RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოში ახალი ეპოქა იწყება: კანალიზაციას აკეთებენ

06.04.2010  |  16:40

5740.jpegქვეყნის პრეზიდენტმა მიხილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ საკუთარი მმართველობის ვადის ბოლომედე გადაწყვეტს ქართველების პრობლემებს: გზებს, ენერგო და წყალ მომარაგებასნ და კანალიზაციას. ძალიან კარგი განზრახვაა, მაგრამ ექსპერტი გიორგი ხუხაშვილის აზრით, ის ძალზე შორსაა რეალობისგან.

კანალიზაციის შექმნა - ცივილიზაციის ერთერთი ნიშანია. თუ არ არის სადენი არხები - შეუძლებელია კულტურის განვითარებაზე ლაპარაკი. ჩაყარეს თუ არა ეს მილები მიწაში ბერძნებმა და რომალებმა, უმალ გახდენენ შემდგომი ცივილიზაციებისთვის სამაგალითონი.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ამ დრომდე არ არსებოსბ სრული წყალმომარაგება და ნორმალური კანალიზაცია. ქვეყანა კი, შვიდმილიანი ნაბიჯებით მიქრის ევროკავშირთან ინეგრაციისკენ. ალბათ, შეუფერებელია ეიფელის კოშკის ფონზე, ვარვარულად გამოიყურებოდე.

მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მოაგვარებს ჩამორჩენილობას და ქვეყნის მოქალაქეების ყოფით პრობლემებს.

„ჩემი პრეზიდენტობა ისტორიაში შევა პერიოდად, როცა გადაწყდა გზების, წყალომომარაგების და კანალიზაციის პრობლემები. ეს დიდი ისტორიული გარღვევა იქნება".- განაცხადა სააკაშვილმა სამთავრობო სხდომაზე ბათუმში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არც ადრე მჯდარა გულხელდაკრეფილი. უკვე მოგვარებულია ენერგომ და გაზმომარაგების საკითხები, შენდება ახალი გზები, ახლა კი დროა წყლითა და მსხვილი ქალაქების კანალიზაციით დავკავდეთ. სოფლებშიც ამოექმედებულია სხალემწიფო პროექტები.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გზების შეკეთებაში სამ მილარდ ლარს ჩადებს. რამდენიც დასჭირდება სხვადასხვა სახის ჰესების მშენებლობას და კიდევ ერთი მილიარდი ლარი - წყალმომარგების სისტემის რეაბიულიტაციისათვის.

„ ეს იმას ნიშნავს, როომ 7 მილიარდი ლარით საქართველოში ყველა ძირითადი ყოფითი პრობლემა მოგვარდება. ეს როგორც მინიმუმი, იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა ვითარდება".- განაცხადა სააკაშვილმა.

თუ კი ეს დაპირებები 2013 წელისთვის შესრულდება, სააკაშვილი საკუთარ მისიას შესრულებულად ჩათვლის.

„ ის რაც არ გაკეთდა საბჭოთა კავშირეის დროს, იმ შესაძლებლობებისას, ჩვენ ახალა გვიწევს ამ ყველაფროს გაკეთება. გაცილებით უფრო მცირედი შესაძლებლობებით, მაგრამ ჩვენ ამას სისხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, მაინც გავაკეათებთ?"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ერთგულმა მინისტრებმა, აიტაცეს ქვეყნის ლიდერის ომახიანი ტონი. რეგიონალური განვითარების მნისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძემ, მოსახელობას აღუთქვა, რომ კანალიზაციას 2012 წლის ბოლომდე გაუმკლავდება. მისი თქმით, მესტიაში უკვე ჩადებულია 4 მილიონი ლარი წყალმომარაგებაზე და გაყვანილობაზე. მთლიანად რეგიონის იფრასტრუქტურას კი 28 მილიონი ლარი მოხმარდება.

„წელს ასევე დაიწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნა ზუგდიდსა და ანაკლიაში. ამას გარდა, ერთი თვის განმავლობაში ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავაგრძელებთ ფოთში, სადაც ამ წელიწადს დაახლოებით 30 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული და ქალაქი წყალმომარაგების 24 საათიან სისტემაზე გადავა. 2011 წლიდან დამატებით გამოიყოფა კიდევ 80 მილიონი ლარი, რათა ეს პრობლრმა მთლიანად მოგვარდეს".- განაცხადა გოცირიძემ.

ცოტა უფრო ადრე, წლის ბოლოსთვის წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემების რემონტის დასრულებას ბათუმელებსა და ქობულეთელებს დაპირდა პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. სამუშაოების პირველ ეტაპზე 300 მილიონი ლარი დაიხარჯება. მეორე და მესამე პროექტები 2011-2012 წლებში განხორციელდება. „საერთო ჯამში ამ პროექტზე დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება".- განაცხადა მან.

საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული საქართველომ? გილაურის თქმით ეს პრობლემა მოგვარებულია. „ჩვენ განვითარების აზიურ ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. წლის ბოლომდე, ჩვენ აზიური ბანკისგან 500 მილიონ დოლარს მივიღებთ, ევროპული საინვესტიციო ბანკისგან კი 100 მილიონს",- განმარტა პრემიერმა.

რამდენად რეალური სააკაშვილის გუნდის ეს დაპირებები? ეკონომიკური საკითხების ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი ამგვარი დაპირებების მიმართ, სკეპტიკურად არის განწყობილი.

- განცხადებები ადგილობრივი არჩევნების ფონზე გაკეთდა. მე ვთვლი, რომ ყვლე ეს პრობლემა შეუძლებელია ორ წელიწადშიმ მოგვარდეს. ისიც საყურადღებოა, რომ ჩვენს ხელისუფლებას წყალომარაგების მოწესრიგებისა და კანალიზაციის გარემონტების მეტის დაპირების საშუალება არ აქვს. მათ არ შეუძლიათ იმის დაპირება და შესრულება, რაზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა ქართულ საზოგადოებაში: დემოკრატიული თავისუფლებები, ქვეყნის გაერთიანება, ევროპასთან ინტეგრაცია. ხელისუფლება უფრო მეტად რეალისტი გახდა, მაგრამ ეს სურათი ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლევა.

- მთავრობა ამტკიცებს, რომ ადრე მათ ინვესტიციები არ ჰყოფნიდათ, ახლა კი მათ ამის წყაროები გამონახეს.

- აქ საუბარია არა ინვესტიციებზე, არამედ კრედიტებზე, რომლის გადახდაც საქართველოს მომავალ თაობას მოუწევს. ამან არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს. ქვეყნის საკრედიტო ვალდებულებები ისედაც მაღალია. სააკაშვილი პირობას დებს, რომ ქვეყანა აყვავდება, მაგრამ ეს საეჭვო მესიჯია. საიდან მივიღებთ ჩვენ სახსრებს, იმისთვის რომ ვალები გავისტუმროთ? კრედიტების აღება შეიძლება და საჭიროც არის, მაგრამ ამისათვის საქართველოს კონკურენტუნარიანი ეკონომიკა სჭირდება. მაგრამ, როდესაც არ არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანა კი მაინც იღებს ვალებს, ეს შემდგომში ჩვენზე ძალიან ცუდად და მტკივნეულად აისახება.

- რამდენად არასატაბილურია ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია და სააკაშვილი ხედავს თუ არა ამას, როდესაც საუბრობს გარღევისა და აყვავების ეპოქაზე?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100