RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

დაიწყება თუ არა ომი თურქულ-სომხური პროტოკოლების გამო?

07.04.2010  |  23:39

5753.jpegსომეხი პოლიტიკოსეი გვაფრთხილებენ: თურქეთთან შეთანხმებების რატიფიკაცია აზერბაიჯანულ აგრესიას გამოიწვევს მთიანი ყარაბახის წინააღმდეგ. ბაქოს საბრძოლო რიტორიკისა და აზერბაიჯანული ჯარის გაძლიერებული შეიარაღების ფონზე ასეთი პროგნოზები გამართლებულია. თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხული ექსპერტები ვერ ხედავენ უახლოეს მომავალში სამხედრო ქმედებების დაწყების მიზეზებ.

პარტიამ "დაშნაკცუტიუნ" გააფრთხილა საზოგადოება აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო აგრესიის შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი სომხურ-თურქული პროტოკოლები იქნება რატიფიცირებული აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

2 აპრილს ამის შესახებ განაცხადა პარტიის პოლიტიკური საკითხების ოფისის ხელმძღვანელმა კირო მანოიანმა. ის ვარაუდობს, რომ ვაშინგტონს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ტყუილად არ მიუწვევია სომხეთის პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი.

პოლიტიკოსის წინათგრძნობით, ამერიკაში შედგება საიდუმლო მოლაპარაკებები, რომელთა შემდეგაც ანკარა შეიძლება დაეთანხმოს სომხურ-თურქული პროტოკოლების რატიფიკაციას იმის სანაცვლოდ, რომ ამერიკა გარანტიას მისცემს სომხური გენოციდის არ აღიარების შესახებ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია როდესაც ახლოვდება 24 აპრილი - დიდი ჟლეტვის მორიგი წლისთავი, რის თაობაზეც ობამა სიტყვით გამოვა.

თუკი თურქეთის პარლამენტი მოახდენს პროტოკოლების რატიფიცირებას, თურქების მონათესავე აზერბაიჯანელებმა შეიძლება ვერ აიტანონ ღალატი და დაიწყონ ომი, ვარაუდობს მანოიანი. ახლა ბაქო მოითხოვს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დალაგდეს მთიანი ყარაბახის დეოკუპაციის პარალელურად.

სხვათა შორის, აზერბაიჯენელები უკვე შესრულებულად მიიჩნევენ თურქუკ-სომხური მეგობრობის გაწყვწეტის მისიას. ასე რომ ექსპერტმა ვაფა გულაძემ განაცხადა, რომ სარქისიანის და ერდოგანის შეხვედრა არაფერს მოიტანს. სომხეთის პრეზიდენტი იტყვის, რომ არაფერს არ წყვეტს თვითონ, თურქეთის პრემიერი კი ობამას თხოვს გავლენა მოახდინოს მოსკოვზე. "საბოლოოდ, ადვილი დასანახია: ამერიკაი არანაირი გადაწყვეტილებას არ მიიღებენ... რაც შეეხება 24 აპრილს, მე ვფიქრობ, რომ სომხების მოლოდინი ამაოა. ობამა არ წარმოთქვამს სიტყვას "გენოციდი". ყოველ შემთხვევაში,ინგლისურად მაინც. ის იტყვის, რომ საუკუნოვანი სიძველის ტრაგიკულმა მოვლენებმა არ უნდა შეუშალოს ხელი ორ ერს შორის ნრმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას",- ვარაუდობს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

ამასობაში კი მანოიანს მხარი დაუჭირა მისმა თანამებრძოლმა პარტიიდან, თავდაცვის საკითხების კომისიის ხელმძღცანელმა გრაირ კარაპეტიანმა. ის ბაქოს ახალი რეგიონების დაკარგვით დაემუქრა, თუკი ომი მაინც დაიწყება.

თავისი წვლილი საყოველთაო პანიკაში შეიტნა მთიანი ყარაბახის ლიდერმაც ბაკო სააკიანმა, რომელიც ბქოს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს დაპირდა, ვიდრე 91-94 წლებში. "აზერბაიჯანის საბრძოლო პოლიტიკა ამაო და უადგილოა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, დომ თანამედროვე მსოფლიოში არსებული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ცივილური მეთოდებით, მოლაპარაკების მაგიდასღან და პირდაპირი დიალოგის მეშვეობით",- განაცხადა მან.

მართალია თითქმის ყველა პოლიტიკოსი ამბობდა, რომ ოი ნაკლებ სავარუდოა, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ მასმედიაში უკვე გაიპარა ჭორების ტალღა და ექსპერტთა შეფასებები. მით უმეტეს, რომ სომხეთში, როგორც გაირკვა, რატომღაც დაკავდნენ გაძლიერებული სამხედრო მომზადებით, აეროპორტიდან კი, ჭორების მიხედვით, არ უშვებენ 45 წელზე ახალგაზრდა მამაკაცებს, ანუ ემზადებიან მოსახლეობის მობილიზებისთვის.

სამხედრო და პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის რუსული განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრე ხრამჩიხინი თვლის, რომ ომის საფუძველი არ ჩანს, მაგრამ არ შეიძლება არაფრის გამორიცხვა.

-ასეთი რამ ყოველთვის არის შესაძლებელი, თუმცა მე მგონია, რომ თურქულ-სომხური პროტოკოლების რატიფიკაცია და აზერბაიჯანის მხრიდან ომის დაწყება ნაკლებ სარწმუნოა.

-მაგრამ ხომ არის მონაცემები სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტიდან, სადაც ნაჩვენებია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანამ გაზარდა თავისი ხარჯები თავდაცვასა და იარაღის შესყიდვაზე. შვედი ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანიც ატარებს მზადებას კონფლიქტის პოტენციური განახლების გამო.

-დიახ, გაიზარდა ხარჯები სამხედრო ტექნიკაზე, მაგრამ საეჭვოა იმ ექსპერტებს დაეთვალათ იარაღის რაოდენობა მთიან ყარაბახში და შეედარებინათ აზერბაიჯანში არსებულ იარაღთან.

-თქვენ გინდათ თქვათ, რომ აზერბაიჯანი ჩამორჩება ამაში ყარაბახს და ვერ შეძლებს გამარჯვებას?

-დიდი ხანია ცნობილია, რომ ყარაბახი კარგად არის შეიარაღებული და იქ გამუდმებით შედის იარაღი სომხეთიდან.

-ხომ არსებობს კიდევ აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან სამხედრო ქმედებებისთვის.

-ისინი ვალდებულები არიან ეს თქვან, რათა ერს ნდობა ჰქონდეს მათი.

-სომეხი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს განცხადებები სომხეთის შანტაჟისთვის გამოიყენებამ რათა მისგან მიაღწინ დათმომებს მთიანი ყარაბახის საკითში...

-არის ეს ფაქტორიც. მაგრამ ძირითადად ეს გამიზნულია აზერბაიჯანულ საზოგადოებაზე მისი კონსოლიდაციის მიზნით.

ასევე მშვიდად ისაუბრა ახალი ომის შესაძლებლობაზე ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე ისკანდარიანმა.

-თურქული მხარისთვის დედლაინი არის 24 აპრილი. თუკი ამ რიცხვამდე პროტოკოლები არ იქნება რატიფიცირებული, 24 აპრილის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება, გასაგები გახდება, გაგრძელდება თუ არა თურქულ-სომხური მოლაპარაკებები. ამას ჩვენ მომავალში გავიგებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ პროტოკოლების რატიფიკაცია უახლოეს მომავალში მოხდება.

-შესაბამისად ომის საფრთხეც იკლებს?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100