RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვისთვის არის ხელსაყრელი IRI-ს გამოკითხვა?

02.04.2010  |  11:59

5718.jpegახლახან ქართულ მასმედიაში გამოჩნდა პირველი წინასაარჩევნო რეიტინგები, რომლებიც შედგენია საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. ამ რეიტინგების თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში პირველ პოზიციებს იკავებს საქართველოს მმართველი პარტია და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ოპოზიციამ უკვე მოახდინა რეაგირება გამოკითხვის შედეგებზე. ამასთანავე მოწინააღმდეგეების ნაწილს ეჭვი ეპარება მოყვანილი ციფრების სიმართლეში.

მონაცემების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 30 მაისს ადგილობრივ არჩევნებზე აიღებს ხმების 36 პროცენტს. შემდეგი ადგილი ეკუთვნით ქრისტიან-დემოკრატებს - 10 პროცენტი, მათ მოსდევს ლეიბორისტული პარტია - 8 პროცენტი. შემდეგ უკვე მოდის ალასანიას, ოქრუაშვილის, ბურჯანაძის და ერონულ-დემოკრატიული პარტიები. ამასთანავე გამოკითხულთა მესამედზე მეტმა უარი თქვეს თავიანთი რჩეულის დასახელებაზე.

რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით, ყველაზე რუსულ აგრესიას გაუმკლავდება მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია. ამ გამოკითხვაში მას უპირატესობა გამოკითხულთა 33-მა პროცენტმა მიანიჭა. 10 პროცენტი თვლის, რომ ამას უკეთესად გაართმევს თავს ირაკლი ალასანია, 9 პროცენტმა კი ნათელაშვილს მისცა ხმა.

კითხვაზე, თუ ვინ გამოიყვანს სწრაფად და საუკეთესო შედეგებით ქვეყანას კრიზისიდან, 34-მა პროცენტმა უპასუხა: მიხეილ სააკაშვილი. 9 პროცენტმა ჩათვალა, რომამას შალვა ნათელაშვილი გააკეთებს, 8 პროცენტმა კი ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ გამოთქვა აზრი.

ოპოზიციამ უკვე გააკეთა რეაგირება ამ შედეგებზე, თანაც რეაქციები საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

ბურჯანაძის პარტიის მთავარი საბჭოს წევრის თამარ ცინცაბაძის თქმით, მას და მის კლეგებს ეჭვი არ ეპარებათ გამოკითხვის ობიექტურობაში, მაგრამ თვლიან, რომ საქართველოში დღესდღეობით ჩატარებული ნებისმიერი გამოკითხვა არ ასახავს რეალურ სურათს. „ხალხი დაბნეულია და ვერ ამბობს, რასაც ფიქრობს,- თქვა მან.- ცოტა ხანში ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს გამოვაქვეყნებთ".

ლეიბორისტები არ ენდობიან გამოკითხვის შედეგებს და საუბრობენ იმაზე, რომ მონაცემები გაყალბებულია. პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე დარწმუნებულია - ლეიბორისტული პარტია არის „უალტერნატივო ლიდერი" პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც, მისი აზრით, მტკიცდება ობიექტური სოციოლოგიური კვლევებით.

ირაკლი ალასანიასთვის კი მთავარი რეიტინგი ხალხის აზრია. „ჩემთვის მთავარია ხალხთან შეხვედრა და მათი სატკივარის გაგება. მე ჩემს რეიტინგს ხალხთან ურთიერთობიდან გამომდინარე ვადგენ და ამას არჩევნები გვიჩვენებს",- აღნიშნა ოპოზიციონერმა.

საბოლოოდ, კი ნაციონალ-დემოკრატები, რომლებიც არ აყენებენ ეჭვქვეშ კომპანიის ავტორიტეტს, საუბრობენ იმაზე, რომ გამოკითხვის შედეგები ქვეყანაში დემოკრატიის არარსებპბას მოწმობს, რაც პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე აისახა. „ოპოზიციამ უნდა გადახედოს თავის ტაქტიკას, რომელიც, როგორც ჩანს, არ ვითარდება საჭირო მიმართულებით",- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ჩატარებული გამოკითხვის რეზულტატების შეფასება სხვა ოპოზიციურ ძალებსაც ვთხოვეთ.

პეტრე მამრაძე, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი:

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე არანაირი ეჭვი არ გამაჩნია IRI-ს თანამშრომლების კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მიმართ. მე ამ ხალს ვინცობ და მათ ვენდობი. მაგრამ, გამოკითხვის შედეგების ანალიზისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მთავარი ტელეარხები ხელისუფლების მიერ კონტროლირდება. მოსახლეობა კი ინფორმაციის 90 პროცენტზე მეტს ტელევიზიიდან იღებს. ამასთანავე ეს გამოკითხვა 13 მარტამდე, იმ არანორმალურ სიუჟეტამე ჩატარდა. იმ გადაცემის შემდეგ მე ბევრჯერ მქონდა ურთიერთობა ხალხთან, რომლებიც აცხადებდნენ: „რამდენი უნდა ვითმინოთ კიდევ იმ გიჟისგან?". მე კი ვპასუხობდი: „რამდენსაც ჩვენ გადავწყვეტთ".

საქმე ისაა, რომ როდესაც ხალხთან მიდიან და თხოვენ პასუხს, ისინი ამბობენ: „მე უგულაბას მივცემ ხმას" და ასე შემდეგ.ეს შიშის სინდრომია. ხალხს მართლა ეშინია. ასეთ მომენტებში ჩვენს ხალხს ერთვება უძლიერესი თვითცენზურა, რადგანაც არავის სურს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ.

მაგრამ მე არც ოპოზიცია დავინდობ. ის სუსტია. მას უამრავი კინკლაობა და სირცხვილი ჰქონდა. ჩვენს ხალხს ძალიან დამსახურებულად არ უყვარს ეს.

აღსანიშნავია, რომ რატომღაც არ გამოქვეყნდა IRI-ს სხვა გამოკითხვის შედეგები, სადაც რესპოდენტთა 78-მა პროცენტმა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა. მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ ამით ხელისუფლება უნდა დაკავდეს არა ცალკეული პოლიტიკური პარტიები. თუმცა ჩვენს ხელისუფლებას გააზრებულად არ ურს ამის გაკეთება. ის რუსეთს ებრძვის.

-შეიძლება იმის თქმა, რომ „იმედზე" გასული სიუჟეტი აისახება ადგილობრივ არჩევნებზე, რომლის დროსაც მოსახლეობა მაინც ოპოზიციას დაუჭერს მხარს?

-ძნელი სათქმელია. საქართველოში ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსია. სახელმწიფო სტრუქტირები მთელ რესპუბლიკას აკონტროლებს. დიდია ძალოვნების და პროკურატურების როლი. სხვათა შორის, ახლახან ორგანიზაციამ Amnesty International გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც ამ ბოლო დროს ქვეყანაში მუნიციპალური დაწესებულებების დაფინანსება მესამედზე მეტით გაიზარდა. ეს იმისთვის კეთდება, რომ შეაგროვონ ახალი თანამშრომლები, რომლებსაც შეუერთებენ აგიტაციის პროცესს. ამიტომაც, მაისის არჩევნების პროგნოზებზე საუბრისას, არ არის საჭირო ზედმეტი ოპტიმიზმის გამოჩენა.

მანანა ნაჭყებია, პარტია „ახალი მემარჯვენეების" აღმასრულებელი მდივანი:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100