RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ენდნენ რუსეთს

12.05.2010  |  13:28

5984.jpegქართველი ოპოზიციონერები ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვიდან სხვა და სხვა მიმართულებით გაემგზავრნენ: ერთი ევროპაში წავიდა, მეორე - სახლში. ორივე მათგანი მოსკოვში ქართველი მეომრების მემორიალთან გამართული აღლუმის შემდეგ გაიმსჭვალნენ იმ გრძნობით, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება სურს. თუმცა, ჯერჯერობით ხელისუფლებაში კვლავ მიხეილ სააკაშვილია და ამიტომაც ჯერჯერობით ყველანაირი მოლაპარაკების პერსპექტივა გაყინულია.

ოპოზიციონერებმა მონაწილეობა მიიღეს სიმბოლურ ქმედებაში: მათ ქართველი მეომრების ხსოვნის მემორიალის საძირკველში ქვა ჩადეს. ეს იქნება თითქმის ზუსტი ასლი იმ მემორიალისა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაანგრია ქუთაისში.

რუსეთში აღმართული ძეგლი უნდა გახდეს ქართულ-რუსული მეგობრობის ახალი სიმბოლო და ხალხს შეახსენოს ერთობლივი გამარჯვებებ, საერთო ისტორია რომელსაც ახლა საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება მზად არის "აწარმოოს დიალოგი საქართველოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მიისწრაფვის რუსეთთან პარტნიორობისკენ და ასეთ პარტნიორობას ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ".

პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც აღიშნა მიმართვაში, რომ ქართულ-რუსული მეგობრობის გაწყვეტის ნებისმიერ მცდელობა კრახისთვის არის განწირული.

მოსკოვის დატოვების შემდეგ ლიდერებმა შთაბეჭდილებები გაუზიარეს პრესას. ნინო ბურჯანაძემ დაიჯერა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მართლაც სურს ურთიერთობების აღდგენა. მას სულაც არ უთქვამს უარი ნაოში შესვლაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ უახლოეს აღწლეულში ეს მიზანი მიუღწეველია. ამას გარდა, პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას ვადამდლეი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რადგანაც ადამიანს, რომელმაც არ ააასრულა დაპირებები, დაკარგა ტერიტორიების 20% და დაბლოკა ნატოში შესვლის გზები, არ აქვს უფლება კიდევ იყოს საპრეზიდენტო პოსტზე.

ნოღაიდელმა კი მხოლოდ წინასწარმეტყველურად განაცხადა: მოვა დღე, როდესაც სააკაშვილი წავა, ქართული და რუსული ჯარები კი ერთად გაივლიან წითელ მოედანზე.

უფრო დეტალურად ჩვენ მოგვითხრო "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა პეტრე მამრაძემ.

-ტრადიციული თემატიკა ვითარდება: ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, რეგულარული სატრანსპორტი კავშირის აღდგენა. რა თქმა უნდა, საუბარი მიდის იმაზე, რომ დაბრუნდნენ დევნილები, განსაკუთრებით ბოლო ნაკადი, სწორედ ის, რომელიც 2008 წელს სააკაშვილის გამო გამოჩნდა, ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს კოდორის ხეობაში და ახალგორში. სწორედ ამაზე მიდიოდა დაუბარი. ცნობილია მისი განცხადება, რომ როდესაც სააკაშვილი გადადება, მაშინ იქნება შესაძლებელი საქართველოს ერთიანობის აღდგენაზე ფიქრი. მე აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ერთობა გვესმის ისე, რომ ჩვენი აფხზები და ჩვენი ოსები თავიანთი ნებით დაგვიბრუნდნენ.

-მოხერხდა თუ არა წინსვლა ამ საკითხებში: სატრანსპორტო, ქართული პროდუქციის დაბრუნება და ქართველი დევნილები. რაიმე კონკრეტული მოლაპარაკებები თუ არის მიღწეული?

-კონკრეტულ რეზულტატებზე ვერაფერს ვიტყვი: ჩვენ ოპოზიციური პარტია ვართ და არა სახელისუფლებო. ამიტომაც პრველ რიგში კატალიზატორის როლს ვასრულებთ. თანაც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა ყველა ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცნობილი პროვოკაციის შემდეგ. რუსეთს შეუძლია ცალმხრივად დაუშვას ყველფაერი ისევ. მაშინ სააკაშვილის რეჟიმი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აი, რისკენ მივისწრაფვით ჩვენ.

-ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოღაიდელმა ადრე მიიღო დპაირბები რუსეთისგან აფხზებთან და ოსებთან შერიგებაში და იმის თაობაზეც, რომ შეიძლება ქვეყანა გამთლიანდეს. მაგრამ, რუსეთმა ხომ განაცხადა, რომ არ იტყვის უარს ამ რესპუბლიკების აღიარებაზე?

-იცით, მოკლევადიან გეგმაში ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა 2008 წლის შემდეგ ჩაიდინა. მე ვერ რუსულ მხარეს ვერ გავამართლებ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ფაზაში, როდესაცინტენსიურად შენდება საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა საჭირო და აუცილებელია გადაუდებლად მუშაობა ქართული საზელმწიფოებრივბის აღდგენის პერსპექტივებზე. როდესაც კონსტანრტინ კოსაჩოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუკი ქართველები, აფხაზები და ოსები თავად მოილაპარაკებენ, რომ მათ სურთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება - ეს მათი საქმეა. როდესაც ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ისურვებდა 2008 წლის აგვისტომდე არსებული მდგომარეობის აღდგენასმ ეს ყველაფერი ჩვენ იმედს გვისახავს და გვამხნევებს.

-აზერბაიჯანულმა სააგენტომ "ტრენდ" დღეს ივარაუდა, რომ ზურაბ ნოღაიდელი მოქმედებს საქართველოს ხელისუფლების ნებართვით და მან შეიძლება კვლავ დაიკავოს პოსტი სააკაშვილის მთავრობაში. როგორც კომენტარს გაუკეთებდით თქვენ მოვლენების განვითარების ასეთ ვარიანტს?

-ეს სრყლებით გამორიცხულია. მე მოვლენების გულში ვიმყოფები ამ თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ისეთი მძიმე კონფრონტაცია სააკაშვილთან, როგორიც ჩვენ გვაქვს, არავის აქვს მეტს. ბრძოლა მიდის ტოტალიტარული რეჟიმის ყველაზე ცუდი ტრაიდიცებით. ჩვენ ყველანაირ ცოდვაში გვდებენ ბრალს: ხალხის მტრები, ჯაშუშები, მოღალატეები. რეჟიმი ჩაიძირა ტყუილის ამ მორევში. გაიხსენეთ, იმიტირებული "ქრონიკა", რომელმაც პანიკა გამოიწვია. ექსპერტები ამბობენ: "სააკაშვილის რეჟიმს ტვინი რომ ჰქონოდა, ის იმ შესაძლებლობას ჩაეჭიდებოდა, რომელიც ოპოზიციამ მას მისცა იმით, რომ ეცადა ტურთიერთობების მოგვარებას. თუმცა, როგორც ჩანს, არ აქვთ ტვინი და ყველამ იცის, რომ ჟენევის პროცესი თავიდანვე განწირა სააკაშვილმა, რომელმაც რუსეთს ისეთი ულტიმატუმი წაუყენა, როგორიც ნაპოლეონ ბონაპარტსაც კი არ მოსვლია აზრად, როდესაც დაიპყრო მოსკოვი და აიღო კრემლი. აი ასე არაადეკვატურად მოქმედებს ის. აქ ვერაფერს დავეთანხმები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100