RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ნაბუკოს პროექტის დასასრული?

28.04.2010  |  11:44

5911.jpegავსტრიასთან შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსული მხარე შეიძლება შეუდგეს "სამხრეთის ნაკადის" პროექტზე კონკრეტულ სამუშაოებს. "გაზპრომის" ხელმძღვანელის ალექსეი მილერის თქმით, რუსეთი ახალ მილში მიწოდებებს 2015 წლიდან დაიწყებს. აღსანიშნავია რომ ვენამ ნაბუკოს რუსეთის ეს პროექტი ამჯობინა. აქვს კი შანსები დასავლეთის ნედლეულის პროექტს მოვლენების ასეთი განვითარების შემდეგ?

როგორც ალექსეი მილერმა განაცხადა, ახლა შეთანხმებულია ყველა იურიდიული დოკუმენტი, ომელიც აუცილებელია "სამხრეთის ნაკადის" გაზსადენის აშენებისთვის. "ავსტრია არის მეშვიდე ქვეყანა, რომელთანაც ხელი მოეწერა შეთანხმებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროექტი შედგა და შეგვიძლია შევუდგეთ საპროექტი სამუშაოებს. დღეიდან ძალიან ადვილად შეგვიძლია დავიწყოთ დროის ათვლა "სამხრეთის ნაკადის" ამუშავებამდე".

გასულ კვირას ავსტრიაში იყო რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც კანცლერ ვერნერ ფაიმანთან შეათანხმა თანამშრომლობის ყველა დეტალი. საქმე ისაა, რომ ახლა სწორედ ავსტრიის გავლით რუსული გაზი მიედინება გერმანიაში, საფრანგეთშუ, იტალიაში და უნგრეთშიც, მაგრამ მხოლოდ ტრანზიტული ქვეყნის სახით გამოდის უკრაინა. თუმცა ყველა აუცილებელი დოკუმენტის გაფორმებისა და "სამხრეთის ნაკადის" გაშვების შემდეგ ნედლეული ევროპაში პირდაპირ წავა. პუტინმა პირობა დადო, რომ ასეთი ნაბიჯი ვენას აძლევს სტაბილურობისა და სრულიად უწყვეტი მიწოდების გარანტიებს.

საინტერესოა, რომ ავსტრიამ, რომელსაც ბევრი ადამიანი ნაბუკოს მხარდამჭერად მიიჩნევდა, მაინც რუსულ ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა. ვიზიტის დროს ვერნერ ფაიმანმა გამოთქვა ეჭვი ნაბუკოს რესურსეით უზრუნველყოფაში და განაცხადა: "ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, იქნება თუ არა იქ გაზი". რაზეც რუსეთის პრემიერ მინისტრმა შენიშნა, რომ მილის აშენება კონტრაქტების გარეშე არ შეიძლება. "დამისახელებთ ნაბუკოს თუნდაც ერთ კონტრაქტს?",-გაისმა პუტინის მხრიდან რიტოკირული კითხვა.

თუმცა, როგორც ჩანს ევროპული პროექტი ხელის ჩაქნევას არ აპირებს. ამ დღეებში პროექტის კონსორციუმმა გამოაცხადა ტენდერი გაზსადენის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ზოგიერთი სპეციალისტი ამასთანავე თვლის, რომ ამ ეტაპზე ნაბუკო "სამხრეთის ნაკადსაც" კი უსწრებს.

მართლაც შეიძლება გახდეს მოსკოვსა და ვენას შორის გაფორმებული შეთანხმება ერთგვარი მოტივაცია ნაბუკოსთვის? როგორია დასავლური პროექტის შანსები რუს კონკურენტთა ბრძოლაში? ამის შესახბ ჩვენი კორესპონდენტი ექსპერტებს გაესაუბრა.

