RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”უკუსვლა ჩართო”?

22.04.2010  |  10:13

5862.jpegთბილისი მზად არის რუსეთთან მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ამასთანვე ქართული მხარე უარს ამბობს რაიმე სახის შეთანხმებების გაფორმებაზე აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან, რომელ ტერიტორიებსაც საქართველო კვლავ თავისად მიიჩნევს. როგორ აისახე ქართველების განცხადებები ჟენევის მოლაპარაკებებზე და წავა თუ არა რუსეთი იურიდილად მავალდებულებელი შეთანხმების ხელმწორეაზე სააკაშვილის რეჟიმთან?

გრიგოლ ვაშაძის თქმით, თბილისს არ აქვს არანაირი პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ მოაწეროს ხელი მოსკოვთან შეთანხმებას. "თუკი რუსეთს სურს კიდევ ერთი იურიდიული ინსტრუმენტი - არაა პრობლემა. აქ რომ სერგეი ლავროვი იყოს, მე ახლავე მოვაწერდი ხელს დოკუმენტს".

ამასთანავე, ვაშაძემ ხაზი გასუვა, რომ საქართველო ვერ ხედავს აფხაზეთთან და ოსეთთან მოლაპარაკების გაფორმების იურიდიულ საფუძველს. "როგორც სახელმწიფოები ისინი არ არსებობენ,- ფიგურალურად გამოთქვა აზრი მინისტრმა.- ჩვენ რომ ასეთი შეცდომა დაგვეშვა და მათ წარმომადგენლებთან ხელი მოგვეწერა, ეს მათ ლეგიტიმურობას შემატებდა".

როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი კაპანაძემ განაცხადა, თბილისი მართლაც მზად არის მოაწეროს ხელი დოკუმენტს მოსკოვთან, თუმცა ასეთი შეთანხმება უნდა შეიცავდეს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმბეის პუნქტებს.

ქართველი მინისტრის მხრიდან გაჟღერებული სიტყვები საკმაოდ მოულოდნელი იყო, განსაუთრებით ჟენევის მოლაპარაკებების უიმედო მეათე რაუნდის შემდეგ. საქმე ისაა, რომ მარტის ბოლოს საქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შორის მიიღწა შეთანხმება, რომ შემდეგ რაუნდზე ახალ პროექტს წარადგენდა მოსკოვი. ბორის ჩოჩიევის თქმით, რუსეთის ახალ პროექტს დისკუსიის ყველა მონაწილე მიიღებდა. "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი იქნება სამომავლო გარანტი იმისა, რომ საქართველო აღარ გამოიყენებს ძალას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ",- თქვა მან.

როგორც ცნობილია, ქართული მხარის უარის თქმის გათვალისწინებით შვეიცარიამ მონაწილეებს ცალმხრივი დოკუმენტის - დეკლარაციის ხელმოწერა შესთავაზა. ქართულ დელეგაციას შესთავაზე დაახლოებითუ ტექსტი, რომლის ხელმოწერაც პრეზიდენტს ან საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლია, შემდეგ კი ეს გაიგზავნებოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარესთან. ამ წინადადებს თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც მოაწერდნენ ხელს დეკლარაციებს და გააგზავნიდნენ გაეროში.

ქართულმა დელეგაციამ მაშინ პირობა დადო, რომ დაფიქრდებოდა ამ საკიტხზე და შემდეგ რაინდზე გაახმოვანებდა თავის პოზიციას. მაგრამ, ქართველი დიპლომატების განცხადებების მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისევ იფიქრა მოსკოვის წინადადებაზე და უარყოფითი პასუხი გასცა.

კანონზომიერად ჩნდება კითხვა: წავა რუსეთი კიდევ ერთი იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერაზე სააკაშვილის რეჟიმთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გვერდის ავლით? ამის თაობაზე ჩვენი კორესპონდენტი გაეუსაუბრა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას და რუს ექსპერტებს.

დიმიტრი მედოევი, სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთში:

ეს ძალიან უცნაური განცხადებაა ქართველი დიპლომატების მხრიდან. აქედან გამოდის, რომ საქართველო რუსეთზე თავდასხმას აპირებდა. როგორც ცნობილია, 2008 წელს აგრესორი ქვეყანა იყო საქართველო, ხოლო მსხვერლი - სამხრეთ ოსეთი. ამიტომაც ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერა მესამე ქვეყანასთან აბსურდია. მოსკოვი ამ შემთხვევაში არის კავკასიაში სიმშვიდი შენარჩუნების გარანტი და საქართველოსთან ორმხრივ შეთანხმებას ის ხელს არ მოაწერს. თბილისი ახლა უბრალოდ ეძებს იმაში დამნაშავეებს, რომ არ შეუძლია მოლაპარაკება არც მოსკოვთან, არც ცხინვალთან და არც სოხუმთან.

აისახება თუ არა ვაშაძის განცხადებები ჟენევის პროცესზე?

იმედი მაქვს, რომ არა. მოლაპარაკების მოედანი ყოველთვის ჯობია ბრძოლის ველს.

სერგეი დემიდენკო, სტრატეგიული შეფასებებისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი:

ვფიქრობ, რომ საკიტხის ასეთი დასმა პრინციპში გამორიცხავს მის დადებითად გადაწყვეტას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ჟესტი. საქართველო კიდევ ერთ დემარშს აწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და უჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ ვინ უშლი ხელს "ქართულ ტერიტორიებს" გამთლიანებაში. თურმე, არ შეიძლება სატელიტებთან მოლაპარაკება. თუკი თბილისი ისე დასვამს საკითხს, როგორც ახლა, მაშინ დარწმუნებული ვარ, მოსკოვი განაცხადებს, რომ რუსულ მხარეს უბრალოდ არ შეუძლია და არ ისაუბრებს და არ გადაწყვეტს არაფერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაცვლად.

შეიძლება იმის თქმა, რომ ამ განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის მიერ შეთაბაზებული ვარიანტის ხელმოწერაზე?

პრინციპში, დიახ. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ პლატფორმას, სადაც შეიძლება მოხდეს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის საუბარი. თბილისი აგრძელებს იქიდან გამოსვლას, რომ ეს "ძალით წართმეული" ტერიტორიებია. ამ კონცეფციას ის არ შეცვლის, ამიტომაც თანაბარუფლებიანი დიალოგი ვერ შედგება. ახლა, როდესაც ყველა ხიდი დამწვარია, მოლაპარაკება ევრ მოხერხდება. შეიძლება, ამ პრობლემის განხილვა საჭიროა საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სააკაშვილთან.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100