RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გაიმეორებს თუ არა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იგივე შეცდომას?

22.04.2010  |  10:11

5861.jpegმოსკოვი, ევროპის საბჭოს საპარლამედნტო ასამბლეაზე ახალ პრეტენზიებს ელოდება. სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლეონიდ სლუცკოის აზრით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აპრილში, საგაზაფხულო სესიაზე სავარაუდოდ რუსეთისაგან კვლავ მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებას. იმავ დროულად, საქართველო-რუსეთის დოსიეზე ასამბლეის მომხსენებლები მატიას იორში და დევიდ უილშირი უკვე იყვნენ ჩასულები თბილისში და ახლა მოსკოვის მონახულებას აპირებენ. GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი პოლიტოლოგებს გაესაუბრა იმის შესახებ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ მოითხოვს თუ არა რუსეთისაგან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტზე უფლების აღიარების გამოწვევას.

როგორც ლეონიდ სლუცკოი იტყობინება - მოსკოვი მაქსიმალურად ვრცელი პასუხების გაცემას აპირებს მომხსენებელთა კითხვებზე, რათა თავიდან ავიცილოთ „დესტრუქციული მიდგომა". რაც შეეხება ამიერკავკასიური რესპუბლიკების აღიარების საკითხს, დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსული მხარე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ასამბლეის ეს მოთხოვნა აფსოლუტურად მიუღებელია.

2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოსკოვს არაერთგზის მოთხოვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამოწვევა. საქმე იმაშია, რომ ხუთდღიანი ომის შემდეგ, საერთაშორისო სამართალი XXI-საუკუნის რეალიებს შეეჯახა. ზოგი თვლის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ, სხვა სახელმწიფოების გარდაუვალ დაშლას დაუდო დასაბამი, რაც მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის სამართლებრივი აქტის გადახედვას მოითხოვს. ზოგიც, ბალკანებზე განვითარებულ სიტუაციას, პრეცედენტად არ მიიჩნევს და საერთაშორისო სამართლის შემორჩენილი საფუძველბით ახდენს აპელირებას.

საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით ხელმძღვანელობენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტების მოხსენებაში „საქართველოსა და რუსეთის შორის ომის შედეგების " რეზოლუციის შესრულების შესახებ, უკვე აღინიშნა, რომ რუსეთმა მოთხოვნების უმეტესი ნაწილი არ შეასრულა. დასავლეთის შეხედულებით, მოსკოვი ვალდებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულოს, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, დიმიტრო მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ, ასევე რუსეთმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რუსეთი კი, რომლემაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო, დამოუკიდებლობის აღიარების შეთანხმებებით ახდენს აპელირებას, უფრო მეტიც, რუსეთის მხარის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვმა მედვედევ-სარკოზის გეგმის ყველა პუნქტი შეასრულა.

GeorgiaTimes კორესპონდენტი პოლიტოლოგებს ესაუბრა იმის შესახებ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას კვლავ მოითხოვს თუ არა რუსეთისგან აფხზაბისა და სამხრეთ ოსების სუვერენიტეტის უფლების შესახებ გადაწყვეტილების ანულირებას.

ვლადიმერ ანოხინი, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლოგიკით, ისეთი რამ - როგორიცაა დამუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გამოწვევა, მათთვის მისაღებია. ასამბლეა ყოველთვის ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება - რუსეთის ხელისუფლების გააზრებული გადაწყვეტილებაა ამ რესპუბლიკების საქართველოსთან ურთიერთობების მთელი ისტორიიდან გამომდინარე. თბილისმა ძალიან ბევრი რამ ავნო ამ რესპუბლიკებს, იმისათვის, რომ ისინი ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში მოიაზრებოდნენ. იმიტომ რომ, საქართველოსთვის ეს ორი რესპუბლიკა გარიყულია და თბილისის მხრიდან, ამ ორი სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას, სხვას ვერაფერს უწოდებ თუ არა გენოციდს. ამიტომაც, ისტორიული აუცილებლობიდან და რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, მოსკოვმა დასკვნა გამოიტანა, რომ მათი საქართველოსთვის ძალადობრივად შეერთება (როგორც ეს ადრე მოხდა) აფსოლუტურად მიუიღებელია და ეს ორი რესპუბლიკა საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანა. ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა - რუსეთის დამცირების ტოლფასია და იმ ხალხებს ემუქრება განადგურებით, რომლებიც რუსეთისკენ ისწრაფვიან.

ჩემის აზრით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - პროვოკაციული ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მთელს ტერიოტორიაზე კონფლიქტსა და განხეთქილებას თესავს. მე ამ ორგანიზაცია პრინციპულად არ ვცემ პატივს. ის არ არის იმისათვის შექმნილი, რომ ადამიანები და სახელმწიფოები გააერთიანოს.

ვალერი ხომიაკოვი, ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს გენერალური დირექტორი.

გასაგებია, რომ ამგვარი პერსპექტივები რეალურია. რუსეთმა ხომ ის სტრატეგია აირჩია, რომლის თანახმადაც მოსკოვი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის. თუმცა მის ანულირების მოთხოვნა, ვერანაირ ეფექტს ვერ იქონიებს, განხილვის პროცესი კი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. დიახ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უწინდელ პოზიციაზე რჩება, მაგრამ რუსეთიც ჯიუტად იცავს საკუთარ პოზიციას და თვლის რომ, საქართველომ გენოციდი ჩაიდინა სამხრეთ ოსი ხახლხის წინააღმდეგ.

სინამდვილეში, ასამბლეას სხვა უამრავი მნიშვნელოვანი საქმე აქვს. ეს პირველ რიგში მოლაპარაკებების მოედნის შექმნაა, მოსალაპარაკებელი თემები მართლაც უამრავია და ამ თემების უდიდესი ნაწილი, საკუთარი არსით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ევროპისა და რუსეთისთვის, ვიდრე ქართული პრობლემატიკაა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100