RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ებრაული ინვესტიციები ბრუნდება

17.05.2010  |  10:05

6011.jpegსაქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. მხარეებმა კრიზისით გამოწვეული პაუზის შემდეგ ახალი ებრაული ინვესტიციების ორმაგი დაბეგრვის გაუქმებაზე მოილაპარაკეს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე, კვების პროდუქტების ებრაელი მწარმოებლებიც მოიწვიეს. შეუწყობს თუ არა ეს ხელს, ქართული პროდუქციის ექსპორტს და შეძლებს თუ არა რუსული გასაღების ბაზრის ჩანაცვლებას, ამასთან დაკავშირებით GeorgiaTimes-ს ექსპერტმა ნოდარ ხადურმა მისცა კომენტარი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიზიტი თელავივში ფრიად ნაყოფიერი გამოდგა. ისრაელის ფინანსთა სამინიტროსთან ხელი მოეწერა ორმაგი დაბეგვრის გაუქმების შეთანხმებას, რის შემდეგაც დიპლომატიურ დედაქალაქში ქართულ-ებრაული ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა. მინისტრმა, საქართველოში საწარმოებისთვის კარგი პერსპექტივებით შეძლო ადგილობრივი ინვესტორების დაინტერესება.

პოლოლიკაშვილმა მუყაოს მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა. მისმა მფლობელმა - „კარეგალ გრუპმა"- უკვე გამოთქვა თბილისში ასეთივე ქარხნიდ გახსნის სურვილი. მინისტრი ასევე სუპოერმარკეტების ქსელის „ზიმ გრუპის" ხელმძღვანელობასაც შეხვდა, რომლებიც საკვები პროდუქტების საწარმოებსაც ფლობენ. მათაც გამოთქვეს ქართულო ბაზარზე შემოსვლის სურვილი.

საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური ურთიეთობები ეკონომიკურ დარგში, დინამიურობით გამოირჩევა. დღეისათვის საქართველოში ებრაული ინვესტიციები მილიარდნახევარ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

2008 წლის ომის დაწყებამდე ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. ისრაელი თვითმფრინავების მოდერნიზებას ახდენდა და იარაღს აწვდიდა საქართველოს. მაგრამ, სწორედ კონფლიქტის წინ შეწყდა მომარაგება, როგორც ამბობენ, მოსკოვის გავლენით.

სამაგიროდ სამხრეთ ოსეთის გარშემო განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ებრაულმა კომპანიებმა ერთსულავნად მოკიდეს ხელი საქართველოს ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც რუსეთის ავიადარტყმებმა გამოიწვია სამხედრო ობიექტებზე. ასევე მშენებლები წმინდა მიწიდან აქტიურად აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს დევნილებისთვის, დასავლური ქვეყნების მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფილი თანხებით.

მაგრამ, შარშან ებრაული ინვესტიციები საქართველოში განულდა. აღმოჩნდა, რომ ებრაული სახელმწიფო სადაზღვეო კომპანია „აშარა" აღარ ემსახურება იმ ინვესტორებს, ვინც ფულს ომის შემდგომ და მომიტინგე ქვეყანაში აბანდებს. ამის გამო, როგორც განმარტა მაშინდელმა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ, ებრაელებმა ვერ შეძლეს საკუთარი ვალდებულებების შესრულება, საქართველოში 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამით.

ცოტა მოგვიანებით სადაზღვეო კომპანიებმა შეიცვალეს შეხედულება საქართველოზე, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში ინვესტიციები მაინც აღარ ჩაიდო. და მხოლოდ ამ თვის აპრილში ებრაულმა კომპანია „აიხოპ"-მა გამოთქვა გაჯანჯლებულ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, მან რეგიონებში 27 საავადმყოფოს აგების პირობა დადო 1000 საწოლ- ადგილზე.

ისრაელის მასმედიაში, გაოცებით აღნიშნავენ, რომ მათ ქვეყანაში კომპანიებმა „ათი წლის განმავლობაში ვერა და ვერ ააშენეს ერთადერთი საავადმყოფო აშდოთში", საქართველოში კი 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის კონკურსში მონაწილეობენ. ებრაელები ასევე ხალისით დებენ ფულს: საქართველოს უძრავ ქონებაში, კომუნიკაციებსა და სოფლის მეურნეობაში.

ორივე მიმართულებით ვითარდება ტურიზმი. თუმცა, აქაც ხშირია კაზუსები. ახლახანს 45 ქართველი მომლოცველი გაეპარა გიდს და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს ისრაელში.

განვითარებადი ეკონომიკის მქონე პატარა საქართველოსთვის, ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია. ხოლო შეძლებული ებრაელები - სსრკ-დან ყოფილი თანამემამულეები კი, განსაკუთრებულად იმედისმომცემნი არიან, ამბობს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ექსპერტი ნოდარ ხადური.

- საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით უცხოეთიდან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რაც კი საქართველოს წინაშე იშლება, მათ შორის ებრაულიც. თუ კი იმასაც გავითავალისწინებთ, რომ მარავალი საქართველოდან გასული ებრაელი ცხოვრობს ისრაელში და ისინი საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენები არიან. ანუ არსებობს გარკვეული იმედები, რომ ეს ურთიერთობები დაგვეხმარება ებრაული ინვესტიციების მოზიდვაში.

- შარშან, ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს იციკ მოშემ, რომელიც ერთობლივ ბიზნეს-პალატას ხელმძღვანერლობს, განაცხადა, რომ საქართველოში შეწყდა ებრაული ინვესტიციების მოდინება. მაშინ ჟურნალისტები მკითხაობდნენ, ხომ არ იყო ეს რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებთან დაკავშირებული?

- თქვენ მშვენიერი სიტყვა ახსენეთ: მკითხაობდნენო. მე არ დავიწყებ მკითხაობას. მე ვიტყვი: გლობალური ფინასური კრიზისის და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არა მარტო ებრაელმა, არამედ სხვა მარავალმა ინვესტორმაც გადაწყვიტა შეეჩერებინა საკუთარი პროექტები საქართველოში. არსებობდა იმის შიში, რომ შესაძლოა კონფლიქტი განახლებულიყო. ასევე პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ პერიოდში არ არსებობდა ფინანსები. ახლა თუ კი სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, ბუნებრივია ჩვენ ინტერესის გამოვლინებას ველით. არა მგონია, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა, რუსეთის შიშით აღარ ჩადონ ფული საქართველოში. მთავარი ის არის, რომ სამხედრო კონფლიქტის განახლების საკითხი, მოხსნილია დღის წესრიგიდან.

- ებრაული კომპანია „აიხოპი" 100 საავადმყოფოს პროექტში აპირებს მონაწილეობას. მაგრამ, წინა შემთხვევაში, ხომ სწორედ ებრაულმა კომოპანიამ ჩაშალა პროექტი? მათ უნდა დაებანდებინათ ფული, მაგრამ ისევე როგორც ამ პროგრამის სხვა ინვესტორებმა, მათაც არ შეასრულეს დანაპირები.

- როგორც მე მახსოვს, ამ პროექტში მონაწიეობდა ჩეხური მხარე. გლობალური კრიზისის გამო, მათ ვერ შეძლეს აუცილებელი ფინასების მოზიდვა.

-იქ არა მხოლოდ ჩეხური კომპანია იღებდა მონაწილეობას.

- ჩეხურ „ექსპობანკს" უნდა გამეოყო კრედიტი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. პროექტი შეაჩერეს და მრავალი რამ შეცვალეს კიდეც.

- ახლა აქვს ამ პროექტს პერსპექტივა ებრაელების მონაწილეობით?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100