RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილა დაა-ქვეითა ჩინოვნიკები

15.04.2010  |  11:08

5821.jpegსაქართველოში, ამთავრობო ტრანსპორტზე შეამცირეს ხარჯი და ზოგიერთ ჩინოვნიკს პირადი სასახურეობრივი ავტომობილის მოსახურების პრივილეგია მოუხსნეს. ნუთუ ასე ცუდადაა საქმე ფინასებთან დაკავშირებით? GeorgiaTimes-ის თანამოსაუბრეები სკეპტიკურად უყურებენ მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას.

კრიზისის დროს სამთავრობი ხარჯები უნდა შეიკვეცოს. ამ მტკიცებულებას ვერ შეედავები. გასულ გაზაფხულს საქართველომ სახემწიფო აპარატის საბიუჯეტო ხარჯების სკვესტრირება მოახდინა 10 მილიონი ლარით ( მიახლოებით 6 მილიონი დოლარი). და არა მხოლოდ მან. შეკვეცით მთელი ევროპაა დაკავებული. რუსეთმა, მისი უზარმაზარი ჩინოვნიკთა აპარატით, სატელეფონო კავშირზე, მივლინებებსა და ყოველნაირ ავტომობილებზე 38 მილიარდი რუბლის ეკონომიის გაწევა შეძლო. (ერთ მილიარდ დოლარზე მეტი).

რაღა საჭირო ქამრების გადაჭერა მაშინ, როდესაც საქართველო, მაღალჩინოსნების მტკიცებით უკვე გამოდის კრიზისიდან?

პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამთავრობო ავტოპარკი 30 ავტომანქანით შემცირდა. ამ პრივილეგიის გარეშე დარჩნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მისი მოადგილე, ქვეყნის ხელმძღვანელის მრჩევლები და კანცელარიის სხვადასხვა სტრუქტურული ქვეგანყოფილებების ხელმძღვანელები.

რაში სჭორდება ეს სააკაშვილს? „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ეკონომისტი თეიმურაზ მურღულია ვარაუდობს, რომ საბაბი მოახლოებული არჩევნებია.

- ყველა მედალს ორი მხარე აქვს. კარს მომდგარია არჩევნები, ამიტომაც მთავრობა თავგამოდებით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მან იცის ფულის ეკონომიურად მოხმარება. მაგრამ, ეს სულაც არ არის ასე. მხოლოდ ერთი ფეხით სასიარულო ხიდი რად ღირს თბილისში მტკვარზე, რომელიც არქიტექტორმა მიქელე დელუჩიმ შექმნა! მასზე 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა. არადა მისგან 50 მეტრის მოშორებით, არის ხიდი. ასეთ დანახარჯებთან შედარებით ორი-სამი ავტომობილის ხარჯის შემცირება, არც არაფერია.

- და საერთოდ ღირს კი, ჩინოვნიკების ავტომობილებზე ეკონომისს გაწევა?

- გააჩნია რა ჩინოვნიკების და გააჩნია რა მანქანებზე. ცნობილია, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველ წელს ცვლის საკუთარ ავტოპარკს. გასაგებია, რომ არსებობს ამოცანების კატეგორია, რომელიც კარგი სამსახურეობრივი ტრანსპორტის გამოყენებას მოითხოვს. მაგრამ ყველა სამთავრობო მანქანა, ყოველ წელს იცვლება, ძველები კი აუქციონებზე იყიდება. და თან ნახეთ რა კლასიის ავტომობილებს ყიდულობენ: ყველაზე ძვირფასებს. ეს არ არის ნორმალური და არც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას შეესაბამება. მანქანებს მოხლოდ ისინი დაკარგავენ, ვინც ჩემის აზრით შერისხული აღმოჩნდა ან ეს დროებითი მოვლენა იქნება და შემდეგ ყველაფერს ძველებურად გააგრძელებენ, როგორც კი ხელისუფლება გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.

