RSS
на русском en in english
19.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

თავისუფალი აზრი: საქართველოს გადარჩენის დრო მოვიდა

06.05.2010  |  00:43

5958.jpegქართველ მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა საქართველოს ბოლო 20 წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. შედეგები არც თუ ისე დამამშვიდებელია: დროა ქვეყნასა რამე ვუშველოთ, ვერც დასავლური კრედიტები გამოასწორებს ამას. მოხსენებით გამოვიდა გეოლოგიურ-მინერალოგიური მეცნიერებების დიქტორი გივი თალაკვაძე.

ახალხან მოხდა მოსხენების პრეზენტაცია თავისუფალი აზრის სახლში, დღეს კი გაიმართა საზოგადოებრივი დისკუსია მის შესახებ.

როგორც სახლის დირქეტორმა ნანა დევადრიანმა მოგვითხრო, კვლევები მისი ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა. თალაკვაძის გარდა, სტრატეგიული მონაცემების დამუშავებაში კიდევ სამი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. მათ შეადარეს საქართველოს მაჩვენებლები ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ჩატარდა კოლოსალური სამუსაოები მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით. თუმცა მისი შედეგები არც ისე სასიხარულო უნდა იყოს ხელისუფლებისთვის.

„კვლევის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის, სოფლის მეურნეობის და ჩვენი მომავალი თაობების შველა და ვერანაირი მსოფლიო ბანკი, ან სხვა მსგავსი ორგანიზაციები,ვერ დაგვეხმარებიან",- თვლიან ექსპერტები.

მათ განცხადებებში ასევე ნათქვამია, რომ „ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეემუშავებინა მისაღები პროგრამა ქვეყნის განვითარებისთვის და პერსპექტიული გეგმები მისი კულტურული და სულიერი ზრდისთვის, ასევე მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემების დაკმაყოფილებისთვის".

გამოკვლევა ამ კრიზისის მიზეზად მიიჩნევს ხელისუფლების დაბალ კვალიფიკაციას.

ჩვენ ვთხოვეთ გივი თალაკვაძე განემარტა, რისგან და რატომ არის საჭირო საქართველოს შველა.

-შველა იმ თვალსაზრისით არის საჭირო, რომ ქვეყნის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია.

-თქვენ თვლით , რომ ამის მიზეზი დაბალი კვალიფიკაციის მქონე ხელისუფლებაა, მაგრამ ახლანდელი პრეზიდენტი ხომ ამერიკაში სწავლობდა...

-პრეზიდენტი ამერიკა სწავლობდა, მაგრამ საქმე ამაში არ არის. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კვალიფიციურად იმართება ქვეყანა, როგორ ითვალისწინებენ მსოფლიო გამოცდილებას და ეროვნული თავისებურებებს, როგორც ხდება სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. ჩვენ ქვეყანას 9 მიალიარდის ოდენობის საგარეო ვალი დაუგროვდა, რაც ძალიან ბევრია.

-ზოგი ეკონომისტი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალისთვის ეს არც ისე ბევრია, რომ ციფრები ხვა არის.

-8,6 მილიარდი არის ოფიციალური რიცხვი, ამდენი ისესხა ყველა ქართულმა სტრუქტურამ. 2013 წელს იწყება ამ ვალების გადახდა. ეს ძალიან ძნელი იქნება ქვეყნისათვის, სადაც არარის განვითარებული მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. შეგვიძლია გამუდმებით ტურიზმის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მაგრამ თუკი არ არსებობს პირადი წარმოება, ეკონომიკა ვერ იქნება კარგ მდგომარეობაში. 1991 წლიდან ხელისუფლებაში დაბალკვალიფიციური მთავრობები იყო, რომლებიც არ იყვნენ მზად იმისათვის, რომ ემართათ დამოუკიდებელი ქვეყანა. მით უმეტეს საქართველო, სადაც არის მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, დიდი ბუნებრივი პოტენციალი, არის საერთაშორისო მხარდაჭერა. მაგრამ ის, საითაც მიემართება ეს რესურსები, საუბრობს არაეფექტურ გამოყენებაზე.

-რა ბედი ეწევა მოხსენების დასკვნებს?

-მათ გამოაქვეყნებენ თავისუფალი აზრის სახლის საიტზე. ერთი თვის განმავლოკაში კი ჩვენ გავაკეთებთ რეკომენდაციებსაც, რომლებიც გაითვალისწინებს ყველა მიმართულებას ქართული ბუნებრივი რესურსების უფოეფექტიანად გამოყენებისთვის და მომზადდება კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც იქნება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

-გაითვალისწინებს ხელისუფლება ამ დასკვნებს?

-მე არ შემიძლია პასუხი მის მაგიერ გაგცეთ. მე მხოლოდ გამიხარდება, თუკი გაითვალისწინებენ. მე ხომ მას იმისთვის ვაკრიტიკებ, რომ გააუმჯობესოს ქვეყნის მდგომარეობა. თუმცა ხელისუფლება ვერ ხედავს რეალობას და ციფრების ტყვეობაშია. ხოლო ციფრების ყველანაირად გადათამაშება შეიძლება სტატისტიკურ მონაცემებში. მაგალითად, თუკი შევადარებთ 2000 და 2009 წლებს, მაშინ წარმოება 2009 წლის მაჩვენებლებით გადააჭარბებს 2000 წლისას. მაგრამ თუკი შევხედავთ ცალკეულ პოზიციებს: დამუშავებული მიწების ფართობს, მემცენარეობაში სხვადასხვა კულტურების მოყვანას, საქონლის რაოდენობას, მაშინ ჩანს წარმოების ზომების შემცირება. წარმოებული პროდუქტების ფასები კი გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდის სანაცვლოდ. ამგვარად, მაჩვენებელს არავითარი კავშირი არ აქვს სოფლის მეურნეობის რეალურ მდგომარეობასთან. მთავარი ხომ ის არის, თუ რაზე დამოკიდებული გაყიდვის უსაფრთხოება და მოსახლეობის საკუთარი პროდუქტებით უზრუნველყოფა,- ეს არის წარმოების მოცულობა. აქ კი სერიოზული ვარდნა შეინიშნება.

-ხელისუფლება, სიმართლე რომ ითქვას, აღიარებს, რომ სოფლის მეურნეობაში პრობლემებია.

-აღიარება არ არის გადაწყვეტა. აუცილებელია რაიმე ზომების მიღება.

-ხომ ცდილობენ -ქმნიან კლუბებს, სადაც ასწავლიან ფერმერებს, იყიდეს სოფლის მეურნეობის ტექნიკა იაპონიაში...

-სარეკლამო აქციები კი არა განვითარების გეგმებია საჭიროა.

-შეიძლება ასეთი გეგმები არსებობს კიდეც, მაგრამ არ აქვეყნებენ, მსგავსი რამ არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. მე ვსაუბრობ როგორც ხალხის წარმომადგენელი, საღად მოაზროვნე ადამიანი: მე უკმაყოფილო ვარ იმით, როგორც იმართება საქართველო. ეს არის მიზეზი, ხოლო მთავარია კვლევა: მოსახლეობა ცხოვრობს წლიდან წლამდე უარესად. ოფიციალურმა უმუშევრობამ უკვე 16,5 პროცენტს მიაღწია.

-ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, მოზიდულია ინვესტიციები. ნუთუ თქვენ მიერ შესწავლის სტატისტიკურ მონაცემებში არ შეინიშნება გაუმჯობესება 2008 წლის შემდეგ?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100