RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პრეზიდენტისეული პროპაგანდა

28.04.2010  |  11:38

5908.jpegსაქართვლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობის აგიტირებას ეწევა ხელისუფლების კანდიდატების მხარდასაჭერად. საქართველოს ლიდერი თვლის, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები - ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი ანუ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია". აისახება თუ არა სააკაშვილის სურვილები 30 მაისს, ამომრჩეველთა ხმებზე?

მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება „ერთიანი გუნდია" და მოსახლეობამ სწორედ მათ სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი. „თითოეულმა თბილისელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, უკეთესი გახდა თუ არა თბილისში ცხოვრება ამ ოთხი წლის განმავლობაში, მოსწონს თუ არა დედაქალაქის აღორძინება, სურს თუ არა მას იმ ქალაქში ცხოვრება, რომელიც სულ მალე ევროპაში ერთერთ ულამაზესად და კომფორტაბელურად დედაქალაქად იქცევა და სურს თუ არა მას უკეთესი მომავალი",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი, მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს და სწორედ ამიტომაც ამომრჩეველმა, ადგილობრივ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, ყოველმა თბილისელმა - კი გიგი უგულავას კანდიდატურას.

პრეზიდენტის დაპირებების კომენტირება GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა თბილისის მერობის კანდიდატს და საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს სთხოვა.

გოგი თოფაძე, თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი.

თავისთავად, ჩვენ უკმაყოფილონი ვართ სააკაშვილის მმართველობით. ადრე ჩვენ მზარდი ეკონომიკა გვქონდა, რესპუბლიკა კომფორტულად ცხოვრობდა. ახლა კი ჩვენ უამრავი პრობლემა გვაქვს, უამარავი საგარეო ვალი დაგვიგროვდა, როგორ შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ ამგვარი პოლიტიკით? პრეზიდენტის მთელმა გუნდმა უნდა აგოს პასუხი ამ ყოველივეზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე. ქვეყნის ეკონომიკის უბადრუკი მდგომარეობა, ხელისუფლების მხრიდან მისი ამერიკულ ყაიდაზე გადაკეთების მისწრაფებასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ეს ყოველივე მიუღებელი ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის. საქართველოზე ამგვარეი ძალადობა არავის არ ახარებს. გიგი უგულავაც და პრეზიდენტიც - ეს ერთი გუნდია, რომელიც არ ფიქრობს საქართველოს პერსპექტივებზე. და ბუნებრივია, რომ მათი პოლიტიკით უკმაყოფილება, უკვე ღია უთანხმოების ფორმებს იძენს.

თუმცა, ამჟამინდელ ხელისუფლებას ამერიკელებმა შესანიშნავად შეასწავლეს არჩევნების ფალსიფიცირება და ახლა მმოქმედი რეჟიმის წარმომადგენლები ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების გამოყენებას აპირებენ. უეჭველია რომ, ეს ყოველივე არჩევნების მიმდინარეობისას ამომქედდება. ყველაფრის და მიუხედავად, მიუხედავად ამ გუნდით უკიდურესი უკმაყოფილებისა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია 30 მაისს შეძლებს გამარჯვებას და ეს ფრიად სამწუხარო იქნება.

ირწმუნებს ხახლხი სააკაშვილის ახალ დაპირებებს?

ისინი მუდმივად იძლევიან დაპირებებს. მაგალითად, თავის დროზე ხელისუფლებამ მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის პირობა დადო. მაგრამ, ამის ნაცვლად ქვეყნის მილიონი მოქალაქე გაიქცა რუსეთში. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ - ინვესტიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ ესეც ბლეფი აღმოჩნდა. ერთადერთი, რის გამოც ხელისუფლება ქვეყნის საჭესთან რჩება - ეს შიშია. ისინი მას გარშემო თესავენ. ამ ყველაფერს კი ფალსიფიკაციის მეთოდებიც ემატება.

სხვათაშორის, ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლების წანააღმდეგები ვართ, ისინი საქართველოში ასობით ჩამოდიან და ყოველ ჯერზე სტანდარტულ დასკვნებს აკეთებენ. ანუ, იყო გარკვეული დარღვევები, მაგრამ საერთო ჯამში არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა. როგორ შეიძლება ვერ დაინახო, რომ ბიულეტენებს ტომრებით ყრიან ურნებში და სიები კი ხელოვნურადაა გაბერილი? აი ახლაც თბილისის სიებში მილიონ ადამიანზე მეტია, თუმცა სინამდვილეში საქართველოს დედაქალაქში გაცილებით ნაკლები მაცხოვრებელია. ხელისუფლება უკვე მზად არის ფალსიფიცირებისთვის. მაგრამ, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ქართველებისთვის.

მანანა ნაჭყებია, პარტია „ახალი მემარჯვენეების" აღმასრულებელი მდივანი.

ის, რომ პრეზიდენტი ღიად უწევს აგიტაციას თბილისის მმოქმედ მერს, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გიგი უგულავას - უკვე სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებაა. საქმე იმაშია, რომ თავის დროზე მთავრობამ კანონები შეცვალა და ახლა უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს არ ეკრძალებათ ამა თუ იმ კანდიდატის აგიტირება. პრინციპში კი ეს დაუშვებელია, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან.

ირწმუნებს მოსახლეობა სააკაშვილის სიტყვებს?

მოსახლეობის ნაწილი, ის ადამიანები რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები, რომლებიც ტენდერებსა და აუქციონებში იმარჯვებენ, საკუთარი ინტერესების გამო ხმას მისცემენ უგულავას. მეორე ნაწილმა კი, რომლებიც მძიმე სოციალურ სიტუაციაში იმყოფებიან, საეჭვოა მმოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს დაუჭირონ მხარი. თუმცა კი, ყველა ტელეარხით მიმდინარეობს აგიტაცია-პროპაგანადა. მთავარი საკითხი ახლა იმაში მდგომარეობს, დაუჯერებენ თუ არა ადამიანები ოპოზიციას? როგორც ცნობილია, აქამდე ოპოზიციამ ვერ შეძლო ერთიანობის დემნსტრირება. ამიტომაც დარჩენილ ერთ თვეში, ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხის დარწმუნება.

თინათინ ხიდაშელი, „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი.

ის, რომ სააკაშვილმა მოუწოდა ხალხს ხმა მისცენ ხელისუფლების წარმომადგენელს, ადვილად პროგნიზრებადი იყო, იმიტომ რომ ის ყოველთვის ასე იქცევა. სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით ეს არ არის კანონდარღვევა. დაუჯერებს თუ არა მას ხალხი - ამას 30 მაისს ვნახავთ. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, საქართველოს დედაქალაქში არც თუ ისე ბევრია, ამიტომაც თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციის შანსები, ძალიან მაღალია.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100