RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პატიოსანი არჩევნები 30 მაისს: მითი თუ რეალობა?

14.04.2010  |  10:08

5807.jpegსაქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქარაძემ გუშინ, სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოუწოდა მოახლოვებული ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კომპეტენციის და კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში იმოქმედონ. ამასთან ერთად, ბაქრაძემ დადებითად შეაფასა საქართველოს ცსკ-ოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული მემორანდუმი, რომლშიც მკაფიოდაა გაწერილი არჩევნების პროცესში ადმინიტრაციული რესურსის გამოყენების წესები და გარკვეული შეზღუდვების დაწესება. აისახება თუ არა ვიცე-სპიკერის მოწოდება 30 მაისის არჩევნების გამჭვირვალობაზე?

„მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი და საახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან ჩარევა, მკაცრად დაისჯება და ჩვენ იძილებულნი ვიქნებით მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოვიყენოთ",- განაცხად ბაქარძემ.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სპიკერმა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, თავიანთი მოღვაწეობა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად წარმართონ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთვარობა დაინტერესებულია თავისუფალი, კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებით.

„ჩვენ ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ, რომ არჩევნები დემოკრატიულ და გამჭვირვალე სიტუაციაში ჩატარდეს".- განაცხადა სპიკერმა და პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფს მოუწოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პროცესი გააკონტროლონ წინასაარჩევნო კამპანიის და თავად არჩევნეების მიმდინარეობისას.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ თებერვალში საქართველოს პრეიზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელ საქართველოში, მათ შორის თბილისის მერის არჩევნებიც, სამაგალითო უნდა გახდეს. „ეს, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი კულტურის გამოცდა იქნება. ეს არჩევნები წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა იქცეს ევროპასთან დაახლოების საქმეში".

სააკაშვილმა მითითებები მისცა ჩინოვნიკებს, უზრუნველყონ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. მან განაცხადა, რომ „ეს ნაციონალური ღირსების საკითხია" და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა არჩევნებზი თავიანთი დამკვირვებლები გამოგზავნონ. „ნუთუ არ დადგა იმის დრო, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ცივილიზებული გახდეს?"- აღმოხდა სააკაშვილს.

ადგილობრივი არჩევნების წინ, სწორედ ეს შეკითხვა აქვს ოპოზიციასაც. „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" პარტიის წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის შეხედულებით, 30 მაისის არჩევნები „დემოკრატიაზე ტესტი იქნება" ქვეყნისთვის, მთავრობისა და ოპოზიციისთვის.

ღირს კი, დავიჯეროთ რომ სააკაშვილის და ბაქრაძის განცხადებები მართლაც განხორციელდება და საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება? ამ შეკითხვით მიმართა საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა.

ირინა სარიშვილი, პარტია „იმედის" ლიდერი.

ბაქრაძის განცხადებები - უბრალოდ ცარილეი სიტყვებია, ცარიელი დაპირებები. ხელისუფლება არასოდეს აღიარებდა და არც ახლა აღიარებს ადმინიტრაციულოი რესურსების გამოყენებას. რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს უკვე ამის გამოყენებას ნიშნავს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო კანონი, რომლის თანამხადაც თბილისის მერი არჩევნების დროს არ არის ვალდებული გადადგეს, არამედ ის აგრძელებს საკუთარ საქმიანობას. ვფიქრობ, ხელისუფლების ძირითადი რესურსები უშუალოდ არჩევნების დღეს იქნება გამოყენებული.

იმასაც აღვნიშნავ, რომ ამჯერად მმოქმედ ხელისუფლებას, მთელი საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების მწვავე აუცილებლობა არ აქვს, მაგრამ ისინი მაინც გამოიყენებენ მას. როგორც ცნობილია, მჟამად საქართველო ოპოზიცია დაქუცმაცებულია. თუ კი თბილისზე ვილაპარაკებთ, იმის მაგივრად, რომ გაერთიანებულიყვნენ და ოპტიმალური კანდიდატი ეპოვნათ, ისინი ათზე მეტ პრეტენდენტს აყენებენ. ხელისუფლებას კი - ერთი ჰყავს.

როგორია 30 მაისის საქართველოს დედაქალაქის არჩევნების შედეგების, თქვენეული პროგნოზი?

ჩემი ვარაუდით, პირველ ადგილზე ხელისუფლების კანდიდატი გავა, მეორე ადგილს ალბათ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი გია ჭანტურია დაიკავებს. არც ისაა გამორიცხული, რომ თუ კი ჭანტურია გაუსწრებს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პრეტენდენტს, მაშინ ფალსიფიკაციის მექანიზმი ამუშავდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ მე ვერ ვეხდავ, რომ მისი ერთი ნაწილი მაინც იბრძოდეს ჭეშმარიტი გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ჯამში ოპოზიციური ძალები დაახლოებით 10 პროცენტს დააგროვებენ, მაგრამ არჩევნები არ არის სპორტული შეჯიბრი, სადაც მონაწილეთა რეზულტატები ჯამდება და გუნდურ შედეგს იძლევა.

თქვენის აზრით როგორ განვითარდება სიტუაცია საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით?

საკრებულოშიც იგივე მოხდება. თუმცა, შესაძლებელია მისი თავმჯდომარე ცნობილი ჟურნალისტიც გახდეს, ასევე ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი ინგა გრიგოლია.

მანანა ნაჭყებია, „ახალი მემარჯვენეების" პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

მე ეჭვი მეპარება, რომ მართლაც განხორციელდეს ის რასაც აცხადებენ ბაქარაძე და ხელსიუფლების სხვა წარმომადგენლები. საქმე იმაშია, რომ ამ განცხადებების პარალელურად თბილისის მერი გიგი უგულავა, აქტიურად იყენებს ადმინიტრაციულ რესურსს. სანამ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას ან გნებავთ ნებისყოფას, სიტუაცია არ შეიცვლება სასიკეთოდ.

კონკრეტულად როგორ იყენებს გიგი უგულავა ადმინტრაციულ რესურსს?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100