ალექსანდრე პასეჩკინი, ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი:

ჯერჯერობით მე არ მინახავს ნაბუკოს წარმომადგენლების რეაქცია რუსულ-ავსტრიული შეთანხმების ხელმოწერაზე. თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ რუსული პროექტი განხორციელდება, რადგანაც ავსტრია რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, ის იქნება გამანაწილებელი ქვეყანა. ნაბუკოს კი აქვს როგორც ფინანსური ისე რესურსის სირთულეები. ახლა უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თუკი ამ პროექტის რენტაბელობა ეჭვქვეშ დადგება, ის შეიძლება გაიყინოს ან საერთოდაც გაუქმდეს.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ნაბუკოს დიდი კაპიტალის დაბანდებები სჭირდება, ევროპელები კი კრიზისის მერე კიდევ უფრო ფრთხილობენ და არავის სურს ფულის ტყუილად ხარჯვა. უფრო მეტიც, ახლა ევროპაში ძალინ ეშინიათ "გაზპრომის". ამიტომაც ორივე რუსული პროექტის პერსპექტივები ნაბუკოსას რამდენიმეჯერ აღემატება. მართალია ევროპელები ეცდებიან ეს პროექტი რუსულ დაუპირისპირონ, ნაბუკოს მაინც ცოტა შანსები აქვს.

რით აიხსნება ნაბუკოს ინფრაქტრუქტურის აშენებაზე ტენდერის დაწყება?

ეს არის მოსამზადებელი პროგრამის ნაწილი და უფრო მეტად დადგმულ სცენას ჰგავს. ეს ერთგვარი გამოცდაა იმისა, თუ რამდენად დაინტერესებულები არიან ბაზარი და ინვესტორები ამ პროექტით. თუკი იქნება დიდი კონკურსი, მაშინ ეს აჩვენებს, რომ ნაბუკოს იდეოლოგიური რწმენა არსებობს. მაგრამ თუკი კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს ამ პროექტში ეჭვი ეპარებათ.

სერგეი დემიდენკო, სტრატეგიული შეფასებებისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი:

დღემდე გაუგებარია რა არის ნაბუკო. ეს არის პროექტი-მოჩვენება. გაურკვეველია საიდან მოიტანენ მისთვის გაზს. ასეთი გაურკვევლობა იქამდე შენარჩუნდება, სანამ ამგვარ პოზიციას დაიკავებს ირანი. ნაბუკოს დღემდე არც ერთი მილი არ აქვს დმაონტაჟებული. იქ მხოლოდ დიპლომატიური მიმოსვლა ხორციელდება. ამირომაც ნაბუკოსა და "სამხრეთის ნაკადის" დაკავშირება არც ისე კრექტულია თუნდაც იმიტომ, რომ რუსული პროექტის უკან რაღაც რეალური დგას. რა თქმა უნდა, აქაც არსებობს გასარკვევი საკითხები, მაგალითად ის, თუ საიდან მოიტანონ გაზი, მაგრამ ნაბუკო სუფთად ეფემერული პროექტია.

თავის დროზე მსგავსი პროექტით ცდილობდნენ რუსეთის შეშინებას. რომც დავუშვათ, რომ ირანი ნაბუკოსთვის გაიხსნება, ეს გაზის სახელმწიფო მხოლოდ პერსექტივაშია. თურქენეთიც რომ ავიღოთ, ეს ქვეყანა უფრო მეტად ჩინეთზეა ორიენტირებული.

რას ნიშნავს ნაბუკოს ინფრაქტრუქტურის აშენებაზე ტენდერის დაწყება?

გულახდილად რომ ვთქვა, ეს ძალიან უცნაურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უცნობია, თუ საიდან მოიტანს ნაბუკო გაზს. როგორ შეიძლება რაიმე ააშენო, თუკი არ იცი, საიდან უნდა წამოვიდეს? მსგავსი ცნობები შეიძლება საინტერესო იყოს გეოპოლიტიკის მოყვარულებისთვისმ მაგრამ არა ენერგეტიკოსებისთვის.

გრიგორი კუტოვოი, დამოუკიდებელი ენერგეტიკული ალიანსის პრეზიდენტი:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100