RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ჟენევის ფორმატი: არსებობის შანსი

14.05.2010  |  10:11

6003.jpeg8 ივნისს ჟენევის დისკუსიების მორიგი, რიგით მე-11 რაუნდი ჩატარდება - კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე, რომელიც ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს ეგიდით იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ რუსეთის, აშშ-ს, საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. მიუხედავად კონკრეტული რეზულტატების უქონლობისა, მხარეები ერთ საკითხზე თანხმდებიან, რომ ჟენევის მოედანი საჭიროა და მნიშვნელოვანი. აი, ქართველ პოლიტოლოგები კი, ამ დისკუსიებს სხვაგვარად აფასებენ. ახლახანს ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ შვეიცარიის კონსულტაციები ჩიხში შევიდა. მართალც ასე თუ არა ეს?

ჟენევის ფორმატის მიზანშეწონილობის ეჭვი, არაერთხელ გაჩნდა. მოსალოდნელი გარღვევა და რაიმე სახის სერიოზული ძვრა წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მაინც ვერ იქნა მიღწეული, რაც თავისთავად აისახა დისკუსიის ზოგიერთი მონაწილის შეფასებებზე.

მაგალითად, შარშან აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აპირებს დაფიქრდეს კავკასიური რესპუბლიკის შემდგომ მონაწილეობაზე კონსულტაციებში, ვინაიდან სოხუმის წარმომადგენლები შვეიცარიაში განხილვებზე მხოლოდ იმ დოკუმენტისადმი პატივისცემის გამო ჩადიან, რომელსაც ხელი რუსეთის და საფრანგეთი პრეზიდენტებმა მოაწერეს. თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ჟენევაში არაერთხელ გააკეთეს გაფრთხილება, რომ თუ კი საქართველოსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ხელმოწერილი არ იქნება ძალის გამუყენებლობის შეთანხმება, მაშინ სამხრეთ ოსეთი მოლაპარაკებებიდან გასვლის უფლებას იტოვებს.

გუშინ, თავად მოლაპარაკებების იდეა დააყენეს ეჭვ ქვეშ ქართველმა პოლიტოლოგებმა. ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ დისკუსიები უბრალოდ ჩიხში შევიდა. „ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატმა არ მოიტანა რეზულტატები და შეიძლება იმის თქმა, რომ მოლაპარაკებების ეს ფორმატი იმისთვისაა შექმნილი, რათა დასავლეთმა გარკვეულ წილად იგრძნოს, რომ ჩართულია კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში,- აღნიშნა პოლიტოლოგმა.- რეალურად კი მოლაპარაკებები არ არის მიმართული რეალური შედეგების მისაღწევად და ამიტომაც არ არის მიზანშეწონილი".

მისი თქმით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის განხილვა, გარკვეულწილად მოლაპარაკებების ჩაშლისკენაა მიმართული, ვინაიდან ნებისმიერი სახის შეთანხმება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის, საქართველოს პრინციპულ ინტერესებს არღვევს. „ეს ზეწოლის საშუალებაა როგორც საქართველოზე, ასევე დასავლეთზეც, რის შედეგადაც დასავლეთი იძულებულია ჩვენზე მოახდინოს ზეწოლა, ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერის მიღწევის მიზნით".- აღნიშნა მან.

თავის მხრივ, სხვა ქართველი ექსპერტი სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ნერვების ომად გადაიქცა. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ჟენევის ვიზიტები ქართულ მხარეს პრაქტიკულად არაფერს არ აძლევს, მაგრამ თუ კი თბილისი უარს იტყვის მასში მონაწილეობაზე, ამ შემთხვევაშიც კვლავ დამარცხებული აღმოჩნდება.

„ეს მოლაპარაკებები არასოდეს მოიტანს რაიმე რეზულტატს,- აღნიშნა ცინცაძემ.- ახლა ქვეყნისათვის პროგრამა მაქსიმუმია - არ დამარცხდეს საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ, მითუმეტეს რომ ამ მოლაპარაკებების სპონსორები ეუთო, გაერო და ევროკავშირია".

მოსკოვში, ჟენევის მოლაპარაკებებისადმი დამოკიდებულება სულ სხვაგვარია. GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი, ჟენევის დისკუსიების მიზანშეწონილობასა და პერსპექტიულობაზე გაესაუბრა რუს პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს, რომლებიც ერთსულოვნად თვლიან, რომ ამ ფორამტის შენარჩუნება სავალდებულოა.

ვლადიმერ ანოხინი, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ეს მოლაპარაკებები უბრალოდ აუცილებელია. პირველ რიგში, იმისთვის რომ არ იყოს საუბარი რუსეთის თვითიზოლაციაზე და იმაზე, რომ ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, პროცესის მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობის შეთავსების გარეშე.

მეორე რიგში, ამგვარ მოლაპარაკებებზე შეხედულებების შედარება ხდება და როგორც წესი ისინი გარკვეულ წილად უახლოვდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, სააკაშვილისთვის რთული იქნება განხეთქილების ჩამოგდება მოხუც ევროპასა და რუსეთს შორის.

უფრო მეტიც, ამჟამად საქართველო საკუთარ კოზირებს კარგავს. მოლაპარაკებებს ყოველთვის მოაქვს გარკვეული, თუნდაც მორალური სარგებელი. აქ კი, მათ საყრდენი ეცლებათ, იმიტომ რომ ჟენევაში გარკვეულ რეზულტატამდე მაინც მივლენ. და დასავლეთის მისამართით აპელირება, თბილისისთვის გაცილებით უფრო რთული იქნება.

და ბოლოს, ჟენევის დისკუსიები იძლევა ევროპული ძალისხმევის გაერთიანების შანსს იმისათვის, რომ შერბილდეს აშშ-ს ზეწოლა, რომელიც ევროპის დასუსტებისკენაა მიმართული.

სერგეი დემიდენკო, სტრატეგიული შეფასებებისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი.

ჩემი შეხედულებით, ამ მოლაპარაკებების გაგრძელებაა საჭირო. ჟენევა - ეს ერთადერთი მოედანია, სადაც ქართველები, აფხაზები და ოსები ამა თუ იმ ხარისხით ახერხებენ საკუთარი პოზიციების გაჟღერებას.

მე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. ახლო აღმოსავლეთში ვერა და ვერ შეიქმნა სრულფასოვანი მოლაპარაკებების მოედანი, დისკუსიები მუდმივად იშლებოდა, მათი აღდგენა კი, როგორც იტყვიან არაფრიდან ხდებოდა. შედეგად, მხარეები სულ უფრო შორს მიდიოდნენ პირველადი მოლაპარაკებების არსისგან.

ვფიქრობ, რომ პერსპექტივაში ჟენევის მექანიზმი ეფექტური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მან ვერ მოიტანა რეზულტატები. ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებების პლატფორმა აუცილებელია. თუნდაც მდორე და სუსტი, მაგრამ მაინც ასეთი მოედანი უნდა არსებობდეს.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100