სახელმწიფომ საერთო ჯამში უნდა შეამციროს დაუფიქრებელი ხარჯები. ეს საქართველოს ყველაზე დიდ პრობლემაა - ბიუჯეტის არარაციონალური გამოყენება. გამომთველელი პალატა სახსრების გახარჯვის ეფექტურობის შემოწმებით უნდა იყოს დაკავებული. ის კი ამჟამად ფინასური დოკუმენტების რევიზიითაა დაკავებული, ამოწმებს იმას, სწორადაა ისინი გაფორმებული თუ არა. ყოველწლიურად ის უამარავი ზედმეტი ხარჯის აღმოჩენას შეძლებდა, თუნდაც, ამ ხიდის მაგვარის. შემდეგ, საქართველოში გზები შენდება და ეს კარგია, მაგრამ მათზე არაადეკვატური თანხები იხარჯება. თავად ქვეყნის ბიუჯეტიც ამ ოთხი წლის განმავლობაში გაუგებარი გახდა. ადრე, პირიქით ყოველი ციფრისთვის შეიძლებოდა გნმარტების პოვნა, თუ რისთვის აპირებდენე ამ სახსრების დახარჯვას. ახლა ეს უკვე რაღაც გაუგებარი ციფრების ცხრილია, რომლის განმარტებაც შეუძლებელია. სახელმწიფო კი უსაფუძვლო ხარჯებზე არამარტო ხუჭავს თვალს, არამედ ის საბიუჯეტო თანხებს არჩევნების ფალსიფიცირებისთვისაც იყენებს.

მაგრამ, ერთი შეხედვით ჩინოვნიკების კეთილდღეობის შეკვეცა, პროგრესულ ნაბიჯად გამოიყურება. რუსეთში, სადაც ავტომობილისტებმა მორიგი აქცია გამართეს, სახელმწიფო მოსამსახურეების ავტომაქანებზე სიგნალიზაციის გამო, სააკაშვილის იდეა, ალბათ ძალზე დროული და აქტუალური იქნებოდა. მაგრამ არსებობს სხვა შეხედულებაც. ავტომობილისტთა მოძრაობის ვიცე-პრეზიდენტის ლეონიდ ოლშანკოვის აზრით, პირადი ავტოტრანსპორტის შემცირება არამარტო არ არის საჭირო, არამედ მავნეცაა.

- მე ვფიქრობ სააკაშვილის გამოცდილების გამოყენება რუსეთში, არ ღირს. ყოველ ქვეყანას საკუთარი თავისებურებები აქვს და რუსეთი კვლავ ოქმების, პერსონალური მოთხოვნებისა და ციმციმების ქვეყანად რჩება. თუ კი ჩინოვნიკებს წავართმევთ ავტომობილებს, გაიზრდება სამივლინებო ხარჯები. უმჯობესია სამსახურეობრივი ტრანსპორტით იმგზავრონ. ავტომობილების ტექნიკურ მდგომარეობას, სამთავრობო ავტოპარკში დღეში ორჯერ ამოწმებენ. მძღოლებსაც სიფხიზლეზე დღეში ორჯერ ამოწმებენ. სამთავრობო ტრანსპორტის მძღოლებად პროფესიონალები მუშაობენ. ხოლო ჩინოვნიკი მანქანაში მარტო თუ იქნება საჭესთან, ეს საფრთხეს შეუქმნის საგზაო მოძრაობას. ჩინოვნიკს გზაში დოკუმენტების წაკითხვა ესაჭიროება, ტელეფონზე საუბარი და მუშაობა. წამოიდგინეთ, ამ დროს ის კიდევ ავტომობილის მართვით იქნება დაკავებული. ვისაც ეკუთვნის სამსახურეობრივი ტრანსპორტი, დაე დარჩეს კიდევაც მას.

- მაგრამ ლბათ რუსეათში შეიძლება მაინც ვინმეს დატოვება სამსახურეობრივი ტრანსპორტის გარეშე?

- არა. მაგრამ აქ არსებობს სხვა მახარეც. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამამულო ავტოწამოებას დავუჭიროთ მხარი. ამისთვის საჭიროა ჩინოვნიკების სამამულო მანქანებზე გადასმა. ეს მიუღებელია, როდესაც ისინი უცხოური მარკის ავტომობილებით დადიან. სერგეი მირონოვსა და ბორის გრიზლოვს, მე მაგალითად ზილ-ზე გადავსვამდი, მათ მოადგილეებს „ჩაიკაზე", ხოლო კომიტეტის თავმჯდომარეებს და მინისტრების მოადგილეებს „ვოლგებზე". ახლა კი რა ხდება, მე მივდივარ რაიონულ მმართველობაში, იქ კი მხოლოდ უცხოური ავტომანქანები დგას.

- სხავათაშორის, უცხოური ავტომანქანების, სამამულოთი შეცვლით - ეკონომიაც გაკეთდებოდა...

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100