RSS
на русском en in english
24.11.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსეთში ქართული ლობის გამო

23.04.2010  |  15:21

5879.jpegქართული ოპოზიციის ახალი დესანტი რუსეთში ჩავიდა. კობა დავითაშვილი და კახა კუკავა წარმოადგენენ "მეორე ეშელონს" პოლიტიკოსებისას, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ნოღაიდელთან შედარებით, რომლებიც მანამდე შეხვდნენ რუს ჩინოვნიკებს და გამოთქვეს მზადყოფნა მოლაპარაკებების წარმოაბისთვის.

"სახალხო პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა რუსეთში წასვლამდე განაცხადა, რომ აპირებს "ქართული ლობის" შექმნას. ამის გამო მან მიიღო მიწვევა სანკტ-პეტერბურგში ქართველი ხალხის მსოფლიო კონგრესზე.

ორგანიზაციას სათავეში უდგას ალექსანდრე ებრალიძე, რომელიც თბილისში შეიყვანეს რუსი აგენტების "შავ სიაში". თუმცა დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თავად ებრალიძე მისი პრეტენზიებით საპრეზიდენტო პოსტზე მას არ აინტერესებს. მთავარია დამყარდეს კავშირი დიასპორასთან. "ჩვენ იმისთვის მივდივართ, რომ განვიხილოთ ქვეყნის გამთლიანების საკითხები. ჩვენ არ განვიხილავთ ქვეყნის შიდა საქმეებს. ჩვენ მივდივართ საზოგადოებრივი ზრის შესაქმნელად, რუსეთში ქართული ლობის შესაქმნელად",- აცხადებდა პოლიტიკოსი.

ფორუმში მონაწილეობის გარდა, დავიტაშვილი და კუკავა შეხვდენიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დავითაშვილი აპირებს რუსულ მხარეს შესთავაზოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნატოში შესვლაზე უარის თქმის სანაცვლოდ. "ვთვლი, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი შეთავაზებული წინადადება სავსებით სერიოზულია. ამ მიმართულებით განხილვაც სერიოზული უნდა იყოს",- აღნიშნა მან.

საქართველოში, როგორც სხვა ოპოზიციონერების მოსკოვში გამართული ვიზიტის დროს, უკვე შექმნილია შესაბამისი საინფორმაციო ფონი ამ ვიზიისათვის და "მოღალატეებს" შეურაცხყოფასაც კი აყენებენ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა გიორგი გამსახურდიამ დავითაშვილს და კუკავას ნაძირლები უწოდა. თუმცა ზოგი ექსპერტი ცდილობს ამ ისტერიის შეჩერებას და მოსკოვში ვიზიტებს "პოლიტიკური გემოვნების" საკითხს უწოდებენ.

რუსეთში როგორ უდგებიან ამ საკითხს "ქართული ლობის" შექმნის შესახებ?

ერთმანეთისგან "რუსეთისა" და მისი "ხელისუფლების" გამიჯვნას შეეცადა ვლადიმერ პრიბილოვსკი, საინფორმაციო-საგამომძიებლო ცენტრი "პანორამის" პრეზიდენტი.

-არის რუსეთი და არის კრემლი. თავად კრემლშიც არის სხვადასხვა ჯგუფები. სეჩინს სხვა აზრი აქვს, თუ როგორი კონტაქტები უნდა იქონიოს ქართველებთან, კუდრინმა და მედვედევმა კი შეიძლება სულ სხვა რამე თქვან. მე ვუშვებ, რომ იმ ნაწილს, რომელიც სააკაშვილთან კავშირის წინააღმდეგია, ოპოზიციასთან კონტაქტი სჭირდება. მათთვის სასარგებლოა ასეთი კავშირების ქონა, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დროს. ამიტომაც პრაგმატული თვალსაზრისით ამ ჯგუფს აქვს ინტერესი ქართული ოპოზიციის რჩენაში. რაც შეეხება მთელ რუსეთს, მისთვისაც აუცილებელია ქართველ ხალხთან კონტაქტის ქონა, მაგრამ არა მარტო ოპოზიციასთან, არამედ ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ერთის ჩამოგდება და მეორე ლიდერის პოსტზე დასმა უნაყოფო და ცუდი საქციელია.

