RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო ურანით შეტევაზე გადავიდა

26.04.2010  |  23:28

5898.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ბირთვული იარაღით" გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა. ის კვლავ აგრძელებს მისთვის მტრული ქვეყნის რეპუტაციის გაფუჭებას, მაღალი შემცველობის ურანის კონტრაბანდაში რუსეთის დადანაშაულებით. ამავდროულად კი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში დაკავებული ნივთიერების რუსული წარმოშობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტს, მობეზრდა რუსი ჩინოვნიკების მხრიდან ნარკოტიკების ტრანზიტსა და ჩეჩენ ტერორისტებთან კავშირის შესახებ ბრალდედბების მოსმენა და საუკეთესო თავდაცვად მანაც „თავდასხმა" აირჩია და ამიტომაც, ასეთივე სერიოზული პრეტენზიები წაუყენა რუსეთს.

ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკული მასემდიისთვის მიცემულ ინტერვიუში, თითქოს და გაკვრით მოიხსენია, რომ: „იყო შემთხვევები როდესაც საქართველოს საზღვრებთან გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის ფაქტები ფიქსირდებოდა და ამასთან საბრძოლველად ჩვენ ძალა და სტრატეგია გვესაჭიროება".

მინიშნება სრულიად გასაგებია, ვინაიდან ამ ფრაზით რუსეთის მისამართით ბრალდებების წამოსაყენებელი ნიადაგი წინასწარ მომზადდა. კერძოდ, მარტში საქართველოს პოლიციამ დააკავა კონტრაბანდისტების ჯგუფი, რომლებსაც რამოდენიმე გრამი ურანი ჰქონდათ. ის 70 პროცენტით იყო გამდიდრებული და სავარაუდოდ რუსეთიდან ხდებოდა მისი ტრანსპორტირება. თბილისმა, ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.

ცოტა უფრო ადრე ქართველმა ექსპერტებმა მსოფლიოს ამცნეს, რომ რუსეთი აფხაზეთის ტურისტულ სამოთხეში, რადიოაქტიური ნარჩენების დასაწყობებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია თოთქოს და მათ აფხაზეთის ძალოვანი უწყების სანდო წყარომ მიაწოდათ. წერილი ლევან კიკნაძეს მოუვიდა, რომელიც ადრე საქართველოს უსაფრთხოების აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

ეჭვებისთვის შესაბამისი ლეგენდაც გამოიძებნა, სოხუმში ვლადისლავ არძინბას მმართველობის პერიოდიდან. მაშინ, სპეციალური საცავიდან, ანუ სოხუმის ფიზიკურ - ტექნიკური ინსტიტუტის ტერიოტორიაზე არსებული სამარხიდან გაქრა ერთი კონტეინერი ურან-235, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელადაც გამოდგება.

როგორც კიკნაძე აღნიშნავს, რუსეთმა მოისურვა საქართველოსთან ერთობლივად გამოეძიებინა დაკარგვის ფაქტი, თუმცა ეს მთელს მსოფლიოში რადიოაქტიური ურანის დაკარგვის, ლამის ერთადერთი შემთხვევა იყო.

ქართველი ექსპერტის განცახდება უარყო სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორმა ანატოლი მარკოლიამ. მისი თქმით, ურანი სოხუმში უკვე აღარ არის და ატომური უსაფრთხოების საერთაშორისო სააგენტოს წარმომდგენლები სამჯერ იყვნენ სოხუმში ჩამოსული. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ იმით, რომ ყველგან შეუშვეს და რადიაცია არსად არ იქნა აღმოჩენილი. არც ახლა პირებს ვინმე რაიმე სახის ნარჩენების შემოტანას.

მაგრამ კიკნაძე, მარკოლიას სიტყვებით უკმაყოფილო დარჩა: ანუ მეორხარისხოვან თემებზე გადააქვს საუბარიო. ამასობაში კი, ქართველ ექსპერტს ფოტოს წარმოდგენაც კი შეუძლია იმ სახლით, სადაც ახლახანს რადიოაქტიური ნივთიერებით სავსე კონტეინერი იპოვნეს და რაც შეეხება ძველ ისტორიას, სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტიდან მოპარული ურანის პარტიაზე, ის შემდგომ საქართველოს სპეცსამსახურებმა დააკავეს, აღნიშნავს ექსპერტი. და ერთერთმა კურიერმა - დევნილმა ზურაბ გურგულიამ - რომელიც 1998 წელს დააპატიმრეს, აღიარა, რომ ურანი მას ერთერთი აფხაზური დაჯგუფების მეთაურმა ვალმერ ბუტბამ გადასცა.

ვინაიდან რუსეთი არც მაში და არც ახლა არ ახდენს ურანის დაკარგვის ან პოვნის აფიშირებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას დამნაშავის გამოაშკარავება არ აწყობს. „ანუ რუსული სპეცსამსახურები კორუფციის ჭაობში არის ჩაფლული",- რეზიუმირებას ახდენს კიკნაძე. ქართველი ექსპერტების ვარაუდით, რუსეთი ურანს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გზავნის.

ყოველივე ამას, ქართველი ექსპერტები პროსამთავრობო ტელეარხებით იტყობინებიან, ისეთებით როგორიცაა „იმედი", ამ არხმა უკვე გაითქვა სახელი საკუთარი „კომპეტენტურობითა" და „სიმართლის სიყვარულით", როდესაც ცრუ მოდელირებული ქრონიკით მოახდინა ქართველი ხალხის შოკირება, რუსეთის გამოგონილი თავდასხმის შესახებ.

საინფორმაციო საბაბს ახლაც საქართველო პრეზიდენტი იძლევა, რომელიც მუდმივად იმეორებს ბრალდებებს უარნის კონტრაბანდის შესახებ. ამჯერად სპეციალურად Associated Press-ისთვის იყო ნათქვამი, რომ რუსეთი არასტაბილურობას ქმნის, ვინაიდან ბირთვული მასალები საქართველოში „ძირითადად რუსეთიდან ხვდება" და იმიტომ რომ, „რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით შავი ხვრელები" შექმნა, რაც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.

საქართველომ კი, როგორც ამ ქვეყნის ექსპერტები აღნიშნავენ, აშშ-ს მიერ გამოყოფილი ფულით 38 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოსაჩენი აპარატურა შეიტანა.

რუსი ექსპერტები ამ ბრალდებებს, სკეპტიკურად უყურებენ. „საბოტაჟის აქტი" უწოდა საქართველოს პრეზიდენტის გამოხტომას ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ანალიტიკური მართვის ფონდის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პასეჩნიკმა.

- ეს ძალიან საეჭვო ბრალდებაა, რომელზედაც პასუხის გაცემა რუსეთის საგარეო სამქეთა სამინიტრომაც კი არ ჩათვალა საჭიროდ. მე ამას პოპულისტურ განცხადებად მივიჩნევ. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ვიღაცას ჯიბეში უპოვნეს ორი გრამი ურანი. ამგვარად არ გადააქვთ რადიოაქტიური ნივთიერებები და თანაც ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ რამე გააკეთო.

- ქართველი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 25 გრამია საკმარისი ბომბის დასამზადებლად.

- არა, ეს ძალიან ცოტაა და თუ კი რუსეთი რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდით დაკავდებოდა, აშკარაა რომ ეს არც მაგვარად და არც საქართველოს გავლით არ მოხდებოდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100