RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსეთში ვოიაჟი დამაიმედებელი გამოდგა

04.05.2010  |  09:32

5937.jpegქართველი ოპოზიციონერები კახა კუკავა და კობა დავითაშვილი რუსეთში მოგზაურობით კმატოფილები დარჩნენ. მათ მოახერხეს გულახდილად განეხილათ რუსულ-ქართული ურთიერთობების რთული პრობლემები, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო შექმნილი სიტუაციაც. როგორც დავითაშვილმა განუცხადა Georgia Times-ს, რუს პოლიტიკოსთა შეხედულებები, საკმაოდ დამაიმედებელია ქართველებისთვის.

პოლიტიკური ტურისტები, როგორც ირონიულად უწოდა ხალხის პარტიის და კონსერვატიული პარტიის ლიდერებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-ეპიკერმა გიგი წერეთელმა, მოგზაურობით კმაყოფილნი არიან. ამის შესახებ მათ განცხადება თბილისის აეროპორტში ჩამოფრენისთანავე გააკეთეს.

კუკავამ და დავითაშვილმა რუსეთში რამოდენიმე დღე გაატარეს, მათ რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა მოასწრეს.

მიწვევა მათ საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, პეტერბურგელმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ გამოუგზავნა. მან სანკტ-პეტერბურგში ქართული დიასპორის ფორუმი მოაწყო, რომელზედაც სხვადასხვა ქვეყნებიდან 270 ქართველი ჩავიდა, მათ შორის აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, სირია, უკრაინა, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და აფხაზეთიდან.

თუმცა ოფიციალური თბილისი კონგრესს არ სწყალობს, იმიტომ რომ შარშან ებრალიძამ სურვილი გამოთქვა საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი გახდეს, მიუხედავად საქართველოში ჩაწერის და რესპუბლიკაში ცხოვრების საჭირო სტაჟის უქონლობისა. საქართველოს ხელისუფლებამ ის რუსეთის სპეცსამსახურების კანდიდატურად ჩათვალა. ამიტომაც ამ ორგანიზაციის ოფისის თბილისში გახსნას, თან ერთვოდა დღესასწაულის რუსი მონაწილეების ქვეყანაში შეშვებასთან დაკავშირებული სკანდალი, ეს იმ პირებზეც კი გავრცელდა ვისაც პოლიტიკასტან ოდნავი შეხებაც კი არ ჰქონდა.

შესაბამისად პიტერში დაგეგმილი ფორუმიც, თბილისში უარყოფითად იქნა აღქმული, ხოლო კახა კუკავასა და კობა დავითაშვილის გამგზავრება იქ სამშობლოს ღალატად და რუსული წესებით თამაშის სურვილად იქნა შეფასებული.

თუმცა, ამ ყრილობაზე ებრალიძეს აღარაფერი უთქვამს საქართველოს პრეზიდენტობაზე, მან მიზნები ჩამოყალიბა, რაც ადგილ-ადგილ ეწინააღმდეგებოდა ოფიციალური რუსეთის პოზიციას: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რესპუბლიკის სუვერენიტეტის გარანტიები, რუსეთთან კეთილმეზობლობა, „აშშ-სთან თანაბარი ურთიერთობები", ეკონომიკური სტაბილურობა, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა.

ებრალიძის გარდა, ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი პავლოვსკიმ და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც მიიღეს. ამ უკანასკენლმა განმარტა თუ რატომ არიან რუსები ამჟამად ცუდად განწობილი საქართველოს მიმართ. „რატომ დავდექით ჩვენ აფხაზების და ოსების მხარეს? იმიტომ, რომ ისინი რუსეთზე მხოლოდ კარგს ამბობენ. ამიტომაც, ჩვენ ეს გვინდა თუ არა, საზოგადოებრივი აზრი მათკენ იხრება. თბილისი კარგად რომ საუბრობდეს რუსეთთან, ან რუსებზე, ან რუსულ არმიაზე, არ იქნებოდა რანაირი პრობლემა".- განაცხადა პირდაპირობით გამორჩეულმა რუსმა დეპუტატმა.

კახა კუკავა, მიუხედავად ჟირინოვსკის საკმაოდ მკვეთრი გულახდილობისა, კმაყოფილი დარჩა ამ შეხვედრით და ოპოზიციონერის განცხადებით, ქართული მასედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ - ვლედიმერ ვოლფოვიჩთან ხელის ჩამორთმევაც შედგა.

სტუმრება ასევე მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი პალატის სხდომაში, რომელზედაც განხილული იქნა ნაცინალობათაშორისი ურთიერთობები. ასევე, მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელს პაველ კანიშჩევს და კონსერვატიულ კვლევათა ცენტის ხელმძღვანელის მოადგილე მიხეილ ტიურენკოვსაც შეხვდნენ.

Georgia Times-მა კობა დავითაშვილს სთხოვა რუსეთის ვიზტის შედეგების კომენტირება.

- რა მიზნებს მიაღწიეთ და რას ვერა?

- მიზანი - საერთო ენის პოვნა იყო და დიალოგის დაწყება საზოგადოებასთან და რუსეთის საპარლამენტო ოპოზიციასთან. ამას მივაღწიეთ, რაც პირველი მცდელობისთვის მშვენიერია. ჩვენ დიალოგის დაწყება გვსურდა და კმაყოფილები ვართ ამ ვიზტით. შეხვედრები საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა.

- მოისმინეთ რაიმე, პრინციპულად ახალი რუსი პოლიტიკოსებისგან? რას გპასუხობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით?

- მათ ესმით, რომ საქართველოში არ არსებობს ერცერთი პოლიტიკოსი და მოქალაქეც კი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის გამთლიანება არ ენდომებოდა. მაგრამ, საუბარია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ გაერთიანებაზე, არამედ საერთოდ საქართველოს ერთიანობაზე მთლიანად. ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიბრუნოთ აფხაზებისა და ოსების ნდობა და მათთან დიალოგის აწყობა შევძლოთ. რუსეთმა, როგორც მინიმუმი არ უნდა შეუშალოს ხელი ამას, ხოლო მაქსიმუმი იქნება თუ კი, ის ჩვენ ამაში დაგვეხმარება. მე ვხედავ, რომ ყველაზე რადიკალური რუსი პოლიტიკოსებიც კი - ასეთი პირდაპირი დიალოგის მომხრეები არიან.

- კახა კუკავამ ჟირინოვსკისთან შეხვედრა ძალიან სასარგებლოდ შეაფასა. თქვენ როგორ თვლით?

- მეც დადებითად ვაფასებ მას. შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და ზოგიერთი ჩვენი პოზიცია ემთხვევა კიდეც ერთმანეთს. ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი არ არის მუქთა-მჭამელი-მთავრობების შენახვა მეზობელ ქვეყნებში. ის რუს ხალხზე ზრუნავს და სურს, რომ ის თანხები რაც ახლა იმიჯის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად იხარჯება, რუსების სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდეს. მაგრამ მას ასევე სურს, რომ საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთისადმი მეგობრული იყოს და არა მტრული. ჩვენ ამ სურვილებში, ცუდს ვერაფრეს ვხედავთ საქართველოსთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100