |  10:33

5684.jpegმიუხედავად საქართველოს წარმომადგენლების განცხადებებისა, იმის შესახებ რომ, რესპუბლიკა აპირებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას, ჩრდილოატლანტიკური ალინსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, უარი განაცხადა საქართველოს წვრობისათვის სამოქმედო გეგმაში ჩართვის სავარაუდო ვადა დაესახელებინა. იმის შესახებ, თუ რატომ გვიანდება საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ქართველ პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

როგორც ცნობილია, გასული კვირის ბოლოს მმოქმედი ქართული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რესპუბლიკა აპირებს ნატოში გაწევრიანებისათვის ქვეყნის მომზადების დაჩქარებას, რათა უკვე ორი-სამი წლის შემდეგ მზად იყვნენ ალინსში გასაწევრიანებლად, კონსტრუქციული დიალოგისთვის. „ ჩვენ მოგვიწევს დავარწმუნოთ ალინსის ზოგიერთი წევრი, რომ საქართველოს გაწევრიანება თავად მათთვის არის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენი მიღება რა შეუქმნის ნატოს პრობლემებს".- ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.

სწორედ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უსწრაფესი შესვლის შესაძლებლობები განიხილებოდა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე. ამის და მიუხედავად, ნატოს გენერალურმა მდივანმა უარი განაცხდა დაესახელებინა საქართველოს ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმაში ჩართვის სავარაუდო ვადები. „შეფასებების გაკეთება ნაადრევია,- თქვა რასმუსენმა.- ეს საქართველოში გატარებული რეფორმების პროგრესზეა დამოკიდებული. ჩვენ ყოველ ქვეყანას ინდივიდუალურად შევაფასებთ და საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებელი კრიტერიუმების შესრულებაზე იქნება ბაზირებული".

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ ხანებში მისმა ქვეყანამ რიგი მსხვილი რეფორმები გაატარა. მან განაცხადა, რომ მის ქვეყანაში დაწყებული რეფორმები, გრძლედება. სააკაშვილმა განმარტა, რომ საუბარია კორუფციასთან ბრძოლის სფეროზე და ქვეყნის სამხედრო რეფორმებზე. „მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალში რეფორმების მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ველოდეთ და არა გაუარესებას".

იმის შესახებ, თუ რატომ გვიანდება თბილისისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

მამუკა არეშიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი.

არსებობს რამოდენიმე ვერსია, თუ რატომ არ ასახელებს ნატო სამოქმედო გეგმის გადმოცემის ვადას. პირველი: ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გარკვეული პირობები დაუყენა საქართველოს ხელისუფლებას. ეს შეეხება დემოკრატიულ გარდაქმნებს, მათ შორის სასამართლო პროცესების, ადამიანის უფლებების დაცვის და ბოლოს ადგილობრივი თვითმმართველობიოს არჩევნების საკითხებს. სანამ ეს საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი, ნატო თავს შეიკავებს თბილისის მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადაგმისგან.

მეორე - რუსეთის ფაქტორია ანუ ეგრეთ წოდებული „გადატვირთვის" პროცესები. უფრო მეტიც, დასავლეთისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია განიარაღების პროცესი და სწორედ ეს ამუხრუჭებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ზოგიერთი ქვეყნის ნატოში მიღებასთან დაკავშირებით. პასიური როლი შესაძლოა საქართველოს ტერიტორიულმა პროცესებმაც ითამაშა.

ვფიქრობ ახლო მომავალში რესპუბლიკა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვერ მოხვდება, ვინაიდან საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგია ბლოკის ზოგიერთი მსხვილი ქვეყანა, მაგალითად გერმანია.

გია ნოდია, მშვიდობისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი.

საქართველოს ნატოში მიღების ზუსტი თარიღი, არც არასოდეს დაუსახლებიათ, ამიტომაც მაში გასაოცარი არც არხლაა რამე. თუ კი ვადებს ასახელებენ, ეს უკვე პრობლემების მოგვარებას ნიშნავს. თუმცა, რესპუბლიკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების პრობლემა - ეს ბლოკის წევრი ქვეყნების კონსენსუსის პრობლემაა. ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადების მიხედვით, ეს კონსენსუსი ჯერ არ არსებობს.

მაგრამ, რასმუსენმა ხომ მოქმედების გეგმის გადმოცემის ვადაც არ დაასახელა?

შესაძლოა წევრობის სამოქმედო გეგმა არც იყოს, საქართველო ამის გარეშეც შეიძლება მიიღონ. როგორც ცნობილია, ახლა ყოველწლიური პროგრამებიც არსებობს, რომლებსაც ქვეყანა უკვე ასრულებს. ამიტომაც კონკრეტული პროცედურების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილების აუცილებლობა დგას.

შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტუაციაში თავად საქართველოზე არც ისე ბევრია დამოკიდებული არა?

დიახ. მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ რეფორმები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შესრულდეს, ისინი პირველ რიგში თავად საქართველოსთვისაა საჭირო. და თუ კი მოსახერხებელი პოლიტიკური მომენტი ჩავარდება, რესპუბლიკა პოლიტიკურად მზად უნდა იყოს ნატოში შესასვლელად. რეფორმები კიდევ იმისათვისაა საჭირო, რომ საქართველოს ალინსის წვერ მოწინააღმდეგეებს, ნაკლები არგუმენტი ჰქონდეთ.

როდის უნდა ველოდეთ უფრო მეტ სიცხადეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ. შესაძლოა ამ პრობლემის გადაწყვეტის ვადებზე ერთი წლის მერე მაინც გახდეს შესაძლებელი საუბარი.

ვინ არის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე?

აშკარად - ნიდერლანდები და გერმანია.

რა მიზეზით არ სურთ მათ საქართველოს ბლოკში გაწევრიანება?

ძირითადი მიზეზი - ეს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობებია. მათთვის პრიორიტეტი მოსკოვთან თანამშრომლობაა. საქართველოს ალინსში გაწევრიანება კი, შესაძლოა ამ დიალოგზე აისახოს. მეორე საბაბი, შესაძლოა აშშ-ს მიმართ გარკვეული წინააღმდეგობის გაწევის სურვილი იყოს.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100