RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

კავკასიაში ომი ქურთებმა დაიწყეს?

07.05.2010  |  10:06

5968.jpegსომხურ აუდიტორიას 2 წლის წინანდელი სამხრეთ ოსური ტრაგედიის განსაკუთრებული ვერსია შესთავაზეს ავტორებმა წიგნისა "ფსევდოკონფლიქტები და კავკასიის დამახინჯებული სამშივოდო სამსახურები" , რომელიც გამოიცა თბილისში რუსულ ენაზე. მისი პრეზენტაციისას რეგიონული უსაფრთხოების სამხრეთ კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ განაცხადა, რომ ომი დაიწყეს კურთმა სეპარატისტებმა აფეთქებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენზე 2008 წლის 5 აგვისტოს.

სომხეთში ვიზიტის დროს რუსეცკიმ განაცხადა, რომ გაყინული კონფლიქტების პრობლემეის გადაჭრას მისი ყველა მონაწილე უნდა ეცადოს. მაგალითად, ყარაბახელები უსამართლოდ გამოთიშეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებიდან.

სხვა საქმეა, რომ არც ისე ადვილია ყველა დაინტერესებული მხარის გამოვლენა. სამშვიდობო ძალებს კი ხშირად თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ რეგიონში, რაც სულაც არ უწყობს ხელს სიტუაციის დარეგულირებას.

მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ გაყინული კონფლიქტების გადაჭრის მიდგომები საერთოდ არ შეესაბამება თავად ამპრობლემების არსს. "ჩნდება კითხვა, მართლაც სურთ შუამავლებს წარმატების მიღწევა, თუ ეს მხოლოდ იმიტაცია არის? მოლაპარაკებებში უშუალო მხარეები კონფლიქტისა არ მონაწილეობენ და მათ ბედს მესამე ქვეყნები წყვეტენ. ხანდახან კი შუამავლად გამოდის ის ქვეყანა, რომელსაც ამ რეგიონში აშკარა ინტერესები ამოძრავებს და ეს სრული აბსურდია",- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ძირითადად მრავალფენოვანი კონფლიქტები მარტივდება და მაგიდასთან რჩება მხოლოდ ერთი სიბრტყე, მაგალითად - ეთნიკური.

ექსპერტიქართულ-სურ კონფლიქტზეც მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა. "ამ კონფლიქტის სუბიექტი არ ყოფილა ცხინვალი ან სხვა რაიონი. ეს საერთოდ არ იყო რეგიონული პრობლემა. ეს კონფლიქტი ტრანზიტის გამო წარმოიშვა და გეოპოლიტიკური არსი ჰქონდა",- განაცხადა რუსეცკიმ ერევანში.

ნაწილობრივ სამხრეთ-სეთის ომი გახდა სომხურ-თურქეული დიალოგის კატალიზაორი, აღნიშნა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა. "თურქეთმა გააცნობიერა, რომ ამ ომის შემდეგ გაიზარდა რუსეთის გავლენა რეგიონზე. სწორედ ამის გამ ჩავიდა სასწრაფოდ თურქეთის პრემიერი მოსკოვში და ეცადა შეექმნა სტაბილურობის პლატფორმა, რაც ახალი პროცესის დასაწყისი გახდა, რომელშიც ანკარა დათანხმდა რუსეთის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიიდან შავი ზღვის ფლოტის გაყვანის თაობაზე",- განუმარტა ექსპერტმა სომხურ აუდიტორიას.

მანამდე რუსეცკიმ აღნიშნა, რომ თურქეთი მიიღებს საქართველოს წინადადებას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დალაგებაში დახმარების შესახებ. მისი აზრით, თურქეთის სტრატეგიული ინტერესები კავკასიაში ფაქტიურად ემთხვევა რუსეთისას.

აფხაზებთან თურქეთს აკავშირებს მრავალრიცხოვანი დიასპორა. დსთ-ს მხრიდან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ბლოკადის დროს თურქული გემები აკრძალვების მიუხედავად აფხაზებს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქონელს აწვდიდა.

რუსეცკის პროგნოზი გამართლდა. ახლახან თურქმა დიპლომატებმა სცადეს აფხაზეთისთვის შთაეგონებინათ საქართველოს ახალი სტრატეგია "დაახლოვება თანამშრომლობის გზით". თუმცა დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ: აფხაზებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან სურთ მჭიდროდ თანამშრომლობა, ვინც ისინი აღიარა. უკვე გუშინ შეაჩერეს აფხაზებმა აფხაზურ-თურქული ქარხნის "თამსაშის" მუშაობა, რომელიც ქვანახშირის მოპოვებით იყო დაკავებული. ამის მიზეზი გახდა ეკოლოგიური პროტესტები, ხოლო კარგი პირობა კი აფხაზურ-თურქული უთანხმოება. ეს ასევე მეტყველებს რეგიონში რუსეთის გაზრდილ გავლენაზე.

ისეთ ფაქტებს შორის, რომლებსაც რუსეცკი და მისი კოლეგები პირდაპირ უკავშირებენ აგვისტოს ომს, არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქულ ნაწილში მომხდარი აფეთქება, რაც ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე მოხდა. მასზე პასუხისმგებლობა აიღო ქურთულმა პარტიამ.

ეს ნავთობსადენი აიგო რუსებისა და ამერიკელების სკეპტიციზმის მიუხედავად. ის მართლაც აზერბაიჯანული ნედლეუის თურქეთში გადატანის დმაოუკიდებელი გზა გახდა, თუმცა არც ისე მძლავრი. ამიტომაც ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამ აფეთქებით იყო დიანტერესებული საწვავის ერთ-ერთი მიმწოდებელი. ასეთი კი რუსეთია და ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ სწორედ მან მისცა შეკვეთა თურქებს.

თუმცა ალექსანდრე რუსეცკი არ აკეთებს ასეთ პირდაპირ დასკვნებს და ამ საკითხს ჟურნალისტურ გამოიებებს უთმობს.

"მე ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებზე. იყო აფეთქება 5 აგვისტოს. იყო თურქეთში ქურთი სეპარატისტების განცხადებები 9 აგვისტოს. ამას მოყვა ქართულ-რუსული კონფლიქტი, რომელშიც არაფორმალური გაერთიანებებიც კი მონაწილეობდნენ. შემდეგ ამას მოყვა ორი ქართული რეგიონის გაერთიანება. ომის შემდეგ კი კავკასიაში შეიცვალა გეოპოლიტიკური ძალების განლაგება. ამ ყველაფრის წაკითხვა კი შეიძლება წიგნში "ფსევდოკონფლიქტები და კავკასიის დამახინჯებული სამშივოდო სამსახურები",- აღნიშნა მან.

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100