RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ტერორისტები იარაღით საქართველოდან

31.03.2010  |  10:32

5696.jpegმოსკოვის მეტროში მოხდარი ტერაქტის დღეს, აზებაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოაშკარავებულია ტერორისტული ქსელი, რომელიც იარაღით საქართველოდან მარაგდებოდა. ოფიციალურმა თბილისმა უკვე განაცხადა, რომ გაერკვევა სიტუაციაში. მაგრამ, ალბათ სათუოა ამან ტერორიზმი შეაჩეროს კავკასიაში.

სანამ რუსი ექსპერტები მკითხაობენ - იყო თუ არა მოსკოვის მეტროში მომხდარო აფეთქება ჩეჩნური წარმომავლობის „შიდა ტერორიზმი" თუ თალიბების პასუხი რუსეთის მიერ საერთაშორისო კონტიგენტის დახმარებაზე, კიდევ ერთი საბედნიეროდ არ შემდგარი ტერაქტის შესახებ გახდა ცნობილი. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტული დაჯგუფება გამოაშკარავეს, რომელიც საბავშვო ბაღების და სკოლების აფეთქებას გეგმავდა.

მართალია, ბანდის შემადგენლობაში არის ერთი ჩეჩენი რუსეთის მოქაქაქეობით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩეჩნურ კვალზე საუბარი არ არის. აზერბაიჯანი, ისევე როგორც რუსეთი მრავალჯერ გახდა საერთაშორისო ტერორისტების მიზანი. გასახსენებლად აბკ-ბეკის მეჩეთის აფეთქებაც კმარა, რომელიც „ალ-ქაიდასთან" და „ალ-ჯიხადთან" დაკავშირებულმა „ტყის ძემბმა" დაგეგმეს და შესრულეს.

შარშან აზერბაიჯანში 49 კაცი დააპატიმრეს, ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით. ამის შესახებ ამასწინათ გააკეთა განცხადება ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრმა ელდარ მახმუდოვმა, იტყობინება „ კავკაზსკი უზელ".

ახალი დაჯგუფების გამოშაკარავების შესახებ ინფორმაცია, აზერბაიჯანულ მასედიაში ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გამოჩნდა, მაგრამ უსაფრთხოების სამინისტრომ ეს მხოლოდ გუშინ დაადასტურა. შემაშფოთებელ გარემობად იქცა, საქართველოს მონაწილეობა დანნაშაულებრივი ქსელის საქმინაობაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამინიტროს მონაცემებით, დაჯგუფებები მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან იღებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და მის მაკომპლექტებელ ნაწილებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და მოწყობილობებს. აზერბაიჯანის, ბალაკენის რაიონში შეიარაღება ჯგუფის ლიდერმა აგილ ნამაზოვმა გააგზავნა, რომელიც სავარაუდოდ , ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება.

საბრძოლო მასალა უნდა მიეღო ჯგუფის წევრ რაფაილ მუგუმოვს. ამ სამუშაოს შესრულებისთვის მას 500 აშშ. დოლარის ოდენობით ჰონორარი ეკუთვნოდა. აგილ ნამაზოვი, მუგუმოვის ჩვენებების მიხედვით, აზერბაიჯანში ჯიხადის წარმოებას და ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებზე აფეთქებების მოწყობას აპირებდა. საბრძოლო მასალას სასწავლო დაწესებულებებთან ახლოს აწყობდნენ, სავარაუდოდ სწორე მათზე იყვნენ ორიენტირებული ტერორისტები.

