RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილმა სიმართლის ცოდნა მოინდომა

13.04.2010  |  21:04

5803.jpegსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოე მომავალში კომისიის შექმნას აპირებს, რომელიც დაადგენს „ისტორიულ სიმართლეს და გამოიკვლევს რუსეთის 200 წლიან პოლიტიკას საქართველოს მიმართ". საქართველოს ლიდერის თქმით, ახლა რესპუბლიკისათვის „ისტორიული სიმართლის ცოდნა", როგორც არასდროს ისე მნიშვნელოვანია. სააკაშვილის ახალ ანტირუსულ ჩანაფიქრზე, საქართველოს ხელისიუფლების წარმომადგენლებს და რუს ექპერტებს გაესაუბრა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი.

სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პატარა მაგრამ ამაყი საქართველოს „მთავარი მტრის" იმიჯის შექმნაზე ანუ დიდი, იმპერიალისტური რუსეთის სახით.

აგვისტოს მოვლენებამდე ორი წლით ადრე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა, რომლის შექმნის იდეაც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და მისი ფონდიდან დაფინანსდა კიდეც. უკანასკნელი აქტუალური მაგალითის სახით ტელეკომპანია „იმედის" რეპორტაჟი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელმაც მთელს საქართველოში პანიკა გამოიწვია ვითომც და რუსეთის შემოჭრისა და ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობის გამოგონებით.

ზოგიერთი რუსი ექსპერტისა და პოლიტოლოგის შეფასებით, ერთის მხრივ მუდმივი დაძაბულობა მოსახლეობის ყურადღების შიდა პრობლემებიდან სხვა რამეზე გადატანის საშუალებას იძლევა, მეორეს მხრივ კი ეხმარება მათ, „მოგულშემატკივრე" დასავლეთის მხარდაჭერის მიღებაში.

გასულ უქმეებს, საქართველოს ლიდერი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ ნიკოლოზის ძეს „ისტორიული სიმართლის" დადგენა სურს საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთის პოლიტიკის შესახებ. თუ კი საქართველოს მმოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ორი ხალხების მემატიანეს ახალი ფურცლები შეემატება.

„ვინც ფიქრობს, რომ ისტორია მხოლოდ სახელმძღვანელოებშია დაწერილი, ხოლო ცუდი მოვლენები მხოლოდ რომელიმე ტელევიზიის პანიკის შემქმნელი სიუჟეტით გადის, მე ამ ადამიანებს ვურჩევ ყურადღებით დააკვირდნენ უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს თუნდაც ერთერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში,- განაცხადა სააკაშვილმა და როგორც ჩანს სტარტი მისცა კიდევ ერთ ანტირუსულ აქციას.- ასევე ვურჩევ ყურადღებით დააკვირდნენ, თუ რა ხდება ჩვენს მიწაზე- აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში".

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის პერსპექტივებზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რუს ექსპერტებს ესაუბრა.

ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე.

ჩვენი ოკუპაციის მუზეუმს, რომელიც ახალა ფუნქციონირებს, კოლოსალური მასალის მოცემა შეუძლია იმის შესახებ თუ რამდენად იზარალა პოლიტიკურად და გეოგრაფიულად საქართველომ სსრკ-ს დროს ჩვენი ერთობლივი თანაცხოვრების გამო. დიდი ალბათობაა იმის, რომ საქართველოში პროცენტულად ჯერ კიდევ მარავალი ადამიანი არსებობს, რომლებსაც რუსეთთან ურთოერთობის ნოსტალგია აქვს. შესაძლოა ამასთან დაკავშირებითაცაა საჭირო პოლიტიკური სიმართლე. სწორედ მოსახლეობის იმ ნაწილის დასარწმუნებლად, რომლებიც კვლავ განიცდიან ნოსტალგიას იმ პერიოდზე.

დაუჭერს თუ არა ქართული საზოგადოება მახარს პრეზიდენტის ამ ინიციატივას?

მე ვვარაუდობ, რომ საქართველოს მოსახლეობას არც არავინ არ კითხავს. სულ სხვა საკითხია თუ როგორ რეაგირებას მოახდენს ქართული საზოგადოება ამ კომისიის მუშაობის შედეგებზე. მაგრამ, ამგვარ კითხვაზე პასუხი მოცემულ მომენტში ძალიან რთულია.

კომისიის მუშაობის შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს დასავლეთისთვის?

ჩემის აზრით ეს მასალა, უფრო შიდა მოხმარებისათვის იქნება გამოყენებული.

სერგეი დემიდენკი, სტრატეგიული ანალიზისა და შეფასების ინსტიტუტის ექსპერტი.

სააკაშვილი კვლავ ძველებურად აგრძელებს. ჩემი შეხედულებით, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკის ხერხემალი, ყოველთვის ანტირუსული განწყობილებების დამკვიდრება იყო. რუსეთს, როგორც მტრის ხატს ის აქტიურად უწევდა ექსპლუატაციას და საკუთარი პოლიტიკური გზა სწორედ ამ მიმართულებაზე ააგო. ის არც ახლა ცდილობს ამ გზას რომ მოწყდეს. შესაძლოა, სააკაშვილი უკანასკნელ პერიოდში ნაკლებად აქტიურად იყენებდა ამ თემას, მაგრამ მასზე საერთოდ უარის თქმა არ ძალუძს, ვინაიდან სამაგიეროდ არაფრის მოცემა ან შემოთავზება არ შეუძლია.

თუ რისთვის იქმნება ეს კომისია და თუ როგორ დასკვნებს გამოიტანს ის - უკვე დღესავით ნათელია. სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი დგას ანუ ტერიტორიული ერთიანობის საკითხი, სააკაშვილი კვლავ ამ მიამრთულებით გააგრძელებს სვლას. იმის განცხადება, რომ საქართველოს პრობლემებში რუსეთის გარდა კიდევ ვინმეა დამნაშავე, მას არ შეუძლია. საკითხავი ის არის, თუ როგორ მიიღებს ამას ქართული ოპოზიცია, რომელიც როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში, სწორედ იგივე ანტირუსული ფანდებით სარგებლობდა.

დაუჭერს თუა რა მხარს საქართველო, პრზიდენტის ამ ინიციატივას?

იმაზე საუბარი, თუ რამდენად აქტუალურია ეს საკითხი თანამედროვე საქართველოში, ჯერჯერობით რთულია. 99 პროცენტის ალბათობით შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი, რომ საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერც თავად კომისას შეამჩნევს და ვერც მის დასკვნებს.

ეს იდეა უფრო რისკენაა მიმართული: შიდა მოხმარებისთვის თუ დასავლეთზეა გათვლილი?

მე ვფიქრობ, რომ შიდა მოხმარებისთვის. საქართველოს ძირითადი პრობლემები, ქვეყნის შიგნითაა თავმოყრილი და არა მის ფარგლებს გარეთ. ეს ეკონომიკის და სოციალური სფეროს პრობლემებია, რასაც რეფორმების დამუხრუჭებაც ერთვის.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100