RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო „ოკუპაციის“ დაკანონებას ითხოვს

12.04.2010  |  10:49

5785.jpegსაქართველო იურიდიულ ფრონტზე რუსეთთან ბრძოლას აგრძელებს. ქვეყნის პარლამენტმა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას მიმართა თხოვნით - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულად აღიარონ. ამ სტატუსის დამაგრება, მომავალში ამ რესპუბლიკების კვალავ საქართველოსთან რეინტეგრირებას შეუწყობს ხელს, ფიქრობენ თბილისში. საქართველოს მოთხოვნის პერსპექტივებზე მსჯელობენ GeorgiaTimes-ის თანამოსაუბრეები.

ევროპის საბჭოს საპარლმენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს, აშშ-ს კონგრესის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის რეზოლუციები, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარდასაჭერად უკვე მრავალჯერ იქნა მიღებული. მაგრამ ეს სულაც ვერ დაეხმარა თბილისს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების გაუქმებაში.

ახლა საქართველომ მსოფლიოს ახალი საბაბი მისცა, მის პრობლემებეზე ასალაპარაკებლად. მსოფლიოს დაახლოებით 50-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო მიმართვა თხოვნით - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთის მიერ ოკუპირებულად სცნონ.

დოკუმენტში მოყვანილია კავკასიაში მოხდარი კონფლიქტის ქართული ისტორია, ნახსენებია ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, ჩამოთვლილია ყველა სამართლებრივი საფუძველი, რომელთა გამოც აქვს საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე პრეტენზია.

ტერმინი „ოკუპაცია" გამოყენებაში ხელისუფლებამ კავკასიის კონფლიქტისთანავე შემოიღო და საქართველოს კანონით გაამაგრა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". დროთა განმავლობაში ის ზოგიერთ საერთაშორისო დოკუმენტშიც გაჩნდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კანდელაკის თქმით, ამ სიტყვითაა აღწერილი სიტუაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეის და ნატოს რეზოლუციებში. ოკუპაცია ასევე აღიარებულია ჩეხეთის და ლიტვის პარლამენტების მიერ.

თუმცა, რამოდენიმე ხნის წინ ქართველ დეპუტატებს მოეჩვენათ, რომ მსოფლიო ნელნელა შეურიგდა საქართველოს ტერიტორიულ დანაკარგს, რაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტეს ნაწილს დიდად არც აინტერესებს. ამიტომაც გადაწყვიტეს ტერმინები „ოკუპაცია" და „ ეთნიკური წმენდა" რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო დოკუმენტში დაფიქსირონ. „აუცილებელია, რომ ეს სტატუსი ოფიციალურად აღიაროს ყველა ქვეყანამ".- ამბობს კანდელაკი.

მისი სიტყვებით, მსოფლიოს პარლამენტების „ელვისებურ რეაქციას" საქართველოში არ ელიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიმართვა შედეგს გამოიღებს, იმედოვნებს პოლიტიკოსი.

ტერმინოლოგიური შეტევის იდეა ჯერ კიდევ ორი თვის წინ გაჩნდა. მაშინ რუსმა დეპუტატმა GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეჭვი გამოთქვა, იმის შესახებ, რომ ევროპული ქვეყნები საქართველოს აყვებიან. სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი გუდკოვი თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციების მიღების ალბათობა ძალიან მცირეა, იმიტომ რომ არავინ არ ისურვებს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებას. მითუმეტეს ისეთი საეჭვო საქმის გამო, როგორიც ქართული კონფლიქტია, რომლშიც დამნაშავე პირველ რიგში პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. გუდკოვის აზრით, საქართველოს ადრინდელი ინტერესის დაბრუნება სურს მისი პერსონისადმი.

პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი, ამდენად დარწმუნებული არ იყო ქართული ინიციატივის დამარცხებაში, იმიტომ რომ, დასავლეთის ქვეყნებს გარკვეული ეჭვები აქვთ მოსკოვის მომავალ პრეტენზიებზე, რუსებით დასახლებულ სხვა ქვეყნების რეგიონებთან დაკავშირებით. „მიუღებელი ზარალის მისაყენებლად" ისინი შეიძლება ახალ ანტირუსულ რეზოლუციებზე წავიდნენ, სადაც გამოყენებული იქნება ტერმინოლოგია „ეთნიკური წმენდა" და „ოკუპაცია".

ახლა, როდესაც უკვე ცნობილია საქართველოს მიმართვის ადრესატები ( ეს პირველ რიგში ევროპის ქვეყნების პარლამენტებია, შემდეგ აშშს, ახალი ზელანდიის, ისრაელის, ინდოეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, კანადის და კიდევ სხვა ქვეყნების პარლამენტებია), GeorgiaTimes-მა ამერიკის, იაპონიის და ევროპის სპეციალისტებს მიმართა თხოვნით - ამ ქვეყნების რეაქციის პროგნოზირება მოეხდინათ.

აშშ, როგორც ცნობილია, საქართველოს მხარს უჭერს და ყოველნაირად ეხმარება, ისინი უკვე სტრატეგიული პარტნიორებიც არიან. მაგრამ მიუხედავად ამისა აშშ-ს და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიქტორ კრემენიუკი, საქართველოს მოწოდებაზე ყველაზე სავარაუდო რეაქციად - გულგრილობას მიიჩნევს.

- აშშ-ში ალბათ ვიღაც გამოეხმაურება ამას, რატომაც არა. არსებობენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ საქართველო დიდმა და აგრესიულმა რუსეთმა გაანაწყენა. მაგრამ უმეტესობისთვის პრინციპში ეს სულერთია. სადღაც არსებობს კავკასია, იქ საქართველოსა და რუსეთს შორის გარჩევებია და დაე იყოს. 70 პროცენტზე მეტი ამის მიმართ აფსოლუტურ გულგრილობას იჩენს. ვიღაც რათქმაუნდა თანაგრძნობასაც გამოხატავს, მაგრამ უმრავლესობისთვის სულერთია.

- ანუ რაიმე დოკუმენტის მიღება კონგრესის დონეზე გამორიცხულია?

- დიახ, არ სურთ ამერიკელებს ამ საქმეებში ჩაბმა, მაშინ როდესაც ობამამ და მედვედევმა შეთანხმებას მაწერეს ხელი, მაშინ როდესაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა აღდგა.

- კანადაში როგორ უპასუხებენ საქართველოს მიმართვას?

- კანადის მოსახლეობის 90 პროცენტს ჯერ უნდა აუხსნა, სად მდებარეობს ეს საქართველო.- ირონიულად აცხადებს კრემენიუკი.

უკანასკნელ წლებში საქართველომ კარგი ურთიერთობები დაამყარა იაპონიასთან. მან იქიდან კრედიტებიც აიღო, იაპონური ინვესტიციებიც მოიზიდა და იაპონიის მთავრობის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაც მოიპოვა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იაპონია საჩქაროდ მიიღებს ახალ დოკუმენტს საქართველოს „ოკუპციასთან" დაკავშირებით. ასეთი შეხედულება აქვს, შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის იაპონური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ვიქტორ პავლიატენკოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100