RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ავტორიტარიზმი უქმდება კონტიტუციის მიხედვით

13.05.2010  |  10:14

5992.jpegსაქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა ქვეყნის მთავარ კანონთა კრებულის ყველაზე დემოკრატიული ვარიანტი. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ დასახვეწია და უნდა გაიაროს პარლამენტში, სადაც მთელი უპირატესობა სახელისუფლები პარტიას გააჩნია. თუმცა საზოგადოებამ უკვე უთხრა მყარი არა სახელმწიფოს ლიდერის ავტორიტარულ ტენდენციებს და მოითხოვს მისი უფლებამოსილებების ნაწილის გადაცემას პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გზით დაინიშნება.

გასული წლის გაზაფხულზე საქარველოს პრეზიდენტი ყველაფრისთვის იყ ომზად, ოღონდ დაეშოშმინებინა აბობოქრებული ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციებზე სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა. დათმობებს შორის იყო საკონსტიტუციო ცვლილებების დროებითი კომისიის შექმნა.

ამის მთავარი მიზანი, ქართველი ოპოზიციონერების აზრით, უნდა ყოფილიყო საქართველოს ქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად. ის რომ ამ ტიპის ყოფილიყო, 2008 წელს შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა თითქმის ნულის ტოლი იქნებოდა. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული სტილის ბრალი იყო ცხინვაზე თავდასხმა.

თუმცა, როდესაც საქმე მივიდა ცვლიბებზე კონკრეტულ სამუსაოებამდე, ოპოზიციამ უარი თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად ყოფნაზე და შექმნა თავისი საზოგადოებრივი კომისია. მის შემადგენლობაში შევიდა კომპეტენტური ხალხი, ისეთი როგორიც არის წინა კონსტიტუციის ავტორი ვახტანგ ხმალაძე.

ახლა კი ორივე საექსერტო ჯგუფმა დაწერა თავისი პროექტი და წარადგინა საზოგადოების სამსჯავროზე. ოპოზიციის შიშის მიუხედავად, სახელისუფლებო კომისიამ გვერდზე გადადი "სუპერსაპრეზიდენტო" რესპუბლიკის ვარიანტი. მას მხოლოდ 4 ხმა ჰქონდა.

რც ვასილ ონაშვილის ვარიანტი გავიდა. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილისა და მდივნის თენგიზ შარმანაშვილის საკონსტიტუციო პროექტმა.

თუ რა პროექტის ეს, გვიამბობს სახლეისუფლებო კომისიის ერთ-ერთი წევრი გია ნოდია.

-კომისიამ საფუძვლად აიღო პროექტი, რომელიც არის შერეული ტიპის. აღმსარულებელი ხელისუფლება იყოფა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, თუმცა პრემიერ-მინისტრი ხდება პარლამენტზე დმაოკიდებული ფიგურა. მთავრობის თავმჯდომარე ინიშნება საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ანუ ეს არის საპარლამენტო მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

-ეს პროექტი ვინმემ შემოგთავაზათ, თუ უბრალოდ აზრთა შეჯერებით მიიღეთ?

-არა, ეს კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა შექმნეს და კომისიაში მყოფ ექსპერტთა დიდმა ნაწილა გადაწყვიტა, რომ ასეთი პროექტის მხარდაჭერა არის საჭირო.

-ეს პროექტი ზღუდავს პრეზიდენტის უფლებებს?

-დიახ, თანაც ძალიან. ანუ, ფაქტიურად ეს ძალიან ახლოს დგას ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელს.

-ხომ ითვლება, რომ ქვეყნისთვის რთულ პერიოდში ყველაზე კარგად ავტორიტარული რეჟიმები მართავენ ხოლმე, ახლა კი საქართველოს "საგარეო მტერიც" ჰყავს და "საშინაოც".

-ასეთი არგუმენტები, ბუნებრივია, იქნება. ჩვენთან ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტები მუშაობდნენ. თუმცა, მმართვეი პარტიის ერთმა წევრმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან, რადგანაც მის პარტიაშიც კი არ არის ჯერჯერობით მიღწეული კონსენსუსი ამ საკითხის თაობაზე.

-რა ბედი ეწევა ამ ვარიანტს?

-ეს ვარიანტი მიღებულია საფუძვლად. ეს შესწორებები გაიგზავნება ვენეციურ კომისიაში, მოხდება მათი განხილვა და ბოლომდე დამუშავდება კონრეტული დეტალები. შემდეგ კი შედგება საბოლოო ვარიანტი, რომელსაც კომისია პარლამენტს გადასცემს და უკვე პარლამენტზე იქნება დმაოკიდებული მიიღებს მას, თუ არა.

-როგორ დამუშავებას შეიძლება ის დაექვემდებაროს?

-მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, ეს ღია კითხვა არის.

-პროექტში ნახსენებია ადგილობრივი თვითმმართველობა? როგორი უფლებამოსილებები გადაეცამა მას?

-რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობა მოხსენიებულია. კონსტიტუციაში ეს ნახსენებია, ბუნებრივად, გარკვეულწილად ამ საკითხსაც შეეხება ცვლილებები, თუმცა, არა რადიკალური.

-ახლა ითვლება, რომ უფლებამოსილებების ნაკლებობა არის...

-დიახ, უფლებამოსილებები ცოტაა, აგრამ ეს უფლებამოსილებები არ რეგულირდება კონსტიტუციით. ეს არ არის კონსტიტუციაზე დმაოკიდებული. იქ ცვლილებებში არის განცხადებები, რომლებიც აძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმც აკონკრეტიკაც არ იქ აქვს ადგილი. კონკრეტიკა უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში.

-ხომ არ იცით, მუშაობს თუ არა კონსტიტუციურ ცვლილებებზე საზოგადობრივი კომისია, ოპოზიციამ ხომ მაშინ უარი თქვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე?

-აბა რას ნიშნავს საზოგადოებრივი?არსებობენ ოპოზიციონერები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად შექმნეს...

-ისინი თქვენთან თანამშრომლობდნენ?

-არა, მათ საუთარი პროექტი წარმოადგინეს. გაიმართა კონფერენცია, რომელსაც მე ვერ დავესწარი და იქ განიხილეს სხვა და სხვა საკითხები. კომისიას შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ის, რაც მან გააკეთა და კომისიის სახელით ოპოზიციონერთა პროექტს ვერ წარვადგენთ. ჩემთვის პირადად, როგორც კომისიის წევრისთვის, არ გადმოუციათ არანაირი დოკუმენტი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად საზოგადოებრივ კომისიაში დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს სახელიწუფლებო კოლეგებს. დემეტრაშვილი-შარმანაშვილის პროექტმა პირდაპირ აღაფრთოვანა ოპოზიციოერი ექსპერტი გიორგი ხუციშვილი. როგორც მან ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში გაუსვა ხაზი, ის არ ეთანხმება გავრცელებულ აზრს, რომ სიძნელეებს ავტორიტარული რეჟიმი უკეთ უმკლავდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100