ჩხრეკის ჩატარებისას დაკავებულებს სხვადასხვა მარკის პისტოლეტები აღმოჩნდათ, მათ შორის „სტეჩკინი", „მაკაროვი", „ბერეტა-92" დიდი რაოდენობის ვაზნები, საერთო წონით 10 კილოგრამი 24 ტროტილის შაშხანა ასევე ამოღებული იქნა ელექტრო დეტონატორები, რადიოტელეფონი, სკანერული მიმღები IC-R20 და ნარკოტიკები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინტრომ უკვე დადო პირობა, რომ დეტალურად შეისწავლის სიტუაციას. უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის უკვე მუშაობს კოლეგებთან შსს-დან ამ საკითხზე და ისინი მალე გავლენ აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებთან კავშირზე. ამასთან ერთად მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „ ინფორმაცი საქართველოდან იარაღის მიწოდების შესახებ რუსეთის მასმედიამ გაავრცელა და ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე ამის მიართ".

რუსეთის მასმედიისადმი უნდობლობამ, ხელი არ შეუშალა ქართველ სამართალდამცავებს აზერბაიჯანული ბანდის დაკავების ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, ყუარდრება გაეძლიერებინათ და სამი დღის შემდეგ, 19 მარტს, საქართველოს შსს-მ მოხსენება გააკეთა 23 იარაღის კონტრაბანდისტის დაკავების შესახებ. თუმცა ისინი აფხაზეთთან ვაჭრობაში დაადანაშაულეს და არა აზერბაიჯანთან.

ესეიგი, საქართველოში იარაღის არალეგალური ვაჭრობის ფაქტი დადასტურდა. უფრო მეტიც, „ვიმპელის" ყოფილი თანამშრომლის ლევ კოროლკოვის თქმით, რომელიც ავღანეთში იბრძოდა - კავკასიის ცხელ წერტილებში იარაღის ჩატანის ქართული გზა, უკვე დიდი ხანია არსებობს.

- იარაღის ბილიკები ცნობილია, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება მათი კონტროლირება. ჩრდილო კავკასიაში იარაღის ჩატანის გზები პერიოდულად იცვლება, როდესაც ძველ მიმართულებებზე მკაცრდება კონტროლი, მოწოდება საქართველოდანაც მიმდინარეობს და ზერბაიჯანიდანაც, - მოუთხრო ექსპერტმა GeorgiaTimes-ს.

- აზერბაიჯანში ტერაქტის მზადება, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კავკასიაში ტერორიზმის ახალი ფაზა იწყება?

- ეს არ არის ახალი ფაზა, არამედ უფრო ახალი ხარისხობრივი მდგომარეობაა. ადრე პროცესები ლეტალური იყო, ახლა კი დროულად ამოდის ზედაპირზე. ადამიანებს ეშინიათ, რომ ტერაქტებს რეპრესიები მოჰყვება. ეს ისევეა, როგორც დიდი სამამულო ომის დროს, პარტიზანების მიერ ოგანიზებული აფეთქბების გამო, სამაგიეროს მშვიდობიან მოსახლეობას უხდიდნენ. ახლა მათაც უწევთ ან ერთი ან მეორე მხარის პოზიციის დაჭერა. შესაძლოა საქართველოც იქნას ჩათრეული ტერორიზმში ერთერთი მხარეის მიერ.

- არის კი იმის იმედი, რომ რეგიონში სიმშვიდე დაისადგურებს?

- არა. არსებობს კანონი: ნებისმიერი იატაკქვეშეთი, ნებისმიერი წინააღმდეგობრივი მოძრაობა მოქმედებს მანამ, სანამ მას ამარაგებენ და აფინანსებენ. უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთი და ავღანეთი გააგრძელებენ ამის კეთებას.

- რაში სჭირდებათ ეს მათ?

-ახლო აღმოსავლეთს და ავღანეთს თავად ეს შესაძლოა არც სჭირდებათ. მაგრამ, თუ კი გაქრება ტერორიზმის საფრთხე - გაქრება ამ რეგიონში ამერიკული ჯარების დასწრების აუცილებლობაც და აშშ ვერ შეძლებს ამ ქვეყნების გაკონტროლებას, რომლებიც ასე მდიდარია ნახშირწყალბადით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100