RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მოდური ტენდენცია

12.04.2010  |  10:41

5783.jpegროგორც ჩანს, საქართველოს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი აღაფრთოვანა ყირგიზების ანგარიშსწორებამ, მათ შინაგან საქმეთა მინისტრზე. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელის მხრიდან მუქარამ გაიჟღერა საქართველოს შსს-ს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მისამართით, თუ კი ის 30 მაისს მუნიციპალური არჩევნების ფალსიფიცირებას შეეცდება. „საქართველოში ხუმრობა დასრულდა",- დასძინა ნოღაიდელმა. შესაძლებელია თუ არა საქართველოში ყირგიზული სცენარის განმეორება? ამ თემაზე გაესაუბრა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი.

უკვე რამოდენიმე დღეა ყირგიზეთში მასობრივი არეულობები გრძელდება. გუშინ მედიაფორუმის შენობასთან, მომიტინგეთა მორიგი შეტაკება მოხდა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებთან, სადაც გაერთიანებული სახალხო მოძრაობის შტაბია განთავსებული, გადმოსცემს „რბკ". როგორც იტყობინებიან, უკმაყოფილოებმა მოახერხეს მილიციის თანამშრომლებისთვის ჩამორთმეული იარაღის, ხელკეტებისა და ფარების ხელში ჩაგდება. უფრო მეტიც, ოპოზიციონერები იმუქრებოდნენ, რომ შენობის ფანჯრიდან გადმოაგდებდნენ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მოლდომუსუ კორგანტიევს იმ შემთვხევაში, თუ კი მის ქვეშევრდომებს ოპოზიციის მხარეს გადსავლის ბრძანებას არ მისცემდა.

როგორც ჩანს ყირგიზების მაგალითი, ქართველებსაც მოეწონათ. ოპოზიციური „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მუნიციპალური არჩევნების ფალსიფიკაციის შემთხვევაში, რომელიც 30 მაისს ჩატარდება, საქართველოს შსს-ს მინისტრს ვანო მერაბიშვილს მკაცრად გაუსწორდებიან.

„არჩევნების ფალსიფიკაცია ვანო მერაბიშვილს ძალიან ძვირად დაუჯდება, შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც კი",- განაცხადა ნოღაიდელმა, საქართველოს შსს-ს მინისტრის მიერ გაზეთ „კომერსანტისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას. ამასთან ერთად ჟურნალისტების თხოვნაზე დაეზუსტებინა, თუ რას გულიხმობს ის ფრაზაში „სოცოცხლის ფასად", ოპოზიციონერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის გარკვევით საუბრობს და „ეს მუქარა კი არა დაპირებაა".

ნოღაიდელი ადრეც ემუქრებოდა არჩევნების შესაძლო ფალსიფიკატორებს. თებერვალში მან განაცხადა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვა ყველას დასჯის, ვინც ქვეყანაში არჩევნების ფალსიფიცირებას შეეცდება. „უმკაცრესად დაისჯება ყველა ვინც კი შეეცდება ქვეყანაში არჩევნების ფალსიფიცირებას. დაე მომავალში ნუღარავის გაუკვირდება ჩემი ტერმინოლოგია და მოქმედებები - გავანადგურებ, ხელებსა და ფეხებს დავამტვრევ".- თქვა მან.

იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა ყირგიზული სცენარის საქართველოში განმეორება, GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

პეტრე მამრაძე, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი.

მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქმე ბიშკეკის ანალოგიურ მოვლენებამდე არ მივიდეს. ჩვენ გვსურს, რომ 30 მაისის არჩევნები პატიოასანი იყოს, ამისათვის აქტიურად ვთანამშრომლობთ დიპლომატიურ თანამეგობრობებთან. მაგრამ, ის რომ დარღვევებისთვის ემზადებიან - ეს ფაქტია. ამჟამად ფინანსური პოლიცია კერძო ტიპოგრაფიებს აყადაღებს, რომლებთანაც ჩვენ გვქონდა ხელშეკრულებები. შედეგად მოხდა შეტაკებები და რამდენიმე ჩვენი მომხრეა დაპატიმრებული. თუმცა ასეთი ქმედებები მხოლოდ კიდევ უფრო მეტად კუმშავენ განრისხების ზამბარას, რომელიც საბოლოო ჯამში გასწორდება.

მაგრამ, მაინც თუ კი ვისაუბრებთ ყირგიზეთის მოვლენების განმეორების შანსებზე?

თუ კი ხახლხი მიიღებს გადაწყვეტილებას დაიცვას საკუთარი ხმის უფლება, ქუჩაში გამოსვლით, ჩვენი პარტია ხალხის მხარეს იქნება. მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება, რომ ხელისუფლება შეეცდება აქამდე არ მიიყვანოს საქმე. თუ კი ეს მაინც ასე მოხდება, მაშინ ეს ცუდი იქნება ყველასთვის.

გიორგი თოფაძე, „მრეწველთა" პარტიის ლიდერი.

შემიძლია გითხრათ გარკვევით, რომ თუ კი ჩვენი ხელისუფლება იგივენაირად გააგრძელებს მოსკოვის საწინააღმდეგო პოლიტიკას, მაშინ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი სცენარი შესაძლოა საქართველოშიც განმეორდეს. საზოგადოების უკმაყოფილება საშინაო და საგარეო პოლიტიკით, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები ახლა განსაკუთრებულადაა აკუმულირებული. რაღათქმაუნდა ეს ტრაგედია იქნება, მაგრამ მოვლენების განვითარების ასეთი ვარიანტი დასაშვებია.

რამდენადაა მოსალოდნბელი, რომ ხელისუფლება არჩევნების ფალსიფიკაციაზე წავიდეს?

ხელისუფლება იმდენად მიეჩვია, ნატოს მრჩევლებმა კი იმდენად გაწვრთნეს ისინი, რომ თუ კი მათ დასჭირდებათ, ისინი ამაზე წავლენ. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს სიების გაყალბების ფაქტები. ახლა ხელისუფლება იმაზე საუბრობს, რომ ისინი არჩევნებზე გაიმარჯვებენ, რომ ისინი ლიდერობენ სოცგამოკითხვებში. მაგრამ, 1995 წლიდან ჩვენთან მაქსიმალურად ყალბდება არჩევნები, ამიტომაც არ ვენდობით ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებსაც. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ საკუთარი საზოგადოება, ყოველი საარჩევნო უბანი უნდა აღირიცხოს. საქმე იმაშია, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადგილობრივი არჩევნები არც ისე პოპულარულია, მასზე მოქალაქეების მესამედზე ოდნავ მეტი მოდის. ამიტომაც ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება საარჩევნო ურნები ხელისუფლებისათვის ხელსაყრელი ბიულეტენებით შეავსონ.

გიორგი ხაინდრავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის" ლიდერი, საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების ექს-მინისტრი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100