-კობა დავითაშვილი აპირებს რუსულ მხარეს შესთავაზოს ნატოში შესვლაზე უარის თქმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების სანაცვლოდ. თქვენი აზრით, შეიძლება რომ ასეთი გაცვლა შედგეს?

-ეს იგივე იქნებოდა, რომ მე პუტინის ოპოზიციაში ყოფნისას, ქართველებისთვის აფხაზური საკითხის გადაჭრა დამევალებინა. რაც შეეხება ამ საკითხების განხილვას უფრო სერიოზულ ძალებთან, სამხრეთ ოსეთი არ არის დმაოუკიდებელი სახელმწიფო და კრემლის სრულ მართვაშია. ის შეიძლება გახდეს გაცვლითი მონეტა. აფხაზეთთან უფრო რთულად არის საქმე. ის რუსეთზე დამოკიდებულია, მაგრამ ასე ადვილი არ არის მისი დათმობა. სამხრეთ ოსეთი არის ნული, ქიმერა. აფხაზეთი კი, თუკი საქართველო კვლავ ასე ცუდად მოქცევას გააგრძელებს, თავისუფლად შეიძლება შედგეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას აქვს შინაგანი რესურსები იმისთვისაც, რომ იყოს რაიმე ფორმით თბილისზე დამოკდიებული და იმისთვისაც, რომ იყოს სრულიად დამოუკიდებელი.

-ქართველი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ კრემლს სინამდვილეში აწყობს მიხეილ სააკაშვილი, რადგანაც ეს მას საშუალებას აძლევს რუსები დააშინოს "საგარეო მტრით" და თავისკენ იზიდავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რასაც სავარაუდოდ შემდგომში გააკეთებს საქართველოს ახალი ხელისუფლება. თქვენ ეთანხმებით ამ აზრს?

-კრემლს, როგორც უკვე ვთქვი, რამდენიმე აზრი აქვს. ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ რაც უარესი მმართველი ჰყავს საქართველოს, უკეთესია. თორემ მობა შემდეგ სხვა, უფრო გაწონასწორებული და ჩვენ უფრო გაგვიჭირდება. არსებობს ის აზრიც, რომ შემდეგი ლიდერი შეიძლება უფრო მეტად მოუხერხებელი იყოს. როგორც თავის დროზე კრემლში უკმაყოფილოები იყვნენ შევრდნაძით და მოვიდა კიდევ უფრო პროდასავლური პოლიტიკოსი. ამიტომაც არ არსებობს საერთო პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით და რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით იცვლის აზრს.

პრიბილოვსკისგან გასვავებით ვლადიმერ ზახაროვი, კავკასიური კვლევითი ნცეტრის ისტორიკოსი, სასარგებლოდ მიიჩნევს ყველა კონტაქტს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან, გარდა ხელისუფლებისა, თუმცა, დავითაშვილის მიერ შეთავაზებულ თემატიკას მოლაპარაკებისთვის გამოსადეგრად მიიჩნევს.

--ჩვენ გვჭირდება ყველა, ვინც თავს არ თვლის სააკაშვილის მომხრედ. უნდა შევხვდეთ და განვიხილოთ ყველაფერი სხვადასხვა დონეებზე. მხოლოდ პოლიტიკოსები კი არა მეცნიერებიც უნდა შეხვდნენ: ფიზიკოსები ფიზიკოსებს, მათემატიკოსები მათემატიკოსებს, ისტორიკოსები ისტორიკოსებს, საჭიროა ისეთი მრგვალი მაგიდა, სადაც ჩვენ ყველა ერთმანეთს ჩავხედავთ თვალებში და მოვუსმენთ ერთმანეთს, განვიხილავთ ყველა საკითხს, რომლებიც შეიძლება შემდგომში გახდეს თანამშრომლობის საგანი.

-დავითაშვილმა რუსულ მხარეს გაცვლა შესთავაზა - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არ-აღიარების სანაცვლოდ საქართველოს ნატოში შესვლაზე უარი...

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100